შემოდგომის რომანი

როდესაც ფილმის პირველწყარო ლიტერატურაა, თანაც სულ ახალი და ძალიან პოპულარული, ბუნებრივია, ვერ აცდები შედარებებს და შემიძლია თავიდანვე ვთქვა, ამ შედარებისას ელენე ნავერიანის ფილმი, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2023) წაგებული არ გამოდის. სიმართლე ვთქვა, არ ვარ თამთა მელაშვილის რომანის თავგადაკლული მოტრფიალე. ბევრი რამ მასში ზედმეტად გათვლილი, აქტუალური ტენდენციებისა და მოდური მოსაზრებების ილუსტრაციად მეჩვენა. თუმცა როცა მისი ეკრანიზების …

შემოდგომის რომანი წაკითხვა

არარეალურად რეალური

ყველა იმაზე ქმნის ნაწარმოებს, რაც იცის და განუცდია და არ აქვს მნიშვნელობა სიუჟეტს. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რუსუდან გლურჯიძის ფილმი, „სხვისი სახლი“ (2016) არც აფხაზეთსა და მის კონფლიქტზე და არც აფხაზებზეა. ეს ფილმი ავტორის პირად განცდებზეა, იმ შეგრძნებაზე, რომელსაც შენი გარემოს შეცვლა იწვევს, როცა ხალისიანი და ნათელი, შენი მშობლიური ქალაქი ფერებს დაკარგავს, ინსტიტუტში მიმავალ სტუდენტს ყურთან …

არარეალურად რეალური წაკითხვა

სიმშვიდის გაკვეთილები – როგორ შევხედოთ დილას…

გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტური ფილმის, „თორმეტი გაკვეთილი“ (2019) ყველა ანოტაციაში შევხვდებით ნათქვამს იმის შესახებ, რომ „ფილმი მოგვითხრობს გურიაში მცხოვრებ ვალერი ბაბუზე, რომელიც სხვადასხვა გზით ცდილობს მისი აუტისტური სპექტრის მქონე შვილიშვილის ინტეგრაციას საზოგადოებაში…“ და ა. შ. ყოველ ჯერზე, როდესაც ვალერი კოტრიკაძის სიყვარულითა და შრომით ნაშენებ სამყაროს ვხედავთ დოკუმენტურ ეკრანზე თუ ტელესიუჟეტში, მაინც ჩნდება იმის განცდა, რომ, შესაძლებელია, …

სიმშვიდის გაკვეთილები – როგორ შევხედოთ დილას… წაკითხვა

 გაყინული ურთიერთობები

ქართული კინო ბევრად უფრო საინტერესო, დახვეწილი და მრავალმხრივი გახდა. მის რიგებს ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი რეჟისორი შეემატა. გასული საუკუნის ბოლოსა და ახლის დასაწყისში შექმნილმა, დეპრესიული ხასიათის მქონე ჩაბნელებულმა, ერთი და იგივე თემატიკის ფილმებმა უკან გადაიწიეს. ეკრანი განათდა, გაფერადდა, გამოსახულება გამკვეთრდა, ფილმების რიცხვმაც იმატა და მათ საერთაშორისო ასპარეზზეც თავაწეული მსვლელობა დაიწყეს. ზოგი ფილმი თავიდანვე ინტერესს იწვევს …

 გაყინული ურთიერთობები წაკითხვა

არაფერი არაფრისათვის

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე, საკმაოდ კარგი დოკუმენტური ფილმი გავიდა. ჟიურის გადაწყვეტილებით სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა გიორგი ფარქოსაძის კინოსურათი, „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ (2023). არ დავმალავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დავრჩი. ამ კინოსურათის ხანგრძლივობა 74 წუთია, თუმცა მისმა რეჟისორმა არ დაიშურა ნიჭი და ძალისხმევა, რომ ეს დრო ჯოჯოხეთურად გრძელი და უინტერესო ყოფილიყო. ფილმი …

არაფერი არაფრისათვის წაკითხვა