ციხიდან გასასვლელი ბილეთი

ციხე არის ადგილი, რომელშიც შენი, როგორ პიროვნების, სიტყვას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი მხოლოდ ერთი ადამიანის, ციხის უფროსის ხელშია და სწორედ ის აკონტროლებს, რა მოხდება კედლების შიგნით. სუსტები იშვიათად თუ გადარჩებიან, ძლიერები ციხის მაყურებლები ხდებიან და მთელი მათი იქ ყოფნის მანძილზე სწორედ ციხის უფროსს ექვემდებარებიან ხოლმე. თავისუფლება ციხის კარის წინ მთავრდება. გისოსები მარწუხებივით ეკრობა ადამიანს …

ციხიდან გასასვლელი ბილეთი წაკითხვა

მშობლიური „მეტალურგი“

თბილისის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე ქართული კინოპროგრამა, შეიძლება ითქვას, ყველაზე სუსტი იყო ამ ფესტივალის ისტორიაში, თუმცა იყო „მარგალიტები“, რომლებმაც თავი გამოიჩინეს და საოცარი ემოციებით აღჭურვეს მაყურებელი. ასეთი გამორჩეულად კარგი ფილმი იყო გიორგი ვარსიმაშვილის და ჟან ნუშის კინოსურათი, „სასტუმრო „მეტალურგი“ (2023), რომელიც მოგვითხრობს წყალტუბოში, სასტუმრო „მეტალურგში“ შესახლებულ, აფხაზეთიდან დევნილ ადამიანებზე, რომლებისთვისაც 30 წლის მანძილზე ეს შენობა მშობლიურ …

მშობლიური „მეტალურგი“ წაკითხვა

რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს

ყველა დროსა და პერიოდში (რასაც და „ამგვარობას“, დროის დინებასთან ერთად, ისტორიული, საზოგადოებრივი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა, ლოკალური თუ არალოკალური, პროცესები განსაზღვრავენ), ხელოვნებაშიც ახალი სტილური, მხატვრული ძიებები, გამოხატვის ახალი ფორმების ჩამოყალიბება იწყება, ახალი მიმართულებები, მიმდინარეობები ჩნდება და ახალი ტენდენციები მკვიდრდება. ბოლო ათწლეულის ქართულ კინოშიც იგივე ხდება. ახალი თემატიკისა და პრობლემების მომცველი, რეალობის ახალ ჭრილში, ახალი რაკურსით …

რადგან დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს წაკითხვა

მშვენიერი და სანახაობრივი

როდესაც რეჟისორები მრავალმხრივი იდეის გამოსახატავად ეძებდნენ უნიკალურ ტექნიკასა და საავტორო სტილს, სწორედ ამ დროს შეიქმნა იგავური თხრობა კინოში. ადგილისა და დროის დაუკონკრეტებლად, შეფარვით, ისე რომ ერთ პერსონაჟში მრავალი ადამიანის სახე ასახო, არ აწყენინო არავის და, ამავდროულად, გააკრიტიკო ყველა. ამის მშვენიერი მაგალითია თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი, „მოქალაქე წმინდანი“ (2023) – ფილოსოფიური იგავი რწმენაზე, შიშზე, ადამიანებსა და მათ …

მშვენიერი და სანახაობრივი წაკითხვა

გაქცევა, რომელიც თავისუფლებას არ ჰგავს

თავისუფლება რთულად მოსაპოვებელი მდგომარეობაა. ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ამ მდგომარეობაში ყოფნას ცდილობენ. მათ ეს ხან გამოსდით, ხან არა. ხშირად სახელმწიფო წყობა პიროვნებებს რთულ სიტუაციაში არსებობას აიძულებს. საბჭოთა კავშირის პერიოდში მოქალაქეები ინფორმაციულ ვაკუუმში იყვნენ და ეგონათ, რომ ყველაფერი, რაც ევროპიდან მოდიოდა, ცუდი და მიუღებელი იყო. სახელმწიფო თვალს უხვევდა ადამიანებს. ისინი სიცოცხლეს აგრძელებდნენ ქვეყანაში, სადაც სახარება და …

გაქცევა, რომელიც თავისუფლებას არ ჰგავს წაკითხვა

ოცნების კვალდაკვალ

ემიგრაციის თემა ფართოდ განიხილება კინოში. ეს პრობლემა მუდმივად აქტუალურია, მასზე იქმნება არა მხოლოდ მხატვრული, არამედ დოკუმენტური ფილმებიც. ასახო შიშები იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან დატოვონ სამშობლო და წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ამის გულწრფელი ჩვენება დოკუმენტურ ფილმებში უფრო კარგადაა შესაძლებელი, რადგან ადამიანი თავად ყვება საკუთარ ამბავს, განვლილ გზას, ზედაპირზე ამოაქვს შინაგანი ემოციები, რითაც უფრო ზუსტადაა შესაძლებელი …

ოცნების კვალდაკვალ წაკითხვა

ამბავი კეთილი ადამიანის კეთილი ზნისა

თინათინ და ხვიჩა ემირიძეების დოკუმენტური ფილმი, ,,რესპუბლიკა“ 2021 წელსაა გადაღებული, მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიის სრულ იზოლაციასა და ახალი კატაკლიზმების მოლოდინში იყო… თუმცა, როგორც ყოველთვის და არა მხოლოდ მაშინ, კატასტროფის მოლოდინი, ჩვეული რამაა, ჩვეული დამძიმებული გარემოსთვის. და მაინც, ,,რესპუბლიკის“ მთავარი გმირი, ამ ჩვეული სამყაროს არაჩვეულებრივად მოფიქრალი შვილია, ალბათ, ერთ-ერთი იმ სადღაც შემორჩენილი ადამიანთაგანი, ვისაც ახსოვდა თაობების …

ამბავი კეთილი ადამიანის კეთილი ზნისა წაკითხვა

იძულება

ადამიანებს ყოველთვის უწევთ ვიღაცების დატოვება, გარემოს შეცვლა. ამას ხან საკუთარი ნებით, ხან იძულებით აკეთებენ. ისინი იხლართებიან ურთიერთობების ქსელში და გამოსასვლელს ვერ პოულობენ, არ იციან, როგორ დაბრუნდნენ იქ, სადაც საკუთარი თავი ეგულებათ ან იციან და ვერ ბრუნდებიან. ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების უმრავლესობას უწევს გადარჩენისათვის ბრძოლა. იგი ყველაფერს თმობს იმისთვის, რათა საარსებო მინიმუმი ჰქონდეს. ეს მსხვერპლი, ხანდახან, იმდენად …

იძულება წაკითხვა

თინეიჯერობა სიღარიბის ზღვარზე

თაობათა კონფლიქტი ხელოვნებაში ერთ-ერთი მარადიული და მნიშვნელოვანი თემაა. მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობები არც ისე იშვიათია და რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ხშირი ხდება. ამის შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა და ასობით ფილმი გადაიღეს, ამიტომ ძალიან რთულია რაიმე უნიკალური შექმნა. სოსო ბლიაძის კინოსურათი, „სამი საფეხური“ (2017) ამ კატეგორიის ერთი რიგითი წარმომადგენელია. წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია მოზარდისთვის, …

თინეიჯერობა სიღარიბის ზღვარზე წაკითხვა

პირველად იყო სიტყვა

რა აქვს საერთო სიტყვებს, რომლებსაც ამ ფილმის დასაწყისში ადამიანები ქართულად ან იტალიურად წარმოთქვამენ: ფუტკარი, სიკეთე, ასხივებს, აღმზრდელი, ინტელიგენტი, უბრალოება, მარგალიტი ობოლი, გმირი, კეთილშობილი, მრავალმხრივი, ბეჯითი, თავგანწირვა, არისტოკრატულობა, ბერმუხა, ერთგული, მღვდელი, ლიტერატორი, მუსიკოსი? ყოველი სიტყვის გაგებისას ვხედავთ მის ნაბეჭდ ვერსიას და იტალიურ ან ქართულ თარგმანს ლექსიკონიდან, რომელიც უცებ ქაღალდის ნაკუწად იქცევა და ანიმაციური ხერხით ადამიანის სილუეტის …

პირველად იყო სიტყვა წაკითხვა