ამოისუნთქეთ სიკეთისათვის
დიტო ცინცაძე თანამედროვე ქართული კინოს (მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ცხოვრობს, საქართველოშიც იღებს ფილმებს) ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. მის ყოველ ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ხვდებიან კინემატოგრაფისტებიცა და კინოსმოყვარულებიც. მისთვის ეტაპობრივი, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა 1993 წელს გადაღებული ფილმი „ზღვარზე“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კინოდათვალიერებაზე მიიწვიეს. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ეს კინოსურათი საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ლეოპარდით“ დაჯილდოვდა, ხოლო საქართველოში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე …