თინეიჯერობა სიღარიბის ზღვარზე

თაობათა კონფლიქტი ხელოვნებაში ერთ-ერთი მარადიული და მნიშვნელოვანი თემაა. მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობები არც ისე იშვიათია და რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ხშირი ხდება. ამის შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა და ასობით ფილმი გადაიღეს, ამიტომ ძალიან რთულია რაიმე უნიკალური შექმნა. სოსო ბლიაძის კინოსურათი, „სამი საფეხური“ (2017) ამ კატეგორიის ერთი რიგითი წარმომადგენელია. წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია მოზარდისთვის, …

თინეიჯერობა სიღარიბის ზღვარზე წაკითხვა

მითი, როგორც რეალობასთან შეჯახება

მითოლოგიური სიმბოლოების გამოყენება მსოფლიო კინოში ნამდვილად არ არის ახალი. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართულ კინოშიც მოიძებნება რამდენიმე მსგავსი ნიმუში. ერთ-ერთი მათგანია სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გუშაგები“ (2021), რომელიც ამ საკითხს განსხვავებული კუთხით განიხილავს. ქართული მრავალფეროვანი მითოლოგიური პერსონაჟები თემის მრავალმხრივ წარმოჩენის საშუალებას იძლევიან. ყველა კუთხეს ხომ თავის სიმბოლო ჰყავს: მთიანეთში – ფუძის ანგელოზი, იახსარი, ჭინკა, მეგრულში – …

მითი, როგორც რეალობასთან შეჯახება წაკითხვა

ურთიერთობები აპოკალიფსის ზღვარზე

გლობალური კატასტროფისა და მთელი პლანეტის სიკვდილის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ამჟამინდელ კრიზისულ სამყაროში ის უფრო მიმზიდველია. მასზე საუბრები განსაკუთრებით გახშირდა 2012 წელს, როდესაც მაიას კალენდრის მიხედვით გლობალური კატასტროფა იყო მოსალოდნელი. ახლა ეს უკვე წარსულია და მას კინოში ბევრი ნამუშევარი მიეძღვნა. ამ თემას არაერთმა რეჟისორმა მიმართა. მათ შორის არიან სტივენ სპილბერგი და ლარს ფონ ტრიერი. …

ურთიერთობები აპოკალიფსის ზღვარზე წაკითხვა

კაშხალი – იმედის თუ უიმედობის სიმბოლო

  ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ის ჯერ კიდევ სისხლმდინარე, მოუშუშებელი ტკივილია. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ცდილობენ, ეს მტკივნეული საკითხი ასახონ თავიანთ შემოქმედებაში: არსებობს ამის გადმომცემი არაერთი მუსიკალური, ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული ნიმუში, გადაღებულია არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური კინოსურათი. ომი სამუდამოდ რჩება ხალხის მეხსიერებაში, თუნდაც მისი დასრულებიდან ათწლეულები იყოს გასული, ამიტომაც ის მუდამ აქტუალურია და …

კაშხალი – იმედის თუ უიმედობის სიმბოლო წაკითხვა

ერთი დანაშაულის ამბავი

მოკლემეტრაჟიანი კინოს ერთ-ერთ ამოცანად გვევლინება ახალგაზრდა რეჟისორების წარმოჩენა. ეს ფორმატი აძლევს საშუალებას ავტორს, ფართო აუდიტორიას გააცნოს თავისი მხატვრული ენა, მიგნებები და შეხედულებები. მცირე ბიუჯეტით, ნაკლებ დროში მან შეიძლება შექმნას ისეთი ფილმი, რითაც თავი დაამახსოვროს კინოს მოყვარულებს. რაც უფრო ექსპერიმენტული იქნება ამგვარი კინოსურათი, მით უფრო მეტად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს კინოკრიტიკოსებისთვის. ქართველი კინორეჟისორები ბოლო პერიოდში მეტად გააქტიურდნენ …

ერთი დანაშაულის ამბავი წაკითხვა

გაქცევა მარტოობიდან თუ მისი მუდმივი ძიება

არის თემები, რომლებსაც კინოს შემქმნელები მისი დაარსების დღიდან იყენებენ, რასაც ბევრმა ბანალურიც კი შეიძლება უწოდოს. მათ შესახებ არაერთი ფილმია გადაღებული. ესენია – ურთიერთობის დეფიციტი, საკუთარი „მეს“ მუდმივი ძიება, გაუგებრობები, სკანდალები. ეს არის ის, რასაც ყოველდღე აწყდება საზოგადოება და ზოგჯერ ვერც ამჩნევს, რის დაფასებასაც წყვეტს ადამიანი და რა დროსაც კარგავს საკუთარ თავს. მსგავსი თემები მარადიულია და, …

გაქცევა მარტოობიდან თუ მისი მუდმივი ძიება წაკითხვა

სახლი, რომელშიც ომი კვლავ გრძელდება

ომზე ფილმების შექმნა კინოს დაარსებიდანვე დაიწყეს. სხვადასხვა თაობის რეჟისორებმა ეკრანზე ასახეს უაზრო სისხლისღვრის დამღუპველი შედეგები, რათა შეგვახსენონ, რომ ომში არ არიან გამარჯვებულები. ომის თემა უკვე ყველა მხრიდანაა ნაჩვენები, შიგნიდანაც და გარედანაც, მაგრამ ყველა ომი ადრე თუ გვიან მთავრდება და აუცილებლად ჩნდება კითხვა, რა ხდება შემდეგ? რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ცხოვრება, მაგრამ როგორი იქნება ის? როგორი …

სახლი, რომელშიც ომი კვლავ გრძელდება წაკითხვა

ფულზე გაცვლილი მეზობლობა

კინო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ფილმებს, რომლებიც მოგვითხრობენ სოციალურ პრობლემებზე, შეუძლიათ მათზე ყურადღების მიპყრობა და მათ მოგვარებაში დახმარება. გარდა ამისა, მათ ძალუძთ, გავლენა მოახდინონ საზოგადოების კულტურულ ღირებულებებზე და შთააგონონ ადამიანები მაღალი ზნეობის გამოვლენისაკენ. გიგიშა (გრიგოლ) აბაშიძის სადებიუტო ფილმი, „მეზობლები“ (2018) ასახავს ღარიბი და საშუალო კლასის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას თბილისი „იტალიურ …

ფულზე გაცვლილი მეზობლობა წაკითხვა

აურზაური შესვენებისას

დიდი ხანია კინო აღარ არის მასობრივი გასართობი სანახაობა. ის საზოგადოების ანარეკლია – ხან პროპაგანდისტული, ხან მკაცრი და ხანაც ფანტასტიკურად ნათელი, მაგრამ მან აშკარად უნდა აჩვენოს ზღვარი კარგსა და ცუდს, თეთრსა და შავს შორის და თუნდაც ეს იყოს ფილმი ნეგატიურ პერსონაჟზე, მის ადგილას ყოფნის სურვილი არ უნდა გაუჩნდეს მაყურებელს. კინო სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თანამედროვეობის …

აურზაური შესვენებისას წაკითხვა

ადამიანობიდან ცხოველამდე

ხშირად გამოყენებული გამოთქმა, ყველაზე დიდი ცხოველი ადამიანი არისო, ზუსტად ასახავს ამირან დოლიძის ფილმის, „ცხოველი“ (2019) შინაარსს. კინოსურათისათვის უფრო შესაბამისი იქნებოდა ამგვარი სათაური – „ადამიანი, როგორც ცხოველი“. რეჟისორი ყურადღებით აკვირდება მთავარ გმირს, რომლის სახელსაც მთელი ფილმის განმავლობაში ვერ ვიგებთ. ეს უკანასკნელი მიზნის მისაღწევად მზად არის გამოიყენოს აკრძალული ხერხები. როგორ შეიძლება ადამიანი დეგრადირდეს ამ დონემდე, ის ხომ …

ადამიანობიდან ცხოველამდე წაკითხვა