ის სხვა არის
„ნამე“ (2017) თანამედროვე ქართული კინოში ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა. ამ ფილმმა იშვიათი გამოხმაურება და სიყვარული დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან. ის მოულოდნელი გაკვირვების საგნად იქცა ქართველი აუდიტორიისათვის. ეს კინოსურათი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ რა შეუძლია საინტერესო სცენარს, ამ სცენარის სწორ რეჟისურას და გადამღები ჯგუფის გულმოდგინებას. ზაზა ხალვაში, რომელიც ფილმის რეჟისორობასთან ერთად სცენარისტიცაა, მითიური ამბის თავისუფალ ადაპტაციას გვთავაზობს. …