მოგზაურობა სიბნელეში

  „ბოროტმოქმედი“ – ასე ჰქვია დიმიტრი მამულიას ფილმს, რომელიც გადაღებულია 2019 წელს. რეჟისორი სათაურით უკვე ქმნის განწყობას და მოლოდინს. მთავარი გმირი ავტორის მიერ იდენტიფიცირებული და შერაცხულია ბოროტმოქმედად. კეთილისა და ბოროტის ჭიდილში მხარე გარკვეულია. მაყურებელმა წინასწარ იცის, ვისთან ექნება საქმე. ბოროტებასთან შესახვედრად მას დიდხანს ლოდინი არ უწევს. ფილმი იწყება მკვლელობის ეპიზოდით, რომლის მოწმეც მთავარი გმირი გიორგი …

მოგზაურობა სიბნელეში წაკითხვა

კონკრეტული დრო და მთელი სიცოცხლე

რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს პანდემიისას, მკაცრი შეზღუდვის პირობებში? ყველაზე ნაკლები ალბათობით, შესაძლოა, ფილმი გადაიღოს. გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი „10:45“ (2021) კინოკომპანია „სიბლერ ფილმის“ შემოქმედებითმა გუნდმა სწორედ პანდემიის დროს გადაიღო. უფრო მეტიც – შეიძლება ითქვას, რომ პანდემია გახდა მოტივატორიც, ინსპირატორიც და მოქმედების ადგილის განმსაზღვრელიც. ეს ნამუშევარი პროდუქტია იმ პერიოდისა, როდესაც მილიარდობით ადამიანი საკუთარ რამდენიმე ათეულ კვადრატულ …

კონკრეტული დრო და მთელი სიცოცხლე წაკითხვა

მამა „უმამობის“ ხანაში

დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „მამა“ (2015) ამ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. მსგავსი (ან დაახლოებითი) სახელწოდებით მსოფლიოში, ალბათ, ათობით ფილმი გადაღებულა. მამობა ან უმამობა ბევრი ნაწარმოების მთავარი სათქმელია. ასეთი მთავარი სათქმელით შემოვიდა კინოში დავით ფირცხალავაც. თან იმდენად საინტერესოდ, რომ 2015 წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჟიურიმ მისი ფილმი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა და პრიზიც გადასცა. ფილმს „მამა“ კი ქვია, მაგრამ, …

მამა „უმამობის“ ხანაში წაკითხვა