პოლონეთიდან საქართველომდე
მოგონებები არასდროს ტოვებენ ადამიანებს. ისინი მხოლოდ ცოტა ხნით დავიწყებას მიეცემიან და შემდეგ უეცრად ისევ ზედაპირზე ამოდიან. ეს წარსულის ფრაგმენტები ხანდახან სასჯელია, ხანდახან საჩუქარი – გააჩნია რისი გახსენება სურს გონებას და ცხოვრების რა ნაწილი მიეცა დავიწყებას. მათ დრო და სივრცე არ აქვთ. წარსულში მომხდარი ამბები ცნობიერს არაცნობიერში გადააქვს და მის შემოკლებულ, შედარებით დამახინჯებულ ინფორმაციას იქ ინახავს. …