ჩიტები, რომლებიც აღარ მოფრინდებიან

საზოგადოება, როგორც სისტემური ერთგვაროვანი მკაცრი სტრუქტურა, ხშირ შემთხვევაში, მავნე ბუნებისაა, რადგანაც ის ადამიანებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან უკლავს დაბადებიდან ბოძებული თავისუფალი შინაგანი ბუნების გამოხატვის საშუალებას და აჩვევს თავსმოხვეული მკაცრი წესებისადმი მორჩილებას, წინასწარ განსაზღვრული როლების შეთავსებას, ასწავლის მათ, ვინ უნდა იყვნენ, რა უნდა უყვარდეთ და როგორ გალიონ თავიანთი მოკლე ცხოვრება. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს […]

ჩიტები, რომლებიც აღარ მოფრინდებიან Read More »

თეთრი სინათლე

„და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.“( „ძველი აღთქმა, დაბადება“) – აღნიშნული ციტატა ბიბლიიდან, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ პირველ სიმბოლურ გამმიჯვნელ მეტაფორად გვევლინება სინათლესა და სიბნელეს, დღესა და ღამეს, როგორც სიკეთის, იმედის, რწმენისა და, მეორე მხრივ, უიმედობის, ამოუცნობის განსახიერებას შორის.

თეთრი სინათლე Read More »

ზაფხულის ზარხუფი

ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი თავის 1982 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში, „გვამი“ წერდა: „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოუთქმელიცაა. ამგვარი აზრის თუ განცდის გამჟღავნებას ვერიდებით, რადგან სიტყვები მის მნიშვნელობას აკნინებს. რაც ადრე უმნიშვნელოვანესი გვეჩვენებოდა, როგორც კი ვინმეს გავუზიარებთ, წამსვე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად იქცევა.“ სტივენ კინგის აღნიშნული ციტატის დაკავშირება კინოს, როგორც მედიუმის, ბუნებასთან შეიძლება. კინოხელოვნების ძვირფასი მხარე ისაა, რომ

ზაფხულის ზარხუფი Read More »

ჩუმი მკურნალი

  ადამიანურ იზოლაციას თავისი ენა აქვს – გონებასა და გარე სამყაროს შორის ერთდროულად ჩუმი და ადამიანის იდენტობისათვის გამანადგურებლად ხმაურიანი, მახრჩობელა დიალოგის ფორმა. სალომე ვეფხვაძის სტუდენტური ფილმი, „მე, ისინი და მამა“ (2014) ამ ენას ოსტატურად მიმართავს და მაყურებელს მთავარი გმირების, 12 წლის გოგონასა და მისი ფსიქიკურად ავადმყოფი მამის წარმოსახვით სამყაროში ინტერესით ითრევს. კინოსურათმა ბულგარეთში, სოფიაში გამართულ

ჩუმი მკურნალი Read More »