მოგზაურობა სიბნელეში

  „ბოროტმოქმედი“ – ასე ჰქვია დიმიტრი მამულიას ფილმს, რომელიც გადაღებულია 2019 წელს. რეჟისორი სათაურით უკვე ქმნის განწყობას და მოლოდინს. მთავარი გმირი ავტორის მიერ იდენტიფიცირებული და შერაცხულია ბოროტმოქმედად. კეთილისა და ბოროტის ჭიდილში მხარე გარკვეულია. მაყურებელმა წინასწარ იცის, ვისთან ექნება საქმე. ბოროტებასთან შესახვედრად მას დიდხანს ლოდინი არ უწევს. ფილმი იწყება მკვლელობის ეპიზოდით, რომლის მოწმეც მთავარი გმირი გიორგი …

მოგზაურობა სიბნელეში წაკითხვა

ის უხილავი ძალა, რომელიც გვაკონტროლებს

ეკრანიზაციები ყოველთვის განსაკუთრებულად იპყრობდა მაყურებელთა ყურადღებას და დღესაც ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს კინოაუდიტორიაში. ეს ლოგიკურიცაა – ადამიანებს აინტერესებთ ის, თუ როგორ შეძლებენ რეჟისორები მათი საყვარელი რომანების, მოთხრობების, პერსონაჟების თავგადასავლების ეკრანზე ასახვას. მაყურებელში ამდენად დიდი მოლოდინებიდან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟისორსა და მის გადამღებ ჯგუფს, ვინაიდან მეტია კრიტიკა ფილმის მიმართ …

ის უხილავი ძალა, რომელიც გვაკონტროლებს წაკითხვა

ოაზისი ნაგავსაყრელზე

„რესპუბლიკები იქმნება მოქალაქეთა სათნოებით, საზოგადოებრივი სულითა და გონიერებით“ – ეს სიტყვები ეკუთვნის მე-19 საუკუნის პოლიტიკოსს, ჯოზეფ სთორის, რომელმაც განსაზღვრა მთლიანად რესპუბლიკის იდეა და რომელიც 21-ე საუკუნის ბათუმის ნაგავსაყრელზე შექმნილი კომუნისათვისაც ზედგამოჭრილია. „რესპუბლიკა“ (2021) ხვიჩა და თინათინ ემირიძეების დოკუმენტური ფილმია, რომელშიც ნაჩვენებია ბათუმის ნაგავსაყრელზე უკანონოდ დასახლებული ადამიანის, დათოს ცხოვრება. იგი ერთადერთი არ არის. მის გარშემო, ფაქტობრივად, …

ოაზისი ნაგავსაყრელზე წაკითხვა

სახლი, რომელშიც ომი კვლავ გრძელდება

ომზე ფილმების შექმნა კინოს დაარსებიდანვე დაიწყეს. სხვადასხვა თაობის რეჟისორებმა ეკრანზე ასახეს უაზრო სისხლისღვრის დამღუპველი შედეგები, რათა შეგვახსენონ, რომ ომში არ არიან გამარჯვებულები. ომის თემა უკვე ყველა მხრიდანაა ნაჩვენები, შიგნიდანაც და გარედანაც, მაგრამ ყველა ომი ადრე თუ გვიან მთავრდება და აუცილებლად ჩნდება კითხვა, რა ხდება შემდეგ? რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ცხოვრება, მაგრამ როგორი იქნება ის? როგორი …

სახლი, რომელშიც ომი კვლავ გრძელდება წაკითხვა

არ მჯერა 

დავიწყებ არცთუ ორიგინალური კითხვით – რის მიხედვით ვაფასებთ, ზოგადად, ფილმს, რას ვაქცევთ უპირატეს ყურადღებას: „რას“ თუ „როგორს“?  თუ „რას“ – მაშინ ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა“ (2021) მშვენიერი ფილმია, აქტუალური პრობლემით, რომელიც დღეს წამყვან ტენდენციად იქცა არამარტო მსოფლიო, არამედ ქართულ კინოშიც, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება კვლავინდებურად თვალს უხუჭავს მას და არც დიდად სიამოვნებს ამაზე ლაპარაკი. განსხვავებულობის …

არ მჯერა  წაკითხვა

ღრმად დამალული იდეა თუ იდეის უქონლობა?

„ნისლის ფარდა“ (2019) თინათინ ემირიძის მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმია. როცა საქმე ამგვარ ნამუშევარს ეხება, ზოგ საკითხში რეჟისორს რიგ შეცდომებს პატიობენ, რადგან დროთა განმავლობაში პროფესიული გამოცდილება თავისას შვება და მისი მომდევნო ნამუშევრებიც ნელ-ნელა იხვეწება, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ამ კონკრეტულ ფილმში თვალშისაცემ პრობლემებად იკვეთება. კინოს ყველა სახეობას თავისი მკვეთრად განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მათ შორის, დოკუმენტურ კინოსაც. მასში …

ღრმად დამალული იდეა თუ იდეის უქონლობა? წაკითხვა

თბილისი-ბრაიტონი

კარგია, როდესაც კინორეჟისორი თანამოაზრეებთან ერთად აკეთებს ფილმს. ლევან კოღუაშვილის შემთხვევაში, თანამოაზრე, პირველ რიგში, ბორის ფრუმინია – რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, პედაგოგი, რომელმაც კინორეჟისურა შეასწავლა მას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თიშის ხელოვნების სკოლის მაგისტრატურაში. ფრუმინი სცენარის თანაავტორია კოღუაშვილის ფილმების: “ქუჩის დღეები“ (2010), „შემთხვევითი პაემნები“ (2013) და სცენარისტია ფილმისა, „მეოთხე ბრაიტონი“ (2021). ასეთივე თანამოაზრე ჰყავს კოღუაშვილს კოტე ჯაფარიძის სახით, რომელიც …

თბილისი-ბრაიტონი წაკითხვა

თანასწორობის ძიებაში დაკარგული ადამიანები 

საბჭოთა ხელისუფლების, ცენზურისა და იდეოლოგიური წნეხის არსებობის პირობებში დოკუმენტური კინო გახდა რეალობის პასიური დამფიქსირებელი, თუმცა განვითარების ამ რუტინულ, ერთფეროვან პროცესში იყო ეტაპები, როცა იგი ცდილობდა საავტორო ხედვისა და მოქალაქეობრივი პოზიციების დაფიქსირებას. შეიძლება ითქვას, რომ 1920-იანი და 1960-იანი წლები არის ქართული დოკუმენტური კინოს აღმავლობის ეტაპები. ახალი თაობა, ერთგვარად, ცდილობს, გააგრძელოს და აღადგინოს საავტორო კინოს საუკეთესო ტრადიციები. …

თანასწორობის ძიებაში დაკარგული ადამიანები  წაკითხვა

შიშიდან „საშიშ დედამდე“

პირველი ფილმები განაცხადია დიდ კინოში დასამკვიდრებლად. თავიდან რთულია განსაზღვრო, რამდენად თვითმყოფადია ხელოვანი. კინორეჟისორი ანა ურუშაძე ბედნიერ გამონაკლისთა შორისაა და მისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საშიში დედა“ (2017) მისივე თაობის კინონამუშევრებისგან განაპირა ადგილს იკავებს ინტერესების არეალითა და მხატვრული ღირებულებით. მასში გადმოცემულია თითქოს მარტივი ამბავი: ოჯახის დედა, დიასახლისი მანანა (ნატო მურვანიძე) მუშაობს წიგნზე, რომელსაც მისი ქმარ-შვილი და …

შიშიდან „საშიშ დედამდე“ წაკითხვა

სადღაც გამქრალი მარტოობის მარტივი ამბავი

არსებობს თუ არა, ქართულ ხელოვნებაში, კერძოდ, დრამატურგიაში, კინოში, თაობათა შორის უთანხმოების იმგვარი ინტერპრეტაცია, როგორც ეს გერტრუდ სტაინის მიერ „დაკარგული თაობის“ შემოქმედებითი რეალიებისა და ფსიქოტიპების ახსნაში მოიძიება. ეს, ჯერჯერობით, მაინც საკამათოა და, ალბათ, ათწლეულების შემდეგ გამოჩნდება, თუმცა, ცხადია, რომ საბჭოთა სისტემის დაშლიდან, სულ რაღაც (ან უკვე), 30-ზე მეტი წელი გავიდა და „დაკარგული თაობის“ რამდენადმე ილუზორული ხედვა …

სადღაც გამქრალი მარტოობის მარტივი ამბავი წაკითხვა