ლამაზ კადრებში დაკარგული ამბავი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობელზე ზრუნვა შვილისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც ფიზიკურ თუ ემოციურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს არის როლების ინვერსია, სადაც შვილი, რომელიც ბუნებრივად მშობლის მზრუნველობას უნდა გრძნობდეს, თავად კისრულობს მეურვის ფუნქციას. ასეთ დროს ყოველდღიურობა იქცევა რუტინულ მოვალეობათა უწყვეტ ჯაჭვად, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ დახმარებას, არამედ მუდმივ ემოციურ მხარდაჭერასაც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ემოციური […]

ლამაზ კადრებში დაკარგული ამბავი Read More »

ცოცხალი სიღარიბე

ხელოვნება ხშირად იქცევა ხოლმე იმ ხმად, რომელსაც საზოგადოება არ ან ვერ უსმენს. არსებობს თემები, რომლებზეც ხშირად რთული და მტკივნეულია საუბარი. სიღარიბე სწორედ ასეთი თემაა. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ცნება, არამედ ღრმად ადამიანური ტრაგედია, რომელსაც შეუძლია პიროვნება ჩრდილში მოაქციოს, წაართვას სახე და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემად აქციოს.  სწორედ ამ მძიმე რეალობას წარმოაჩენს ნათია შარმიაშვილის სტუდენტური ფილმი

ცოცხალი სიღარიბე Read More »

დაკარგული ცხოვრება

ოჯახის დანგრევა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული გამოცდილება შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის, უბრალოდ, ურთიერთობის დასრულება, ეს არის ერთგვარი გლოვის პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი კარგავს არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ საერთო მომავალს, ოცნებებსა და ცხოვრების ჩვეულ სტილს. განშორებისას მას სიცარიელისა და უიმედობის განცდა ეუფლება. ასეთ დროს პირველი და ყველაზე მძაფრი ემოცია მწუხარებაა. ის ღრმა

დაკარგული ცხოვრება Read More »

მივიწყებული პროფესია

რა არის პროფესია? ბავშვობის ოცნების ასრულება თუ ზრდასრულ ასაკში რაციონალური არჩევანის გაკეთება? ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ბაღის ან სკოლის ასაკის მოზარდისთვის ეხება სწორედ პროფესიას. მცირეწლოვანები ხშირად ოცნებობენ ექიმობაზე, მსახიობობაზე, კოსმონავტობაზე, მფრინავობაზეც კი, თუმცა არსებობს ისეთი პროფესიებიც, რომლებიც არა მარტო ბავშვების, არამედ უფროსების ინტერესის მიღმა რჩება. ასეთი პროფესიები არანაკლებ მნიშვნელოვანია. მათ გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელი იქნებოდა.

მივიწყებული პროფესია Read More »