დროში დაკარგული გმირი

„გამარჯობა ქალბატონო, რამე ვაკანსია ხომ არ გაქვთ?“ – ისმის კადრსმიღმა ხმა ჯერ კიდევ შავი ეკრანისა და ტიტრების ფონზე – ასე იწყებს რეჟისორი კეკო ჭელიძე თავისი ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირის გაცნობას მაყურებლისთვის. სადღაც მეოთხე წუთზე შემოდის მუსიკა და უკვე გარკვევით ჩანს თავად გმირიც – გზაჯვარედინზე მდგომი პატარა გამხდარი კაცი, დიდი გიტარით ხელში, რომელსაც …

დროში დაკარგული გმირი წაკითხვა

დედა და ავბედითი ორომტრიალი

ლანა ღოღობერიძეს 60 წელზე მეტია ქართულ კინოში გამორჩეული ადგილი უკავია. მისი შემოქმედების დასაწყისიდანვე, პირველ მხატვრულ ფილმში, „ერთი ცის ქვეშ“ გამოიკვეთა ქალთა ბედით, მათი პრობლემებით დაინტერესება, რაც მთელი მისი შემოქმედების თანმდევია, მაგრამ ამ თემის რეფლექსია კონცეტრირდება ტოტალიტარული ქვეყნის ავბედით დრამატულ თარიღზე – 1937 წელზე, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის გამორჩეული, მოაზროვნე, შემოქმედი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების უდიდესი …

დედა და ავბედითი ორომტრიალი წაკითხვა

დეუს ექს მახინას ძიებაში

მიუხედავად იმისა, რომ მარქსიზმი თავისი არსით გამორიცხავს, საზოგადოდ, რელიგიურ რწმენას და ეკლესიისადმი მტრულადაა განწყობილი, იგი სწორედ ფუნდამენტური რელიგიურობის სუროგატულ ფუნქციურ როლს ითავსებს, განსაკუთრებით, ქრისტიანობასთან მიმართებაში. ზოგი რელიგიათმცოდნე მარქსიზმს მსოფლიო რელიგიათა რიცხვს მიაკუთვნებს.ცნობილი ფრანგი კინოკრიტიკოსი და თეორეტიკოსი, ანდრე ბაზენი ერთ-ერთ სტატიაში, „სტალინის მითი საბჭოთა კინოში’’ მსჯელობს, თუ როგორ აისახა სტალინის იდეალისტური სახე კინემატოგრაფში, თუ როგორაა საბჭოთა …

დეუს ექს მახინას ძიებაში წაკითხვა

მოწყალე ღმერთი ერთია

„არსებობს სამი ტიპის აზროვნება: მეცნიერული, რელიგიური და პოეტური. მითები, ჩემი თვალსაზრისით, მოიცავს აზროვნების სამივე ასპექტს. აქედან გამომდინარე, მითოლოგიური აზროვნების მოდელი, სამყაროს შეცნობის უნივერსალური ფორმაა“ – ამ ციტატას ერთ-ერთი პერსონაჟი კითხულობს ფილმში „ნამე“ (2017) და სრულად გასაგებს ხდის ფილმის მხატვრული ენის თავისებურებას. რეჟისორი ზაზა ხალვაში თავის ნამუშევარში სამყაროს შეცნობის სამივე ტიპს აერთიანებს. რელიგია შემოდის რწმენის კატეგორიით, …

მოწყალე ღმერთი ერთია წაკითხვა

ლიზას გზა

30 წელი გავიდა სოხუმის დაცემიდან. არ არის პატარა დრო. შეიძლება ისტორიისათვის არის, მაგრამ არა – ცხოვრებისათვის, არც ხელოვნებისათვის. ჭრილობა ისევ ღიაა, ტკივილი ისევ ცოცხალია.კინოშიც არ დახურულა ეს თემა. დროდადრო ჩნდება ფილმები. ზოგი კარგი, ზოგიც – ნაკლებად სხვადასხვა გზავნილებით: „ეს მიწა ჩვენია“, „ჩვენ გვტკივა“, „ჩვენ უსამართლოდ მოგვექცნენ“, „ჩვენ დავბრუნდებით“, „ჩვენ მესამე ძალამ გვაჩხუბა“, „ჩვენ ძმები ვართ“, …

ლიზას გზა წაკითხვა

ყველას გვიყურებს და გვხედავს ერთი და იგივე ცა

რამდენიმე წლის წინათ, ახალ ქართულ კინოში, მოულოდნელად, ახალი ხმა გაისმა. გამოჩნდა ახალი სახე – ალექსანდრე კობერიძე, რომელმაც მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმით „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ (საკუთარი სცენარით, საქართველოს Sakdoc Film-ისა და გერმანიის DFFB-ის კოპროდუქცია, ეროვნული კინოცენტრისა და სხვა ორგანიზაციების დაფინანსებით) სრულიად კინოსამყაროს ყურადღება დაიპყრო.ახალგაზრდა რეჟისორმა ფილმი (პირველ, 2017 წელს, ტელეფონზე გადაღებულ „ნეტავ აღარასდროს მოვიდეს ზაფხულისგან“ …

ყველას გვიყურებს და გვხედავს ერთი და იგივე ცა წაკითხვა