თბილისი-ბრაიტონი
კარგია, როდესაც კინორეჟისორი თანამოაზრეებთან ერთად აკეთებს ფილმს. ლევან კოღუაშვილის შემთხვევაში, თანამოაზრე, პირველ რიგში, ბორის ფრუმინია – რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, პედაგოგი, რომელმაც კინორეჟისურა შეასწავლა მას ნიუ-იორკის უნივერსიტეტის თიშის ხელოვნების სკოლის მაგისტრატურაში. ფრუმინი სცენარის თანაავტორია კოღუაშვილის ფილმების: “ქუჩის დღეები“ (2010), „შემთხვევითი პაემნები“ (2013) და სცენარისტია ფილმისა, „მეოთხე ბრაიტონი“ (2021). ასეთივე თანამოაზრე ჰყავს კოღუაშვილს კოტე ჯაფარიძის სახით, რომელიც …