სევდიანია დრო აღლუმთან ერთად
ქართული კინოს ტრადიცია თემატურად თუ მეორდება და მხატვრულ-თემატურ ინტერპრეტაციებს საინტერესოდ თუ განავითარებს, მაშინ ეს ყველაზე ნათლად და ცხადად ადამიანის მიერ საკუთარი თავის ძიების, უფუნქციობის, ან შემგუებლობის და სულიერი კრიზისის ვერსიებს ეხება – მათ, რომელნიც სათავეს სამოციანელთა მიერ ინტერპრეტირებულ თემებში იღებენ და შემდეგ ათწლეულების მანძილზე სხვადასხვაგვარ გამოვლინებას პოულობენ – 1980-1990-იან, 2000-იან და უახლესი პერიოდის ქართულ კინოში. …