მრავალი სულის ერთი ბედის ანოტაცია
1980-1990-იანი წლების საქართველომ „ანდერგრაუნდის“ მუსიკოსთა თუ მხატვართა თაობაში ბევრი საინტერესო და, ამასთანავე, ისეთი ბედი შვა, რომელსაც მომავლისკენ მიპყრობილ მზერაშივე გაუჩნდა შიშისმომგვრელი ფიქრი. კეკო ჭელიძის ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირი, მუსიკოსი ლევან სვანიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დროსა და სიცარიელეში ჰპოვა მოჩვენებითი სიმშვიდე. ინტერესი 45 წლის მუსიკოსისადმი, ფაქტობრივად, უმუშევარი რომ არის, დედასთან ერთად რომ ცხოვრობს …