იქ, სადაც მზე სხვანაირად ამოდის

მთების მიყრუებულ წიაღში დრო თითქოს ჩერდება და თითოეული წამი საუკუნეს ემსგავსება. სადღაც ცხრა მთას იქით, ადამიანების ყოფა აღარ ექვემდებარება თანამედროვე რიტმს. ისინი ცოცხლობენ ისე, როგორც ზღაპრებში ცხოვრობენ გმირები: დუმილში, რიტუალებსა და იდუმალებაში. ლევან თუთბერიძის ფილმი, „ცხრა მთას იქით“ (2015) სწორედ ამ სივრცეში გვამოგზაურებს ისეთ საქართველოში, სადაც რეალობა მითოლოგიაში იბლანდება და ყოველი კადრი უხილავი მნიშვნელობებით ივსება. …

იქ, სადაც მზე სხვანაირად ამოდის წაკითხვა

ვითარცა ბავშვები

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“(მათე18.3). სახარების ამ ნაწილს უკითხავს თავის მრევლს გერმანული ლუთერანული ეკლესიის – კირხეს მოძღვარი, მღვდელი ფრიდრიხი. უკრაინაში, ოდესასთან ახლოს მცხოვრები გერმანელი კოლონისტების აშენებულია ეს კირხეც და ეს სოფელიც, ისევე, როგორც ბევრი დასახლება მის გარშემო: გროსლიბენტალი, ჰიბელდორფი, მანჰაიმი…  „ვერ შევარჩიეთ საცხოვრებლად კარგი ქვეყანა“ …

ვითარცა ბავშვები წაკითხვა

დიდების რიდით სავსე ხიბლი

ჭადრაკის, არა როგორც სპორტის სახეობის, არამედ როგორც თავისთავად არსებული ინტელექტუალური რესურსის მაჩვენებლის კვლევა ერთია, მასთან დაკავშირებული ადამიანების პერსონალური პორტრეტების ძიება და ჩვენი ქვეყნის საჭადრაკო ფენომენად ქცევის ისტორია კი სხვა მოვლენაა დღევანდელ სამყაროში. დღეს ყოველი მხრიდან ვაწყდებით და აღვიქვამთ რეალობას, სადაც გამონათქვამი „ავტორიტეტების მსხვრევა“, პრიმიტიულ თვითმიზნად არის გამოცხადებული.  საჭადრაკო ფენომენად ქცეულ ქვეყანაში, სადაც ქალები ათწლეულების მანძილზე …

დიდების რიდით სავსე ხიბლი წაკითხვა

ის სხვა არის

„ნამე“ (2017) თანამედროვე ქართული კინოში ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა. ამ ფილმმა იშვიათი გამოხმაურება და სიყვარული დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან. ის მოულოდნელი გაკვირვების საგნად იქცა ქართველი აუდიტორიისათვის. ეს კინოსურათი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ რა შეუძლია საინტერესო სცენარს, ამ სცენარის სწორ რეჟისურას და გადამღები ჯგუფის გულმოდგინებას. ზაზა ხალვაში, რომელიც ფილმის რეჟისორობასთან ერთად სცენარისტიცაა, მითიური ამბის თავისუფალ ადაპტაციას გვთავაზობს. …

ის სხვა არის წაკითხვა

გვახსოვს

დრამატული სიუჟეტური განაცხადების კვალდაკვალ, ქართული კინოს უახლეს პერიოდში, შეინიშნება სწორედ დრამატურგიული სისავსის პრობლემა, რაც რამდენიმე ტიპის მიზეზით შეიძლება აიხსნას: სათქმელისა და მხატვრული ხედვის ერთიანობის თანხვედრის არარსებობა; ის, რაც ხმოვანებას რეალობის განცდას უკარგავს; ის, რაც თავისთავად განვითარებად თხრობას უშლის ხელს – მსახიობისა და რეჟისორის ამოცანათა შორის, უცებ აღმოჩენილი, ნაკლებად ორგანული მეტაფორები. „მემენტო მორი“ (2022) გიორგი ქადაგიძის …

გვახსოვს წაკითხვა

ამბავი მამათა და შვილთა

„მამაშენს ალცჰაიმერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოუვლის. არც კი ახსოვს, რომ მისი შვილი ხარ…“ – ეუბნებიან ნადერს, ასღარ ფარჰადის სულისშემძვრელი დრამის, „ოსკაროსანი“ ირანული ფილმის, „განქორწინება“ (2011) მთავარ პერსონაჟს. მამაკაცი, რომელიც ავადმყოფ მამას არ ტოვებს და მისი ბანაობისას ბავშვივით ტირის, ასე პასუხობს: „მე ხომ მახსოვს, რომ მამაჩემია…“ . არაა გამორიცხული, რომ ათასში ერთხელ ნადერს შეიძლება …

ამბავი მამათა და შვილთა წაკითხვა

ჩაპლინი ქართულად

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოს შექმნის პროცესში? სცენარი, რეჟისურა, ვიზუალური გადაწყვეტა, მუსიკალური გაფორმება თუ სამსახიობო შესრულება? თითოეულ ამ კომპონენტს საკუთარი მნიშვნელობა და წონა აქვს, მაგრამ მათი სინთეზი, მათი შერწყმა ქმნის ნამუშევარს, რომელსაც კინოხელოვნებას ვუწოდებთ. კინოს სამყაროში არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი. ყველა ელემენტი მნიშვნელოვანია, დაწყებული კადრის კომპოზიციიდან, დამთავრებული პერსონაჟის მიერ სცენაში თვალის ერთი მოძრაობით. სწორედ ამიტომაა …

ჩაპლინი ქართულად წაკითხვა

მომავალ შეხვედრამდე

დრო სწრაფად გადის და ყველაფერს ნელ-ნელა ანადგურებს. ის მატარებელს ჰგავს, რომელსაც უკან უნდა გამოეკიდო. ვინც ვერ დაეწევა, იკარგება და ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს. ხელოვანი ადამიანებისთვის ეს ტემპი უფრო სწრაფია. ისინი მუდამ ცდილობენ, სიახლე მოძებნონ და კვლავ დააინტერესონ საზოგადოება. რა ხდება მაშინ, როცა ცხოვრება სურვილების მიხედვით არ გრძელდება და როცა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა წყდება? გადარჩენის რამდენიმე …

მომავალ შეხვედრამდე წაკითხვა

თვითგამოხატვა თუ ზღვარს გაცდენილი ხელოვნება

თანამედროვე კინოში დიდი პოპულარობით სარგებლობს დამოუკიდებელი კინო, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართველი კინორეჟისორებიც ცდილობენ, არ ჩამორჩნენ ამ ტენდენციას და ერთმანეთის მიყოლებით ქმნიან ექსტრავაგანტულ ნამუშევრებს. ამის მაგალითად გამოდგება გიგა ლიკლიკაძის ფილმი, „ღორი“ (2019), რომელმაც გამოიწვია დიდი გამოხმაურება. მაყურებლების უმრავლესობამ ის უარყოფითად შეაფასა, თუმცა აღმოჩდნენ ისეთი კინოკრიტიკოსები, რომლებმაც მასში რაღაც ამოუცნობი და ღრმა დაინახეს, რითაც ფილმს …

თვითგამოხატვა თუ ზღვარს გაცდენილი ხელოვნება წაკითხვა

სიყვარულის ეპიტაფია: სიყვარულის შეუძლებლობა, როგორც თანამედროვე ეპოქის ტრაგედია

ადამიანები სიყვარულის დეფიციტს განიცდიან. ისინი მთელ სიცოცხლეს მეორე ნახევრის ძიებაში ატარებენ – ხან პოულობენ მას, ხან ვერა. როდესაც ურთიერთობა ჩიხში შედის, საკუთარ თავში დამნაშავის ძიების პროცესი იწყება, მაგრამ ურთიერთობის დანგრევაში იშვიათად არის მხოლოდ ერთი მხარე დამნაშავე. პრობლემა ისაა, რომ შეცდომები ხშირად არ სწორდება – ისინი მხოლოდ მეორდება, ეს კი ახალ ურთიერთობებზეც აისახება და წრეზე დაუსრულებელი …

სიყვარულის ეპიტაფია: სიყვარულის შეუძლებლობა, როგორც თანამედროვე ეპოქის ტრაგედია წაკითხვა