ყუთში გამომწყვდეული იმედი

ადამიანის ბუნებაში მჭიდროდ ჩაჭედილი ლურსმანივითაა გამჯდარი კომფორტის ძიება და უკეთესისკენ სწრაფვა. როგორც წესი, როცა ჩიხში მოქცეული ინდივიდი ალყაშემორტყმული კედლების გარღვევას ვერაფრით ახერხებს, ნაცვლად იმისა, რომ სრულ სასოწარკვეთას მიეცეს, გამალებით აცეცებს ხელებს ღრიჭოების საპოვნელად – ეგებ შენიშნოს თავისუფალი სივრცეები, რომელთა ამოვსებაც მის წინააღმდეგ ამხედრებულ ცხოვრებას გამორჩა და მათზე ფეხის დადგმითა და ბაწრად დაწნულ უკანასკნელ ოცნებაზე ჩაჭიდებით …

ყუთში გამომწყვდეული იმედი წაკითხვა

ორი დროის ხიდზე დაკარგული

ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გამავალ ხიდზე ჩასაფრებულ გარდაუვალ ცვლილებებს გვერდს ვერავინ აუვლის. ბავშვობის მეგობრებთან თითქოს უხილავი გაუცხოება ერთ დღეს თავს იჩენს და ზრდასრულობის წნეხით დამძიმებულ ადამიანებს, საკუთარი თავის პოვნას საზოგადოების მუდმივად ფხიზელი თვალის დაკვირვების ქვეშ მყოფნი რომ ცდილობენ, მისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. ორ ნაპირს შორის გადებული ხიდი ნელ-ნელა ტყდება, მასზე მდგომ ახალგაზრდებს კი მრავალწახნაგოვანი ფიქრები ამძიმებენ – …

ორი დროის ხიდზე დაკარგული წაკითხვა

მაყურებლამდე მიუღწეველი ურთიერთობა

ერთი ნახვით შეყვარების ფენომენი, მის მიერ ცხოვრების კალაპოტის სამუდამოდ შეცვლა და ამ სიყვარულის დაკარგვით დაღდასმული ადამიანის ერთფეროვანი, აუტანელი ყოფა – ეს ის თემებია, რომლებიც თავიდანვე მოექცა კინემატოგრაფის ინტერესში, იქამდე კი საუკუნეთა განმავლობაში იპყრობდა მკითხველთა გულებს. რადგან სიყვარული ასეთ კონცეპტუალურ, შეუცვლელ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან მკითხველთა თუ მაყურებელთა თვალს უნახავს და გონებაში ჩაუბეჭდავს მრავალფეროვან ამბავთა …

მაყურებლამდე მიუღწეველი ურთიერთობა წაკითხვა

„ქილერის“ არჩევანი

რეზო ხობუას მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი, „ქილერი“ (2018) გადმოსცემს ამბავს დაქირავებულ მკვლელზე, რომელიც დაქირავებული ნამდვილად არის, თუმცა მკვლელი, როგორც ჩანს, არა. სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის ფსიქოლოგიას ეხება, მაგრამ იმდენად ზედაპირულია, რომ 10-წუთიანი ფილმის ბოლოს პასუხზე მეტი კითხვა რჩება და არც ეს კითხვებია ისეთი, მაყურებელს პასუხების პოვნის სურვილი ან საშუალება რომ მისცეს. ფილმის მთავარი ხარვეზი დრამატურგიაა. როდესაც ისეთი …

„ქილერის“ არჩევანი წაკითხვა