ცივი აპრილი
კინოს ყველაზე დიდი ხიბლი მისი ფორმების მრავალფეროვნებაშია. სწორედ ეს ხდის მას ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სფეროდ. როცა ფილმს ვუყურებთ, მხოლოდ ისტორიას კი არ ვეცნობით, არამედ ვხედავთ, როგორ შეიძლება რეჟისორმა ერთი იდეის გადმოსაცემად სრულიად განსხვავებული გზა აირჩიოს, ამიტომაც კინოს განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი გზების ძიება. თუ რეჟისორები მუდმივად ერთსა და იმავე თემებს, ერთსა და იმავე ფორმას […]










