არაფერი

ფილმის მთავარი შემადგენელი ნაწილი სიუჟეტის ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ხაზია. იმისათვის, რომ კინოსურათი დასრულებულად ჩაითვალოს, საჭიროა მასში წამოჭრილი იყოს რაღაც კონფლიქტი და განვითარებული მოვლენები მის გადაჭრის გზებს დაემსგავსოს. იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი, „ჩემი ოთახი“ (2022) ამ სტანდარტებიდან ამოვარდნილია. ის არა ერთი კინოსურათი, არამედ, ორი ფილმისა და რამდენიმე თემის ერთობლიობისგან შექმნილი კოლაჟია და საკმარისზე მეტი აკლია იმისათვის, …

არაფერი წაკითხვა

მითი, როგორც რეალობასთან შეჯახება

მითოლოგიური სიმბოლოების გამოყენება მსოფლიო კინოში ნამდვილად არ არის ახალი. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართულ კინოშიც მოიძებნება რამდენიმე მსგავსი ნიმუში. ერთ-ერთი მათგანია სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გუშაგები“ (2021), რომელიც ამ საკითხს განსხვავებული კუთხით განიხილავს. ქართული მრავალფეროვანი მითოლოგიური პერსონაჟები თემის მრავალმხრივ წარმოჩენის საშუალებას იძლევიან. ყველა კუთხეს ხომ თავის სიმბოლო ჰყავს: მთიანეთში – ფუძის ანგელოზი, იახსარი, ჭინკა, მეგრულში – …

მითი, როგორც რეალობასთან შეჯახება წაკითხვა

რატომ არ არის ცხოვრება შოკოლადივით ტკბილი?!

ხშირ შემთხვევაში, რეჟისორი იმას იღებს, რაც აწუხებს, რაც უნახავს, რაც გადაუტანია, კინოსურათს პირადი დეტალებით ავსებს და არ არიდებს თავს სუბიექტურობას. ლუკა კოპალეიშვილის სტუდენტური დოკუმენტური კინოსურათი, „ცოტა რამ მამაჩემის შესახებ“ (2022), აშკარად, პირადი ნამუშევარია, სადაც ავტორი მამამისის შესახებ გვიყვება. დიახ, ეს სუბიექტური ნამუშევარია, რეჟისორის ოჯახის ამბავია – რთული, სამწუხარო, მაგრამ საინტერესო მოცემულობა, რომელშიც ის ცხოვრობს. რეჟისორის …

რატომ არ არის ცხოვრება შოკოლადივით ტკბილი?! წაკითხვა

პეპლები ჩვენ ვართ…

ნანა ჯორჯაძე პირველი პროფესიით არქიტექტორია. მან იმუშავა კიდეც ამ სფეროში, მაგრამ ხელოვნის მრავალმხრივობამ კინოს მიანიჭა უპირატესობა, ქართულ კინოს კი ნამდვილად გაუმართლა, რომ მას შემოემატა ყველასაგან განსხვავებული შემოქმედი. მისი ფილმები მოულოდნელობით, გულწრფელობით, სითამამითაა გამორჩეული. მან არამარტო სრულიად სხვა კინოენა შემოიტანა, არამედ ქართულ კინოს მრავალი ჯილდოც მოუტანა, მათ შორის ორი პირველად: 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი …

პეპლები ჩვენ ვართ… წაკითხვა

შემოდგომის რომანი

როდესაც ფილმის პირველწყარო ლიტერატურაა, თანაც სულ ახალი და ძალიან პოპულარული, ბუნებრივია, ვერ აცდები შედარებებს და შემიძლია თავიდანვე ვთქვა, ამ შედარებისას ელენე ნავერიანის ფილმი, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2023) წაგებული არ გამოდის. სიმართლე ვთქვა, არ ვარ თამთა მელაშვილის რომანის თავგადაკლული მოტრფიალე. ბევრი რამ მასში ზედმეტად გათვლილი, აქტუალური ტენდენციებისა და მოდური მოსაზრებების ილუსტრაციად მეჩვენა. თუმცა როცა მისი ეკრანიზების …

შემოდგომის რომანი წაკითხვა

არარეალურად რეალური

ყველა იმაზე ქმნის ნაწარმოებს, რაც იცის და განუცდია და არ აქვს მნიშვნელობა სიუჟეტს. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რუსუდან გლურჯიძის ფილმი, „სხვისი სახლი“ (2016) არც აფხაზეთსა და მის კონფლიქტზე და არც აფხაზებზეა. ეს ფილმი ავტორის პირად განცდებზეა, იმ შეგრძნებაზე, რომელსაც შენი გარემოს შეცვლა იწვევს, როცა ხალისიანი და ნათელი, შენი მშობლიური ქალაქი ფერებს დაკარგავს, ინსტიტუტში მიმავალ სტუდენტს ყურთან …

არარეალურად რეალური წაკითხვა

სიმშვიდის გაკვეთილები – როგორ შევხედოთ დილას…

გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის, „თორმეტი გაკვეთილი“ (2019) ყველა ანოტაციაში შევხვდებით ნათქვამს იმის შესახებ, რომ „ფილმი მოგვითხრობს გურიაში მცხოვრებ ვალერი ბაბუზე, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს მისი აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ინტეგრაციას საზოგადოებაში…“ და ა. შ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვალერი კოტრიკაძის სიყვარულითა და შრომით ნაშენებ სამყაროს ვხედავთ დოკუმენტურ ეკრანზე თუ ტელესიუჟეტში, მაინც ჩნდება იმის განცდა, რომ, შესაძლებელია, …

სიმშვიდის გაკვეთილები – როგორ შევხედოთ დილას… წაკითხვა

 გაყინული ურთიერთობები

ქართული კინო ბევრად უფრო საინტერესო, დახვეწილი და მრავალმხრივი გახდა. მის რიგებს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორი შეემატა. გასული საუკუნის ბოლოსა და ახლის დასაწყისში შექმნილმა, დეპრესიული ხასიათის მქონე ჩაბნელებულმა, ერთი და იგივე თემატიკის ფილმებმა უკან გადაიწიეს. ეკრანი განათდა, გაფერადდა, გამოსახულება გამკვეთრდა, ფილმების რიცხვმაც იმატა და მათ საერთაშორისო ასპარეზზეც თავაწეული მსვლელობა დაიწყეს. ზოგი ფილმი თავიდანვე ინტერესს იწვევს …

 გაყინული ურთიერთობები წაკითხვა

არაფერი არაფრისათვის

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე, საკმაოდ კარგი დოკუმენტური ფილმი გავიდა. ჟიურის გადაწყვეტილებით სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა გიორგი ფარქოსაძის კინოსურათი, „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ (2023). არ დავმალავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დავრჩი. ამ კინოსურათის ხანგრძლივობა 74 წუთია, თუმცა მისმა რეჟისორმა არ დაიშურა ნიჭი და ძალისხმევა, რომ ეს დრო ჯოჯოხეთურად გრძელი და უინტერესო ყოფილიყო. ფილმი …

არაფერი არაფრისათვის წაკითხვა