დარტყმები და სარგებელი, რომელიც მოაქვს სიკვდილს

ბოლო პერიოდში, ქართულსა და მსოფლიო კინოში იგავის განახლებული ფორმების, იგავური თხრობისკენ მიბრუნების შემთხვევები იკვეთება. იქმნება ატმოსფერო, რომელიც პირობითობასა და ქვეტექსტებს ეფუძნება, შეიცავს მაყურებლისათვის განკუთვნილ გზავნილთა სისტემას და ავტორის მკაფიო პოზიციას ამჟღავნებს. მიანიშნებს, მაგრამ არ განმარტავს. აქვს სიმბოლოთა სისტემით გადმოცემული ფარული აზრი. არ ძალადობს მაყურებელზე და სათქმელის, მოვლენების პირადულად ახსნის პირობას, აღქმის, შეფასების, წაკითხვის სრულ თავისუფლებას …

დარტყმები და სარგებელი, რომელიც მოაქვს სიკვდილს წაკითხვა

თუ აჯობებ რეალობას

ჯერ თითქოს ყველაფერი ნაცნობია, თითქოს ბევრჯერ ნანახი და უკან ჩამოტოვებული. გადაბიჯებული და გავლილი, ან ჯობს, განვლილი იყოს. ჩნდება ბუნდოვანი და მკაფიო ასოციაციები და პარალელები – სხვა დროებთან – სხვა ფილმებთან, მათ სხვა შინაარსებთან, მათში – სხვა ადამიანებთან და მათ თავგადასავლებთან, მათ პრობლემებთან. მათი/სხვების ცხოვრების სხვა მონაკვეთებთან, ამბების სხვანაირ განვითარებასა და სხვაგვარ (ან/და მსგავს) დასასრულებთან.თუმცა ეს …

თუ აჯობებ რეალობას წაკითხვა

სადაც იშლება დროისა და სივრცის საზღვრები

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ინერციით არსებობს და უკანასკნელ დღეებს ითვლის ომგადატანილ, კვლავ საომარ მდგომარეობაში მყოფ და პოსტსაბჭოთა, დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში. შენობა გაპარტახებულია, როგორც მთელი ქვეყანა, თუმცა სტრატეგიულად ხელსაყრელი მდებარეობა აქვს. მის სივრცეში ხვდებიან ერთმანეთს მეცნიერთა ჯგუფი და ჯარისკაცები. მეცნიერები ყოფის ამაოებაზე მსჯელობენ, ხოლო ჯარისკაცებს ობიექტის დაკავება სურთ, კარსმომდგარი საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად. თითქოს უხილავი, უსახელო, მითური და, სინამდვილეში, …

სადაც იშლება დროისა და სივრცის საზღვრები წაკითხვა

ყველას გვიყურებს და გვხედავს ერთი და იგივე ცა

რამდენიმე წლის წინათ, ახალ ქართულ კინოში, მოულოდნელად, ახალი ხმა გაისმა. გამოჩნდა ახალი სახე – ალექსანდრე კობერიძე, რომელმაც მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმით „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ (საკუთარი სცენარით, საქართველოს Sakdoc Film-ისა და გერმანიის DFFB-ის კოპროდუქცია, ეროვნული კინოცენტრისა და სხვა ორგანიზაციების დაფინანსებით) სრულიად კინოსამყაროს ყურადღება დაიპყრო.ახალგაზრდა რეჟისორმა ფილმი (პირველ, 2017 წელს, ტელეფონზე გადაღებულ „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხულისგან“ …

ყველას გვიყურებს და გვხედავს ერთი და იგივე ცა წაკითხვა