რისი ეშინია მამას?

ოჯახში არსებული გაუცხოება ქართული კინოსათვის ნაცნობი თემაა. გურამ ბაქრაძის სტუდენტური ფილმი, “მამაც” (2014) ამ თემას ეხება. აღსანიშნავია, რომ რეჟისორმა ეს პრობლემა ლაკონურად, თანმიმდევრობითა და ბევრი კითხვის ნიშნის გაჩენის გარეშე მოგვიყვა. ნამუშევარი დაცლილია უსარგებლო დეტალებისაგან და ყურადღება მხოლოდ იმ მომენტებზეა გამახვილებული, რომლებიც კონკრეტული მიზნისთვის სჭირდებოდა რეჟისორს. ფილმში სულ სამი მთავარი პერსონაჟია, ქართული საზოგადოების ტიპურ სახეებს რომ …

რისი ეშინია მამას? წაკითხვა

მიბაძვა – დამხმარე საშუალება ან ხელისშემშლელი ფაქტორი

თანამედროვე საავტორო კინოში გვხვდება რამდენიმე სპეციფიკური ნიშანი, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორებიც მიმართავენ და ხშირად ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ფილმს ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ შეიქმნა კონკრეტული სტანდარტი და ეს სტანდარტი „აუცილებლად“ გასათვალისწინებელია. ამდენად, ხშირადაა ფილმებში მიბაძვა. ერთი მხრივ, მიბაძვა შესწავლის და განვითარების პროცესია, ხოლო მეორე მხრივ, ის რეჟისორისთვის, განსაკუთრებით კი დამწყები რეჟისორისთვის, ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება. …

მიბაძვა – დამხმარე საშუალება ან ხელისშემშლელი ფაქტორი წაკითხვა

პირველი გამარჯვება

2020 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად საფეხბურთო კლუბმა მოახერხა უეფას ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვედრა. ეს შეძლო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთი“. აღნიშნული მოვლენა საქვეყნო ყურადღებისა და სიხარულის მიზეზი გახდა. ელენე და ნატალია ადამაშვილები თავიანთ სტუდენტურ დოკუმენტურ ფილმში „ლანჩხუთი“ სამი წლის შემდეგ“ (2023) წარმოგვიდგენენ ამ კლუბის ცხოვრებას სამი წლის შემდეგ. ამასთანავე, ამ კინოსურათში ნაჩვენებია ფეხბურთელების …

პირველი გამარჯვება წაკითხვა

ღრმად დამალული იდეა თუ იდეის უქონლობა?

„ნისლის ფარდა“ (2019) თინათინ ემირიძის მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმია. როცა საქმე ამგვარ ნამუშევარს ეხება, ზოგ საკითხში რეჟისორს რიგ შეცდომებს პატიობენ, რადგან დროთა განმავლობაში პროფესიული გამოცდილება თავისას შვება და მისი მომდევნო ნამუშევრებიც ნელ-ნელა იხვეწება, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ამ კონკრეტულ ფილმში თვალშისაცემ პრობლემებად იკვეთება. კინოს ყველა სახეობას თავისი მკვეთრად განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მათ შორის, დოკუმენტურ კინოსაც. მასში …

ღრმად დამალული იდეა თუ იდეის უქონლობა? წაკითხვა

ჩვენთვის და მხოლოდ ჩვენთვის

ნიკოლოზ გაბუნიას სტუდენტური ფილმი, „სამშობლოსთვის და სტალინისთვის” (2019) აღწერს ერთ დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც საკვანძო ფიგურა არის მთავარი პერსონაჟის ბაბუის ფეხი. ის ერთგვარი ატრიბუტია რეჟისორისთვის, რათა ორი სამყარო, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი და თანამედროვე საქართველო ან საზოგადოება დაუპირისპიროს ერთმანეთს. ფილმში არ იკვეთება რაიმე მორალისტური, „ჭკუის სასწავლებელი“ გაკვეთილი. ნიკოლოზ გაბუნია უბრალოდ ასახავს მოვლენებს, ნეიტრალურობას ირჩევს, არ …

ჩვენთვის და მხოლოდ ჩვენთვის წაკითხვა

ტექნიკას შეწირული შინაარსი

კოტე ჩაბაკაურის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმს, „სათამაშო ცხენი“ (2019) ჰყავს სამი პერსონაჟი: გიორგი (თედო ბექაური), დედა (ნინო კვიტატიანი) და ქეთო (ქეთი ჩხარტიშვილი). რეჟისორი აღწერს მთავარი გმირის, გიორგის ცხოვრების ერთ ნაწილს, რომელიც, შესაძლოა, ამ პერსონაჟის რუტინის გარდამტეხ მომენტადაც იყოს მიჩნეული. გიორგი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ადამიანია. იგი ყოველ დილით მიდის სამსახურში, სადურგლოში, საღამოს ბრუნდება შინ და ასე …

ტექნიკას შეწირული შინაარსი წაკითხვა