მისიონერები ნეონის ჯვრებით

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ შოულობენ მას. ჯვრის სიმბოლო ამ საქმისთვის ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული და საუკეთესო გზაა ამ მიზნის მისაღწევად. ეს უძველესი სიმბოლო ადამიანისთვის გზის გამკვლევი იყო, რომელიც დედამიწის ოთხ ძირითად წერტილს ასახავდა. შემდგომში ის დროებით სიკვდილმისჯილთა მთავარი „ეშაფოტი“ გახდა, რამაც გამოიწვია მესამე და უმთავრესი რელიგიური დატვირთვა. ქრისტეს ჯვარცმამ, შეიძლება […]

მისიონერები ნეონის ჯვრებით Read More »

გაზაფხული ახალი წლის ღამეს

ნოსტალგია არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და თბილი განცდა, რამაც შეიძლება ყველა  ყოფითი პრობლემა რამდენიმე ხნით გვერდზე გადაგადებინოს და ტკბილ-მწარე მოგონებებში ჩაგძიროს. წარსულში განცდილი შეგრძნებები და „კადრები“ ერთიანად ამოტივტივდება ხოლმე რეტრო სიმღერის მოსმენისას, სადღაც რომელიმე ძველი ქუჩის კუთხეში, სახლის კედლებისა თუ აივნების ხილვისას, ვისიმე ხმის ინტონაციის გაგონებისას, განსაკუთრებით კი, ნაცნობი ან ერთ დროს ძალიან ცნობილ ადამიანებთან

გაზაფხული ახალი წლის ღამეს Read More »

წარსულისა და აწმყოს უცნაური შეხვედრა

ადამიანს იზიდავს, რაც რეალობას მიღმაა, იდუმალია და ამოუხსნელია და ის ისწრაფვის თვალხილული გახდეს, მზერა გამჭოლად აქციოს და დაინახოს, რასაც „შეუიარაღებელი“ თვალი ვერ ხედავს. კაცობრიობის მეხსიერება ბევრ ინფორმაციას ინახავს, რაც თაობებს გადაეცემა. ხსოვნა ცნობიერებას აყალიბებს. წარსულის ექო აღწევს დღემდე და თანამედროვეობაზე მოქმედებს. ამგვარი „ცოდნით“ აღჭურვილი, მოაზროვნე ადამიანი ძიებას, პირველ რიგში, საკუთარ თავში იწყებს (საიდან მოვედით? ვინ

წარსულისა და აწმყოს უცნაური შეხვედრა Read More »

ამბავი, რომელიც იკითხება, ჩანს და ისმის

XX საუკუნის 20-იან წლებში, სოციალისტური ცენზურა და იდეოლოგია დროდადრო უცნაური დათმობით მოქმედებდა ავანგარდული ფორმის ავტორების მიმართ. უკვე არსებობდა ბოლშევიკური მიუღებლობის ისტერიაც, რომელმაც საბოლოოდ 1930-იან წლებში შექმნა არარსებული ფაქტების ცენზურა. იგივე, თუმცა ბევრად უფრო პირდაპირი, არანაკლებ უვიცი ლექსიკითა და უცოდინარობის განცდით გამოირჩეოდა გერმანული ნაციზმის მიერ, განსხვავებული და ფილოსოფიასთან, რწმენით და სხვა ღირებულებებთან ახლოს მდგარი მწერლებისა თუ

ამბავი, რომელიც იკითხება, ჩანს და ისმის Read More »

გაუსროლელი ტყვია

ქართული მოკლემეტრაჟიანი კინო ხშირად ახერხებს იმაზე მეტის თქმას, ვიდრე დიდი ბიუჯეტისა და ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ფილმები. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთია საკმარისი იმისთვის, რომ მაყურებელი ფიქრებში ჩაძირო. ისეთ კითხვებზე დააფიქრო, რომლებზეც პასუხი მარტივად არ არსებობს. სწორედ ასეთია გიორგი უბილავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გისოსებს მიღმა“ (2023). ეს არ არის უბრალოდ შურისძიებაზე გადაღებული ფილმი. სინამდვილეში, ესაა ამბავი ადამიანებზე, რომლებმაც წლები

გაუსროლელი ტყვია Read More »

გამარჯობა, ჯაყო!..

ქართული კლასიკა, ეროვნული ლიტერატურა გადატანილი სცენასა და, გამორჩეულად, ეკრანზე – ბუნებრივად იწვევს საზოგადოების ინტერესსა და ყურადღებას იზიდავს. ეს ტრადიცია არ დარღვეულა, როდესაც დათო ჯანელიძემ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გადაიღო 2009 წელს. ფილმი – რომანის მოტივებზე, თავისი და ვაჟა გიგაშვილის სცენარით. პირველად ქართულ კინოში. დათო ჯანელიძემ ჯაყოს ხიზნების „ხიზნობის“ იდეა, ალეგორიული ფორმით, ადრეც გამოიყენა, „ჯაყოს ხიზნების“

გამარჯობა, ჯაყო!.. Read More »

ორი ძმის საპირისპირო არჩევანი ემიგრაციის სიბნელეში

როცა ადამიანი სამშობლოს ტოვებს, ხშირად ჰგონია, რომ მხოლოდ ქვეყანას იცვლის, მაგრამ სინამდვილეში ბევრად მეტს კარგავს – ბავშვობას, სიმშვიდეს, საკუთარ გარემოს, ზოგჯერ კი საკუთარ თავსაც. ემიგრაცია მხოლოდ სხვა ქვეყანაში გადასვლა არ არის. ეს არის მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის, უცხო გარემოში საკუთარი ადგილის ძებნა და ყოველდღიური მცდელობა, რათა ადამიანმა ღირსება შეინარჩუნოს. განსაკუთრებით რთულია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც სიღარიბე,

ორი ძმის საპირისპირო არჩევანი ემიგრაციის სიბნელეში Read More »

სიჩუმე შტორმის შემდეგ

ზამთარში ქალაქი ნაცრისფერია. ხმაურიანი ქუჩები სიცარიელის განცდას ტოვებს, განათებული ფანჯრების მიღმა კი ადამიანები მარტოობას უფრო მძაფრად გრძნობენ. ახალი წელი ბევრისთვის ახალი დასაწყისია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს უბრალოდ მორიგი მძიმე ღამეა. სწორედ ამ სევდიან ატმოსფეროს ასახავს რეზო გიგინეიშვილის ფილმი, „ლირიკა“ (2026). მთავარი გმირი, მიშა (მიშა მესხი) ყველას ეცოდება გაფლანგული ნიჭის გამო, მაგრამ მას ეს სიბრალული

სიჩუმე შტორმის შემდეგ Read More »

ორი ცხოვრება, ერთი რეალობა

თანამედროვე კინოში სულ უფრო იშვიათად გვხვდება ნამუშევრები, რომლებიც არა მხოლოდ ამბავს ყვებიან, არამედ მაყურებელს რეალურ პრობლემებთან პირისპირ აყენებენ. მევლუდ საბაშვილის ფილმი, „გამყოფი ხაზი“ (2025) სწორედ ასეთ ნამუშევართა რიგს მიეკუთვნება. ის ეხება თემას, რომელიც მტკივნეულია, აქტუალური და ხშირად მიჩქმალული. ოჯახური ძალადობა, როგორც სოციალური და პიროვნული ტრაგედია, აქ არ არის მხოლოდ სიუჟეტური ხაზი, ის არის რეალობა, რომელიც

ორი ცხოვრება, ერთი რეალობა Read More »

კიაროსკურო – ნათელი და ბნელი

კინო კინოში მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესოა, მით უფრო, როცა მთავარი პერსონაჟი თავად რეჟისორია, როცა რეალობა და ილუზია მჭიდროდ არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ერთმანეთს ხსნის და უფრო ღრმად გვახედებს პერსონაჟის სულის სიღრმეებში, ვიდრე ეს სიტყვას შეუძლია. სწორედ ასეთი შემთხვევაა ალეკო ცაბაძის ფილმი, „კიაროსკურო“ (2025). ფილმი ყოველგვარი პროლოგის გარეშე იწყება. მაყურებელი უსიამოვნო ოჯახური სცენის მოწმე ხდება პატარა ბიჭის, დედამისისა

კიაროსკურო – ნათელი და ბნელი Read More »