მითი, როგორც რეალობასთან შეჯახება

მითოლოგიური სიმბოლოების გამოყენება მსოფლიო კინოში ნამდვილად არ არის ახალი. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართულ კინოშიც მოიძებნება რამდენიმე მსგავსი ნიმუში. ერთ-ერთი მათგანია სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გუშაგები“ (2021), რომელიც ამ საკითხს განსხვავებული კუთხით განიხილავს. ქართული მრავალფეროვანი მითოლოგიური პერსონაჟები თემის მრავალმხრივ წარმოჩენის საშუალებას იძლევიან. ყველა კუთხეს ხომ თავის სიმბოლო ჰყავს: მთიანეთში – ფუძის ანგელოზი, იახსარი, ჭინკა, მეგრულში – …

მითი, როგორც რეალობასთან შეჯახება წაკითხვა

პეპლები ჩვენ ვართ…

ნანა ჯორჯაძე პირველი პროფესიით არქიტექტორია. მან იმუშავა კიდეც ამ სფეროში, მაგრამ ხელოვნის მრავალმხრივობამ კინოს მიანიჭა უპირატესობა, ქართულ კინოს კი ნამდვილად გაუმართლა, რომ მას შემოემატა ყველასაგან განსხვავებული შემოქმედი. მისი ფილმები მოულოდნელობით, გულწრფელობით, სითამამითაა გამორჩეული. მან არამარტო სრულიად სხვა კინოენა შემოიტანა, არამედ ქართულ კინოს მრავალი ჯილდოც მოუტანა, მათ შორის ორი პირველად: 1987 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი …

პეპლები ჩვენ ვართ… წაკითხვა

შემოდგომის რომანი

როდესაც ფილმის პირველწყარო ლიტერატურაა, თანაც სულ ახალი და ძალიან პოპულარული, ბუნებრივია, ვერ აცდები შედარებებს და შემიძლია თავიდანვე ვთქვა, ამ შედარებისას ელენე ნავერიანის ფილმი, „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (2023) წაგებული არ გამოდის. სიმართლე ვთქვა, არ ვარ თამთა მელაშვილის რომანის თავგადაკლული მოტრფიალე. ბევრი რამ მასში ზედმეტად გათვლილი, აქტუალური ტენდენციებისა და მოდური მოსაზრებების ილუსტრაციად მეჩვენა. თუმცა როცა მისი ეკრანიზების …

შემოდგომის რომანი წაკითხვა

არარეალურად რეალური

ყველა იმაზე ქმნის ნაწარმოებს, რაც იცის და განუცდია და არ აქვს მნიშვნელობა სიუჟეტს. რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რუსუდან გლურჯიძის ფილმი, „სხვისი სახლი“ (2016) არც აფხაზეთსა და მის კონფლიქტზე და არც აფხაზებზეა. ეს ფილმი ავტორის პირად განცდებზეა, იმ შეგრძნებაზე, რომელსაც შენი გარემოს შეცვლა იწვევს, როცა ხალისიანი და ნათელი, შენი მშობლიური ქალაქი ფერებს დაკარგავს, ინსტიტუტში მიმავალ სტუდენტს ყურთან …

არარეალურად რეალური წაკითხვა

გადაარჩინეთ ჩვენი სულები

ქართული კინო რომ ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია და რომ ახალ განზომილებებში არსებობს, ბოლო წლებში გადაღებულ არცთუ ბევრიდან, რამდენიმე ფილმი გვარწმუნებს. რა თქმა უნდა, მეტიც შეიძლებოდა, მაგრამ სურვილსა და რეალობას ილუზიებით ვერ შევცვლით. საიმედო „ამოვარდნები“ კი, ახალი თაობის რეჟისორების (ნაწილის) – არაბანალური, დაუშტამპავი, თავისუფალი აზროვნებისა და ხედვის ნიშნად შეიძლება მივიღოთ. ასეთი „დამრღვევი“ აღმოჩნდა კოტე კალანდაძის ფილმი, …

გადაარჩინეთ ჩვენი სულები წაკითხვა

არაფერი არაფრისათვის

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე რამდენიმე, საკმაოდ კარგი დოკუმენტური ფილმი გავიდა. ჟიურის გადაწყვეტილებით სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული გახდა გიორგი ფარქოსაძის კინოსურათი, „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“ (2023). არ დავმალავ, რომ ასეთი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დავრჩი. ამ კინოსურათის ხანგრძლივობა 74 წუთია, თუმცა მისმა რეჟისორმა არ დაიშურა ნიჭი და ძალისხმევა, რომ ეს დრო ჯოჯოხეთურად გრძელი და უინტერესო ყოფილიყო. ფილმი …

არაფერი არაფრისათვის წაკითხვა

ამოისუნთქეთ სიკეთისათვის

დიტო ცინცაძე თანამედროვე ქართული კინოს (მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ცხოვრობს, საქართველოშიც იღებს ფილმებს) ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორია. მის ყოველ ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ხვდებიან კინემატოგრაფისტებიცა და კინოსმოყვარულებიც. მისთვის ეტაპობრივი, ძალიან წარმატებული აღმოჩნდა 1993 წელს გადაღებული ფილმი „ზღვარზე“, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო კინოდათვალიერებაზე მიიწვიეს. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ეს კინოსურათი საუკეთესო რეჟისურისთვის „ვერცხლის ლეოპარდით“ დაჯილდოვდა, ხოლო საქართველოში გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე …

ამოისუნთქეთ სიკეთისათვის წაკითხვა

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ…

დროთა და ყველა სხვა კავშირი დაირღვა, თუმცა მათი შეკვრა მას არ არგუნა წყეულმა ბედმა. „ჟანრის კანონებიც“ დარღვეულია და ამბავიც სხვა სქემაში ექცევა. დაირღვა არა მხოლოდ ყველა კავშირი, არამედ მოჩვენებითი მყარი ნიადაგიც მოირყა, ყველაფერი მოიცელა; ქვეყანაში, რომელიც თავისუფლებასა და ნათელ მომავალზე ოცნებობდა, ნელ-ნელა სიკვდილის სურნელი დატრიალდა. XX საუკუნის ბოლოს, საბრძოლო ნაღმებთან ერთად არა ერთი სხვა – …

მე კარგად ვიცი, ვინა ვარ, რა ვარ… წაკითხვა

საზღვრებს მიღმა

აზარტული თამაშები თავს აკარგვინებს ადამიანს. ის აჩრდილივით უკან დასდევს მას და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ნარკოტიკივით არის, ერთხელ თუ გასინჯე და მიეჩვიე, მერე გადაჩვევა შეუძლებელია. ლევან კოღუაშვილის ფილმი, „მეოთხე ბრაიტონი“ (2021) გადარჩენისათვის ბრძოლას ჰგავს. თითოეული პერსონაჟი ცხოვრებისა და მისი სირთულეების წინაშე გამართულ რინგზეა, იბრძვის და ცდილობს, თავი გადაირჩინოს. რიგ შემთხვევაში იმარჯვებს, მაგრამ უფრო ხშირად მარცხდება. …

საზღვრებს მიღმა წაკითხვა

მოგონებათა ლაბირინთში დაკარგულები

„სამოციანელები“ ეწოდება რეჟისორთა ერთ თაობას, რომლის წარმომადგენლებმაც ყველაზე მეტად მოახერხეს დაპირისპირებოდნენ „მამებს“ თავიანთი ეროვნული, დემოკრატიული ღირებულებებით, თავისუფლებისაკენ სწრაფვითა და ინდივიდუალიზმით. ფაქტობრივად, ქართული კინოს განვითარების შემდგომ ეტაპებზე ვერც ერთმა თაობამ ვერ მოახერხა მათი ჩანაცვლება, მათთან დაპირისპირება, პირიქით, სწორედ „სამოციანელების“ ხელოვნებამ „ასაზრდოვა“ შემდეგი თაობების კინო. ლანა ღოღობერიძე იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საბჭოთა კავშირში არსებული ძლიერი ცენზურის …

მოგონებათა ლაბირინთში დაკარგულები წაკითხვა