მოგზაურობა სიბნელეში
„ბოროტმოქმედი“ – ასე ჰქვია დიმიტრი მამულიას ფილმს, რომელიც გადაღებულია 2019 წელს. რეჟისორი სათაურით უკვე ქმნის განწყობას და მოლოდინს. მთავარი გმირი ავტორის მიერ იდენტიფიცირებული და შერაცხულია ბოროტმოქმედად. კეთილისა და ბოროტის ჭიდილში მხარე გარკვეულია. მაყურებელმა წინასწარ იცის, ვისთან ექნება საქმე. ბოროტებასთან შესახვედრად მას დიდხანს ლოდინი არ უწევს. ფილმი იწყება მკვლელობის ეპიზოდით, რომლის მოწმეც მთავარი გმირი გიორგი …