გაცოცხლებული ლეგენდები
ნოდარ მანაგაძის შემოქმედება უკვე საკმაოდ ნათლად ამჟღავნებს მის თემატურ და სტილისტურ მიდრეკილებებს. კინემატოგრაფში ნოდარ მანაგაძე მოკლემეტრაჟიანი კინოკომედიით, „საერთო კედლით“ (სცენარის ავტორი, ე. ახვლედიანი) მოვიდა და იმთავითვე მიიქცია ყურადღება კინემატოგრაფიული აზროვნების ინდივიდუალობით. შემდეგმა ფილმმა – „წუთისოფელმა“, რომელიც კინორეჟისორ შოთა მანაგაძესთან ერთად არის შექმნილი, ახალგაზრდა შემოქმედის ნიჭის კიდევ ერთი წახნაგი დაგვანახა, კერძოდ, მასშტაბური თემებისაკენ მიდრეკილება, ლირიკული ფსიქოლოგიზმის …