თანასწორობის ძიებაში დაკარგული ადამიანები
საბჭოთა ხელისუფლების, ცენზურისა და იდეოლოგიური წნეხის არსებობის პირობებში დოკუმენტური კინო გახდა რეალობის პასიური დამფიქსირებელი, თუმცა განვითარების ამ რუტინულ, ერთფეროვან პროცესში იყო ეტაპები, როცა იგი ცდილობდა საავტორო ხედვისა და მოქალაქეობრივი პოზიციების დაფიქსირებას. შეიძლება ითქვას, რომ 1920-იანი და 1960-იანი წლები არის ქართული დოკუმენტური კინოს აღმავლობის ეტაპები. ახალი თაობა, ერთგვარად, ცდილობს, გააგრძელოს და აღადგინოს საავტორო კინოს საუკეთესო ტრადიციები. …