მაყურებლამდე მიუღწეველი ურთიერთობა
ერთი ნახვით შეყვარების ფენომენი, მის მიერ ცხოვრების კალაპოტის სამუდამოდ შეცვლა და ამ სიყვარულის დაკარგვით დაღდასმული ადამიანის ერთფეროვანი, აუტანელი ყოფა – ეს ის თემებია, რომლებიც თავიდანვე მოექცა კინემატოგრაფის ინტერესში, იქამდე კი საუკუნეთა განმავლობაში იპყრობდა მკითხველთა გულებს. რადგან სიყვარული ასეთ კონცეპტუალურ, შეუცვლელ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან მკითხველთა თუ მაყურებელთა თვალს უნახავს და გონებაში ჩაუბეჭდავს მრავალფეროვან ამბავთა …