გაუცხოებულები და განწირულები 

ორი – როგორც ამბობენ – სრული ოჯახი (ცოლ-ქმარი + შვილები) – ზაფხულის დღეების გასატარებლად, შუაგულ ტყეში, ტბისა და ჭაობის სიახლოვეს მდებარე საოჯახო სასტუმროში ერთდროულად სახლდება. განმარტოება გამორიცხულია, რაც, სავარაუდოდ, იყო თითოეულის მიზანი, როდესაც დასასვენებლად, სწორედ ეს, „ცივილიზაციისგან“ იზოლირებული ადგილი და გარემო აირჩიეს. ასეთ პირობებში ვითარდება ვახტანგ ჯაჯანიძის მხატვრული ფილმის, „რეალური არსებები“ (2025) ამბავი. განმარტოება, იზოლირება, […]

გაუცხოებულები და განწირულები  Read More »

მიპასუხე, ტალახის კაცო!

ახტალა. ტალახით სამკურნალო ერთადერთი კურორტი საქართველოში. თბილისიდან 122 კილომეტრის დაშორებით. ოფიციალური ცნობებით, ვულკანური წარმოშობის მინერალებით მდიდარი ტალახის სამკურნალო თვისებებზე ხმის გავრცელების შემდეგ, XVIII საუკუნიდან, იმ მიდამოებში ჯერ ბარაკული ტიპის დასახლება გაჩნდა, რომელიც შემდეგ სოფლად გადაიქცა, სადაც სანატორიუმი აშენდა, რომელიც, მოგვიანებით, ქალაქ გურჯაანის შემადგენლობაში მოექცა.  ადგილობრივი ლეგენდის მიხედვით, ტბის წარმოშობა ფერისცვალება დღეს (რომელიც ერთ-ერთ უდიდეს უქმედ

მიპასუხე, ტალახის კაცო! Read More »

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..

ალექსანდრე კობერიძის ფილმში, „ხმელი ფოთოლი“ (2025) განსაკუთრებული თითქოს არაფერი ხდება. ან, საერთოდ, „არაფერი“. ამ ამბავს არც სიუჟეტი აქვს, არც კლასიკური დრამატურგიული წყობა. სამაგიეროდ, აქვს მყარი და მკაფიო „შინაგანი“ მოხაზულობა და უჩვეულო აგებულება. არავის ჰგავს და „გარედან“ არაფერს იმეორებს. მსუბუქია და ნათელი, თუმცა ბევრ პრობლემას მოიცავს – პირადულსა და საყოველთაოს.  რეპორტიორი ლიზა მშობლებს გამოსამშვიდობებელ წერილს უტოვებს

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?.. Read More »

ლეგენდებსა და რეალობას შორის

თანამედროვე მსოფლიო კინოში აშკარაა ახალი იგავების, მითებისა თუ ზღაპრების ახალი ფორმების ძიების ტენდენცია, რაც ჟანრის თავისუფალ ჩარჩოებში თანამედროვე სოციუმის, ადამიანის შინაგანი სამყაროს, ცხოვრების არსის, ცხოვრებისეული ღირებულებებისა და საზოგადოების წინაშე არსებული საკითხების „ფილოსოფიური“ განსჯისკენაა მიმართული.  იგივე პროცესები აუახლეს, ბოლო ათწლეულის, ქართულ კინოშიც. სხვადასხვა თაობისა და ბევრი ნიშნით რადიკალურად განსხვავებული რეჟისორები – ლევან კოღუაშვილი „შემთხვევითი პაემნებით“, გიორგი

ლეგენდებსა და რეალობას შორის Read More »

კურიერის ერთდღიანი უსასრულო ოდისეა ერთ ქალაქში

რეჟისორ და ფოტოგრაფ ანკა გუჯაბიძის ფილმი „თემო რე“ (2025) თბილისისა და, ცოტა უფრო ადრე, ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალებზე მაყურებლისა და კრიტიკოსების ყურადღების ობიექტად იქცა. მისი საერთაშორისო წარმატება როტერდამის 2025 წლის კინოფესტივალზე დაიწყო, როდესაც მოკლემეტრაჟიანი კინოს „თაიგერ შორთსისა“ და ნიდერლანდელი კინოკრიტიკოსების პრიზებით დააჯილდოვეს. და ამ „აღნიშვნებსა“ და პრემიებს აქვს მყარი და უტყუარი საფუძველი – არაორდინალური ხედვის, ახალი

კურიერის ერთდღიანი უსასრულო ოდისეა ერთ ქალაქში Read More »

ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ

ბოლო წლების ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინოში, არა ერთ სხვა თემასთან ერთად, წარმმართველია ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური რეალობის სხვადასხვა ფორმითა და რაკურსში ჩვენება, მათ შორის, იგავის ფარგლებში მოქცევითა და ახალი გამომსახველი საშუალებების ძიებით. თანამედროვე კინოიგავში დარღვეულია ტრადიციული სქემები და კანონები, უარყოფილია სტერეოტიპები; იქმნება განზოგადებული გარემო, სამყაროს რეალურ საზღვრებსა და ასეთ პირობით კავშირში ყველაფერი სიმბოლოებისა

ყველაფერი ლურჯი მოცვის შესახებ Read More »

წმინდა ელექტროენერგიის თვალისმომჭრელი მიმზიდველობა

სახელი – ტატო კოტეტიშვილი ქართულ კინოში, პირველად, ხმამაღლა 1987 წელს გაისმა, როდესაც მან (მაშინ ახალგაზრდა რეჟისორმა) პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „ანემია“ გადაიღო. მეორედ კი, სულ ახლახან, 2024 წელს, ასევე ხმამაღლა, ასევე ახალგაზრდა რეჟისორის, ასევე პირველ სრულმეტრაჟიან ფილმთან, „წმინდა ელექტროენერგია“ დაკავშირებით. მეორე პირველის ძმისშვილია, რომელმაც კინოსამყარო, საქართველოშიც და მის გარშემოც (თავის დროზე, ბიძამისივით) ახალ ქართულ კინოსა

წმინდა ელექტროენერგიის თვალისმომჭრელი მიმზიდველობა Read More »

სახიფათო და უსაფრთხო პაემნები

პოსტსაბჭოთა პირველ წლებშიც და დღემდეც ქართულ კინოში წარმმართველი გახდა და რჩება ცხოვრებისეული სინამდვილის, პოლიტიკური გარემოებების, სოციალური და ეკონომიკური რეალობისა და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში, უმეტეს შემთხვევაში, ახალგაზრდებში, უპერსპექტივობის, ურთიერთობების რღვევის ასახვის ტენდენცია, მშობლებსა და შვილებს, სხვადასხვა ფენისა და თაობის, მრწამსის, ორიენტაციის, ინტერესების მქონეთა შორის დაპირისპირებისა და კონფლიქტის საკითხები და მათზე სხვადასხვა კუთხითა და შეფასების განსხვავებული საზომებით

სახიფათო და უსაფრთხო პაემნები Read More »

ბედნიერების საყოველთაო ილუზია და ნამდვილი პირადი ბედნიერება

ქართულ (და ალბათ, ნებისმიერ) სოციუმში საზოგადოება, ტრადიციად დამკვიდრებული სტეროტიპების მიხედვით, ან ცხოვრობს, ან სხვას სთხოვს ასე ცხოვრებას, ან – ორივე ერთად – საკუთარ თავსაც და სხვასაც. „საყოველთაო“ წესრიგის „დამრღვევები“ კი, ან გაკიცხვასა და ტუქსვას იმსახურებენ, ან გაუგებრობას და აქტიური (ფსევდოლიბერალური) სწავლების ობიექტებად იქცევიან. აღზრდის ამგვარ მეთოდებს თითქოს არამძაფრი, არააგრესიული და არადამანგრეველი ფორმა აქვთ. უფრო კეთილგანწყობილი,

ბედნიერების საყოველთაო ილუზია და ნამდვილი პირადი ბედნიერება Read More »

კუნძული მშვიდობისა და ომის საზღვარზე

გაზაფხულის მშვიდ და მშვიდობიან დილით, როდესაც არაფერი არღვევს მყუდროებას და ახალი ნათელი დღე იწყება, მდინარის კალაპოტში მოქცეულ დაუსახლებელ პატარა კუნძულს – „არავის მიწას“ სახედაღარული მოხუცი გლეხი, შვილიშვილთან ერთად, ძველი ნავით მიადგება. ნაპირზე გადასვლისთანავე, კაცი მიწას გემოს უსინჯავს, თითებით სრესს და ტალახში ჩაფლულ მუნდშტუკს პოულობს. ვიღაცის დანატოვარს. გოგონას კი, საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად, ნაჭრის თოჯინა მიაქვს და

კუნძული მშვიდობისა და ომის საზღვარზე Read More »