ცხოვრება, როგორც მასკარადი

პატარა, საცოდავი არსებაა ადამიანი. იგი მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. მას აქვს დიდი ეგო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკმაყოფილებს, კვებავს, საკუთარი თავის იქით არ იყურება, არ აინტერესებს, სხვას რა დაემართება და როგორ იქნება, არ სურს გრძნობები გააშიშვლოს და მეორე ადამიანზე იზრუნოს, არ აღიარებს სხვის პრობლემას იქამდე, სანამ უშუალოდ მას არ შეეხება ეს. იგი ფიქრობს, რომ რაც …

ცხოვრება, როგორც მასკარადი წაკითხვა

ორი დროის ხიდზე დაკარგული

ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გამავალ ხიდზე ჩასაფრებულ გარდაუვალ ცვლილებებს გვერდს ვერავინ აუვლის. ბავშვობის მეგობრებთან თითქოს უხილავი გაუცხოება ერთ დღეს თავს იჩენს და ზრდასრულობის წნეხით დამძიმებულ ადამიანებს, საკუთარი თავის პოვნას საზოგადოების მუდმივად ფხიზელი თვალის დაკვირვების ქვეშ მყოფნი რომ ცდილობენ, მისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. ორ ნაპირს შორის გადებული ხიდი ნელ-ნელა ტყდება, მასზე მდგომ ახალგაზრდებს კი მრავალწახნაგოვანი ფიქრები ამძიმებენ – …

ორი დროის ხიდზე დაკარგული წაკითხვა

„ჰორიზონტს“ იქით

იყო პერიოდი, როცა მსოფლიო კინემატოგრაფში, და რასაკვირველია, ქართულ კინოშიც, თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ კინორეჟისორი ქალები. კინორეჟისურა, სრულიად უსაფუძვლოდ, მამაკაცების საქმედ უფრო ითვლებოდა. დღევანდელ ქართულ კინოში, მართლაც, წარმატებულია მრავალი კინორეჟისორი ქალი. მათი ფილმების უმეტესობაში მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, მათ გარშემო ტრიალებს სამყარო ყოველდღიური და, არა მხოლოდ ყოველდღიური, პრობლემებით. თინათინ ყაჯრიშვილის კინოსურათის, „ჰორიზონტი“ (2018) მთავარი გმირი, ამჯერად, მამაკაცია …

„ჰორიზონტს“ იქით წაკითხვა

კაშხალი – იმედის თუ უიმედობის სიმბოლო

  ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ის ჯერ კიდევ სისხლმდინარე, მოუშუშებელი ტკივილია. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ცდილობენ, ეს მტკივნეული საკითხი ასახონ თავიანთ შემოქმედებაში: არსებობს ამის გადმომცემი არაერთი მუსიკალური, ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული ნიმუში, გადაღებულია არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური კინოსურათი. ომი სამუდამოდ რჩება ხალხის მეხსიერებაში, თუნდაც მისი დასრულებიდან ათწლეულები იყოს გასული, ამიტომაც ის მუდამ აქტუალურია და …

კაშხალი – იმედის თუ უიმედობის სიმბოლო წაკითხვა

თავისუფლების სიმძიმით ვალდებული სამყაროს გმირები

თანამედროვე სამყაროს არსებობის ერთ-ერთი, ყველაზე დიდი და, ამასთანავე, რთულად მისაღები უცნაურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ტოლერანტულად მოაზროვნე საზოგადოების კომპლექსით შეპყრობილი, თავად ასეთი საზოგადოება ვერ და არ ეგუება სიცოცხლის გარდაუვალ ჭეშმარიტებებს. ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ (2023, რეჟ. ელენე ნავერიანი) ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. საერთოდ, ეკრანიზაციის ტრადიციიდან გამომდინარე, მასში, პირველ რიგში, ,,ახალ ხედვას“ ან რეჟისორის ამოკითხულ ქვეტექსტებს …

თავისუფლების სიმძიმით ვალდებული სამყაროს გმირები წაკითხვა

აგონია

ადამიანები ხშირად იღებენ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ისინი აკეთებენ რაღაცას და შედეგებზე არც ფიქრობენ. მათთვის მთავარია იმ წამს მოაგვარონ არსებული პრობლემა და ამოისუნთქონ, არ აინტერესებთ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ყოველივეს. ხანდახან ავიწყდებათ, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. ერთადერთი გამოუსწორებელი მდგომარეობა სიკვდილია, გარდაცვლილ ადამიანებს ვერ აცოცხლებენ. მამები ოჯახში პრობლემის მთავარი გადამჭრელები არიან ხოლმე. ნებისმიერი დაბრკოლება მათ ფსიქიკას აყენებს …

აგონია წაკითხვა

პირველი გამარჯვება

2020 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად საფეხბურთო კლუბმა მოახერხა უეფას ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვედრა. ეს შეძლო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთი“. აღნიშნული მოვლენა საქვეყნო ყურადღებისა და სიხარულის მიზეზი გახდა. ელენე და ნატალია ადამაშვილები თავიანთ სტუდენტურ დოკუმენტურ ფილმში „ლანჩხუთი“ სამი წლის შემდეგ“ (2023) წარმოგვიდგენენ ამ კლუბის ცხოვრებას სამი წლის შემდეგ. ამასთანავე, ამ კინოსურათში ნაჩვენებია ფეხბურთელების …

პირველი გამარჯვება წაკითხვა

ერთი დანაშაულის ამბავი

მოკლემეტრაჟიანი კინოს ერთ-ერთ ამოცანად გვევლინება ახალგაზრდა რეჟისორების წარმოჩენა. ეს ფორმატი აძლევს საშუალებას ავტორს, ფართო აუდიტორიას გააცნოს თავისი მხატვრული ენა, მიგნებები და შეხედულებები. მცირე ბიუჯეტით, ნაკლებ დროში მან შეიძლება შექმნას ისეთი ფილმი, რითაც თავი დაამახსოვროს კინოს მოყვარულებს. რაც უფრო ექსპერიმენტული იქნება ამგვარი კინოსურათი, მით უფრო მეტად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს კინოკრიტიკოსებისთვის. ქართველი კინორეჟისორები ბოლო პერიოდში მეტად გააქტიურდნენ …

ერთი დანაშაულის ამბავი წაკითხვა

პოლონეთიდან საქართველომდე

მოგონებები არასდროს ტოვებენ ადამიანებს. ისინი მხოლოდ ცოტა ხნით დავიწყებას მიეცემიან და შემდეგ უეცრად ისევ ზედაპირზე ამოდიან. ეს წარსულის ფრაგმენტები ხანდახან სასჯელია, ხანდახან საჩუქარი – გააჩნია რისი გახსენება სურს გონებას და ცხოვრების რა ნაწილი მიეცა დავიწყებას. მათ დრო და სივრცე არ აქვთ. წარსულში მომხდარი ამბები ცნობიერს არაცნობიერში გადააქვს და მის შემოკლებულ, შედარებით დამახინჯებულ ინფორმაციას იქ ინახავს. …

პოლონეთიდან საქართველომდე წაკითხვა

ნანა + სიმონი = ბედნიერი ოჯახი

უცხოეთში, კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერაზე დასწრება ძალიან ამაღელვებელი და დაუვიწყარი ამბავია, მითუმეტეს თუ ეს პრემიერა წარმატებული აღმოჩნდება. საბედნიეროდ, მსგავსი ფაქტების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ორი ასეთი პრემიერა კინორეჟისორებს – ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს უკავშირდება. ასე იყო 2013 წელს, „ბერლინალეზე“, პირველი ჩვენება ფილმისა „გრძელი ნათელი დღეები“, რასაც მოჰყვა კინოჯილდოც და შემდეგი მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი შესაბამისი პრიზებით, …

ნანა + სიმონი = ბედნიერი ოჯახი წაკითხვა