მაყურებლამდე მიუღწეველი ურთიერთობა

ერთი ნახვით შეყვარების ფენომენი, მის მიერ ცხოვრების კალაპოტის სამუდამოდ შეცვლა და ამ სიყვარულის დაკარგვით დაღდასმული ადამიანის ერთფეროვანი, აუტანელი ყოფა – ეს ის თემებია, რომლებიც თავიდანვე მოექცა კინემატოგრაფის ინტერესში, იქამდე კი საუკუნეთა განმავლობაში იპყრობდა მკითხველთა გულებს. რადგან სიყვარული ასეთ კონცეპტუალურ, შეუცვლელ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან მკითხველთა თუ მაყურებელთა თვალს უნახავს და გონებაში ჩაუბეჭდავს მრავალფეროვან ამბავთა …

მაყურებლამდე მიუღწეველი ურთიერთობა წაკითხვა

უარყოფილი უარყოფითები – მსჯელობა ფილმზე და არა მხოლოდ

„თან არსებობენ და თან არ არსებობენ“- ასე უხსნის ნიკას დაჩი, რა არის უარყოფითი რიცხვები. ნიკა და დაჩი არასრულწლოვანთა კოლონიის პატიმრები არიან ისევე, როგორც იქ მყოფი მათი თანატოლები – საზოგადოებისაგან და, ზოგჯერ, ოჯახისაგანაც კი უარყოფილები. „უარყოფითი რიცხვები“ (2019) უტა ბერიას ფილმია, რომელსაც პროექტის, „კინო სკოლაში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უჩვენებენ ბავშვებს და შემდეგ საუბრობენ მასზე. კარგი …

უარყოფილი უარყოფითები – მსჯელობა ფილმზე და არა მხოლოდ წაკითხვა

გახუნებული მზე კონფლიქტის ზონაში

თანამედროვეობის უფერულ სივრცეში გადაშლილი უსამართლობის სახე ერთი სოფლის მკვიდრის ბიბლიურ განზოგადებად შეიძლება თურმე აღვიქვათ, თუ ბედნიერების, კაცთმოყვარების და სიმართლის ჩაგვრის ნამდვილ ამბავს შევქმნით. რეჟისორისა და სცენარის ავტორის, ბესო სოლომანაშვილის მხატვრული ფილმი, ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (2021) 2008 წლის ომის ტრაგედიას ასახავს. ასეთი კონკრეტული და დრამატული, მთელი თავისი არსით, ადამიანთა უბედურება, როგორც ჩანს, იოლად შეიძლება განზოგადდეს, თუ …

გახუნებული მზე კონფლიქტის ზონაში წაკითხვა

ფილმი, რომელიც კითხვებს აჩენს

ახალგაზრდა რეჟისორის, იოსებ (სოსო) ბლიაძის სრულმეტრაჟიან კინოსურათს, „ჩემი ოთახი“ (2022) ბოლო დროს გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო. იდეა, რის გარშემოც რეჟისორმა შექმნა ნამუშევარი, ცხადი და გასაგებია – საკუთარი თავის ძებნის პროცესში მყოფი ახალგაზრდა ქალი და ცხოვრებისეული მოულოდნელობები, არაერთი პრობლემა, რაც თანამედროვე ქართველის ცხოვრებაში არსებობს. კინოსურათის დადებითი და მნიშვნელოვანი დეტალები საქართველოშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც …

ფილმი, რომელიც კითხვებს აჩენს წაკითხვა

ღირსებიდან სიჩუმემდე

ნებისმიერი სოციალური დრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფუნქციადაკარგული და ადამიანური ღირსების შემლახველი ფაქტების მხატვრული ინტერპრეტაცია, ძალიან იოლად შეიძლება გარდაისახოს ტრაგედიად – ასეთია თანამედროვე სინამდვილის მიერ ნაკარნახევი და ჯერ კიდევ იტალიური ნეორეალიზმის ეპოქიდან შემორჩენილი, სინამდვილესთან ურთიერთობის განსაკუთრებული გზა, რომელიც კინოსთვის უცვლელად იძლევა ტრაგიკულ დასასრულამდე მისვლის შესაძლებლობებს. სოციალური დრამის ეს უნარი, თუნდაც იმის გამო უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური …

ღირსებიდან სიჩუმემდე წაკითხვა

„ვიხსენებ მე, მიყვარდი…“

მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათისადმი, „იძინებს მზე“ (2017) ინტერესი ორი მომენტით იყო გაპირობებული: მარგო ცნობილი კინოტელერეჟისორის შვილია და ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს ნინო კასრაძე, მსახიობი, რომლის მონაწილეობა ჩემთვის წინაპირობაა ფილმის ან სპექტაკლისადმი განსაკუთრებული ინტერესისა, მითუმეტეს იგი უკვე ნანახი მყავდა მარგო ზუბაშვილის წინა ნამუშევარში, „დინოზავრი“, სადაც მხოლოდ ერთი ეპიზოდითა და  შთამბეჭდავი სამსახიობო ოსტატობით დაგვანახა პერსონაჟის ხასიათი, …

„ვიხსენებ მე, მიყვარდი…“ წაკითხვა

აურზაური შესვენებისას

დიდი ხანია კინო აღარ არის მასობრივი გასართობი სანახაობა. ის საზოგადოების ანარეკლია – ხან პროპაგანდისტული, ხან მკაცრი და ხანაც ფანტასტიკურად ნათელი, მაგრამ მან აშკარად უნდა აჩვენოს ზღვარი კარგსა და ცუდს, თეთრსა და შავს შორის და თუნდაც ეს იყოს ფილმი ნეგატიურ პერსონაჟზე, მის ადგილას ყოფნის სურვილი არ უნდა გაუჩნდეს მაყურებელს. კინო სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თანამედროვეობის …

აურზაური შესვენებისას წაკითხვა

ჩვენთვის და მხოლოდ ჩვენთვის

ნიკოლოზ გაბუნიას სტუდენტური ფილმი, „სამშობლოსთვის და სტალინისთვის” (2019) აღწერს ერთ დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც საკვანძო ფიგურა არის მთავარი პერსონაჟის ბაბუის ფეხი. ის ერთგვარი ატრიბუტია რეჟისორისთვის, რათა ორი სამყარო, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი და თანამედროვე საქართველო ან საზოგადოება დაუპირისპიროს ერთმანეთს. ფილმში არ იკვეთება რაიმე მორალისტური, „ჭკუის სასწავლებელი“ გაკვეთილი. ნიკოლოზ გაბუნია უბრალოდ ასახავს მოვლენებს, ნეიტრალურობას ირჩევს, არ …

ჩვენთვის და მხოლოდ ჩვენთვის წაკითხვა

ჩვენი ცხოვრების ჟანრი – დრამა თუ შავი კომედია?

სოსო ბლიაძის ფილმი, „ოთარის სიკვდილი“ (2021) უცნაური ნამუშევარია. მთავრდება კინოსურათი და ვერ იგებ – მოგეწონა? არ მოგეწონა? რას გვეუბნება? იდეა ახლა მოდაში აღარ არის, მაგრამ თანამედროვე ენით – რა არის მისი მესიჯი? რომელია დადებითი გმირი? უარყოფითი? ვის უნდა უთანაგრძნოს მაყურებელმა? ამბავი იმის შესახებ, როგორ დაარტყა მანქანა 16 წლის ახალგაზრდამ სოფლის ბნელ შარაგზაზე მოხუცს და მოკლა, …

ჩვენი ცხოვრების ჟანრი – დრამა თუ შავი კომედია? წაკითხვა

მცირე მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში

ყოველდღიურ რუტინაში ადამიანები კარგავენ მნიშვნელოვან ღირებულებებს, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს. ის თითქოს ახუნებს გრძნობებსა და ემოციებს, არ გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ, რამდენ დროს ვხარჯავთ ფუჭ ქმედებებსა და მატერიალურ ღირებულებების მოსაპოვებლად. მხოლოდ ცხოვრების დასასრულის მოახლოების შეგრძნება გაიძულებს, სამყაროს შეხედო ახალი თვალით და დაინახო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი თავისუფლება. ნინო ჟვანიას სადებიუტო ფილმი, „აღლუმი“ (2018) მოგვითხრობს ერთ …

მცირე მოგზაურობა წარსულსა და აწმყოში წაკითხვა