რის უფლებას აძლევს ადამიანებს სიღარიბე?

სიღარიბე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური და ეკონომიკური მოვლენაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ცალკეული ინდივიდის, ისე საზოგადოების მთლიანობისა და განვითარების პერსპექტივებზე. იგი განისაზღვრება მატერიალური, საგანმანათლებლო თუ კულტურული შესაძლებლობების დეფიციტით, რაც ადამიანის სოციალურ ინტეგრაციასა და ღირსეულ ცხოვრებას ზღუდავს. ხშირად უკმარისობა, სიღარიბე და სხვადასხვა საჭიროება ანადგურებენ მორალურ საზღვრებს. ამ მიზეზით სიღარიბე კინოშიც მნიშვნელოვან და საინტერესო თემად იქცა, ვინაიდან ვიზუალური […]

რის უფლებას აძლევს ადამიანებს სიღარიბე? Read More »

თოვლში დამალული სიმართლე

გვანცა მეფარიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფსიქოლოგიური ფილმი, „ნომერი 26” (2021) მოგვითხრობს ამბავს არა მხოლოდ ფიზიკურ ტრაგედიაზე, არამედ ადამიანურ გაურკვევლობაზე, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩნდება სინდისსა და დუმილში. აქ არ არის გამოხატული ბოროტება ისე, როგორც კლასიკურ ფილმებშია. მთავარი აქ შეკითხვებია – როგორ იქცევა ადამიანი შიშის დროს? როდემდე დაიმალება სიმართლე? სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედია ახალგაზრდა მწვრთნელის, ნიკას (30 წლის)

თოვლში დამალული სიმართლე Read More »

თეთრი სინათლე

„და თქუა ღმერთმან: იქმენინ ნათელი და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმან ნათელი, რამეთუ კეთილ. და განწვალა ღმერთმან შორის ნათლისა და შორის ბნელისა.“( „ძველი აღთქმა, დაბადება“) – აღნიშნული ციტატა ბიბლიიდან, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთ პირველ სიმბოლურ გამმიჯვნელ მეტაფორად გვევლინება სინათლესა და სიბნელეს, დღესა და ღამეს, როგორც სიკეთის, იმედის, რწმენისა და, მეორე მხრივ, უიმედობის, ამოუცნობის განსახიერებას შორის.

თეთრი სინათლე Read More »

წარსული, რომელიც ნივთებში რჩება

ფილმების უმეტესობა ომს აჩვენებს ხმაურით, მოქმედებით, დაპირისპირებით, მაგრამ არსებობს სხვა გზაც – ნელი, ჩუმი, ნივთებზე დაფუძნებული. ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმი „ნივთები“ (2017) ამ განსხვავებული ენის წარმომადგენელია. იგი საუბრობს საგნებით, წარსულის არქივითა და დუმილით. ეს არ არის მხოლოდ დევნილობის ქრონიკა, ეს არის კინემატოგრაფიული მცდელობა, აღადგინოს სახლის იდეა იმ სივრცეში, სადაც სახლი აღარ არსებობს, მაგრამ საგნები ჯერ

წარსული, რომელიც ნივთებში რჩება Read More »

საკურთხეველი გისოსებს მიღმა

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქართულ კინოში გამოიკვეთა სხვადასხვა თემატიკის ფილმები. უმეტესად, მათში იგულისხმება სოციალურ საკითხებს, ისეთები, რაც მასისათვის უფრო ნაცნობი და ჩვეულია. მაგალითად, აფხაზეთის ომის შედეგები საზოგადოებაზე, ქუჩა, ნარკოტიკები, გაჭირვება და ა.შ. მათ შორის არის ციხე ან ციხიდან რეაბილიტირებული ადამიანები. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლებიც“ (2014), მეტწილად, ამ საკითხს ეხება, თუმცა ეს ნამუშევარი გამოირჩევა იმით, რომ ნაცნობ

საკურთხეველი გისოსებს მიღმა Read More »

ლამაზ კადრებში დაკარგული ამბავი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობელზე ზრუნვა შვილისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც ფიზიკურ თუ ემოციურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს არის როლების ინვერსია, სადაც შვილი, რომელიც ბუნებრივად მშობლის მზრუნველობას უნდა გრძნობდეს, თავად კისრულობს მეურვის ფუნქციას. ასეთ დროს ყოველდღიურობა იქცევა რუტინულ მოვალეობათა უწყვეტ ჯაჭვად, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ დახმარებას, არამედ მუდმივ ემოციურ მხარდაჭერასაც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ემოციური

ლამაზ კადრებში დაკარგული ამბავი Read More »

ყოფის აუტანელი სიმძიმე

საზოგადოება ქმნის სტანდარტებს. ადამიანები მიჰყვებიან მოდას და სხვებსაც აიძულებენ, ასე მოიქცნენ. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებამ ფულის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაზარდა. სპეციალობებთან ერთად, გაჩნდა სხვადასხვა სოციალური ფენაც. ვინც დროს ფეხი აუწყო, ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება, ხოლო ვინც ჩამორჩა – სადღაც წარსულში ჩაიკარგა. არც ერთი სამსახური სამარცხვინო არ არის. უნდა ერიდებოდე ყველას მაშინ, როცა ცხოვრებისათვის არაფერს აკეთებ და

ყოფის აუტანელი სიმძიმე Read More »

ცოცხალი სიღარიბე

ხელოვნება ხშირად იქცევა ხოლმე იმ ხმად, რომელსაც საზოგადოება არ ან ვერ უსმენს. არსებობს თემები, რომლებზეც ხშირად რთული და მტკივნეულია საუბარი. სიღარიბე სწორედ ასეთი თემაა. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ცნება, არამედ ღრმად ადამიანური ტრაგედია, რომელსაც შეუძლია პიროვნება ჩრდილში მოაქციოს, წაართვას სახე და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემად აქციოს.  სწორედ ამ მძიმე რეალობას წარმოაჩენს ნათია შარმიაშვილის სტუდენტური ფილმი

ცოცხალი სიღარიბე Read More »

აპრილის სევდა

2024 წლის 7 სექტემბერი ქართული კინო ისტორიისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღედ იქცა. დეა კულუმბეგაშვილის „აპრილს“ (2024) გადაეცა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი. ამავდროულად, ის ნომინირებული იყო მთავარი პრიზის „ოქროს ლომის“ ჯილდოზეც.  ეს ახალგაზრდა რეჟისორი ჯერ კიდევ 2020 წელს გაეცნო მაყურებელს თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით, „დასაწყისი“. ოთხი წლის შემდეგ მან „აპრილით“ განაგრძო ის სარეჟისორო გზა,

აპრილის სევდა Read More »

დაკარგული ცხოვრება

ოჯახის დანგრევა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული გამოცდილება შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის, უბრალოდ, ურთიერთობის დასრულება, ეს არის ერთგვარი გლოვის პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი კარგავს არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ საერთო მომავალს, ოცნებებსა და ცხოვრების ჩვეულ სტილს. განშორებისას მას სიცარიელისა და უიმედობის განცდა ეუფლება. ასეთ დროს პირველი და ყველაზე მძაფრი ემოცია მწუხარებაა. ის ღრმა

დაკარგული ცხოვრება Read More »