ოჰ, ეს ჩვენი დამღუპველი ილუზიები

რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ხშირად ვხდებით საკუთარი ემოციურობის, მეოცნებე ბუნებისა და გულუბრყვილობის მსხვერპლი. ხშირად დაუფიქრებლად, გაუცნობიერებლად ვეხვევით საკუთარი ფანტაზიების მორევში და გვავიწყდება, ობიექტურად შევხედოთ რეალობას. გვჩვევია აღტაცება საგნებითა თუ ადამიანებით და ვერ ვაანალიზებთ, რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ განცდილი ან გადმოცემული გრძნობები სინამდვილეს. არის შემთხვევები, როდესაც მათ ვენდობით, ვისაც არც კი ვიცნობთ, ისინი გვიყვარდებიან, ვის პიროვნებასა და …

ოჰ, ეს ჩვენი დამღუპველი ილუზიები წაკითხვა

შურისძიება

უცნაური რამაა ეს ცხოვრება. არასდროს იცი, რა დროს რას უნდა მოელოდე მისგან. ხანდახან განცდა გაქვს, რომ ვიღაც შენს ყოველდღიურობას თვალს ადევნებს და ზუსტად ისეთ მომენტში გიქმნის პრობლემას, როცა ყველაზე ნაკლებად ელი და ყველაზე ნაკლებად ხარ მზად მის მოსაგერიებლად; როდესაც გგონია, რომ უკვე სამშვიდობოს ხარ გასული და წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები შენზე გავლენას ვეღარ იქონიებენ; როცა …

შურისძიება წაკითხვა

პირად ინტერესებს შეწირული სიცოცხლე

იყო ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ იყო დაუნდობელი, სასტიკი, ეგოისტი არსება, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციასა და მდგომარეობაში საკუთარ თავსა და პირად ინტერესებს დააყენებს ყველაფერზე წინ. ამ სისასტიკეში არ არის აუცილებელი მოიაზრებოდეს მაინცდამაინც რაიმე სახის ძალადობა, არამედ სულ უბრალო გულგრილობა, უმოქმედობაც კი. მაშინ, როდესაც ადამიანი ხელოვანია, თანაც შემოქმედებით კრიზისში მყოფი, სისასტიკედ ქცეული გულგრილობა და გარემოებების მიმართ …

პირად ინტერესებს შეწირული სიცოცხლე წაკითხვა

ის უხილავი ძალა, რომელიც გვაკონტროლებს

ეკრანიზაციები ყოველთვის განსაკუთრებულად იპყრობდა მაყურებელთა ყურადღებას და დღესაც ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს კინოაუდიტორიაში. ეს ლოგიკურიცაა – ადამიანებს აინტერესებთ ის, თუ როგორ შეძლებენ რეჟისორები მათი საყვარელი რომანების, მოთხრობების, პერსონაჟების თავგადასავლების ეკრანზე ასახვას. მაყურებელში ამდენად დიდი მოლოდინებიდან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟისორსა და მის გადამღებ ჯგუფს, ვინაიდან მეტია კრიტიკა ფილმის მიმართ …

ის უხილავი ძალა, რომელიც გვაკონტროლებს წაკითხვა

მცირედი მსხვერპლი პირადი სამოთხისათვის

ადამიანის ცხოვრება ბევრი დაბრკოლებით, უიმედობით, სირთულეებითა და ხშირი დაღმასვლებით არის სავსე. მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, რაიმე ღირებულის შექმნას, ან თუნდაც წარმატების მოპოვებას, ან, იქნებ, უბრალოდ, ბედნიერად ცხოვრებას. სამყარო ძალიან მრავალფეროვანია, ასეთივე მრავალფეროვნები არიან ადამიანებიც, თავიანთი ინდივიდუალური ხასიათით, ინდივიდუალური სურვილებითა და მისწრაფებებით. განსხვავებულია ასევე თითოეულის დამოკიდებულება მიზნებისა და გეგმებისადმი. ყველას გვაქვს ოცნება, მაგრამ …

მცირედი მსხვერპლი პირადი სამოთხისათვის წაკითხვა

საკუთარი სიზმრის ტყვეობაში

დავით ჭადაშვილის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმში, „სემი“ (2021) საკმაოდ უცნაური ამბავია ნაჩვენები: მთავარი პერსონაჟი, სემი (ვახტანგ ვახტანგაძე), რომლის სახელსაც მისი ცოლისგან (მარია გიორგობიანი) ვიგებთ, დიდ გასაჭირშია ჩავარდნილი – მას გაღვიძება არ შეუძლია. იგი რამდენჯერმე იღვიძებს, თუმცა არცერთი არაა რეალური, რადგან ყოველი მათგანი სიზმარია. თავდაპირველად, ეს სიზმრები შედარებით მოკლეა, ხოლო შემდეგ ამ „ზმანებების“ ხანგრძლივობაც იზრდება.პერსონაჟი ჩვეულებრივად აღიქვამს, …

საკუთარი სიზმრის ტყვეობაში წაკითხვა