ლამაზ კადრებში დაკარგული ამბავი

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მშობელზე ზრუნვა შვილისთვის უდიდესი გამოწვევაა, რომელიც ფიზიკურ თუ ემოციურ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს არის როლების ინვერსია, სადაც შვილი, რომელიც ბუნებრივად მშობლის მზრუნველობას უნდა გრძნობდეს, თავად კისრულობს მეურვის ფუნქციას. ასეთ დროს ყოველდღიურობა იქცევა რუტინულ მოვალეობათა უწყვეტ ჯაჭვად, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ დახმარებას, არამედ მუდმივ ემოციურ მხარდაჭერასაც. ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე სწორედ ემოციური […]

ლამაზ კადრებში დაკარგული ამბავი Read More »

ცოცხალი სიღარიბე

ხელოვნება ხშირად იქცევა ხოლმე იმ ხმად, რომელსაც საზოგადოება არ ან ვერ უსმენს. არსებობს თემები, რომლებზეც ხშირად რთული და მტკივნეულია საუბარი. სიღარიბე სწორედ ასეთი თემაა. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური ცნება, არამედ ღრმად ადამიანური ტრაგედია, რომელსაც შეუძლია პიროვნება ჩრდილში მოაქციოს, წაართვას სახე და მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემად აქციოს.  სწორედ ამ მძიმე რეალობას წარმოაჩენს ნათია შარმიაშვილის სტუდენტური ფილმი

ცოცხალი სიღარიბე Read More »

დაკარგული ცხოვრება

ოჯახის დანგრევა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და რთული გამოცდილება შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ეს არ არის, უბრალოდ, ურთიერთობის დასრულება, ეს არის ერთგვარი გლოვის პროცესი იმიტომ, რომ ადამიანი კარგავს არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ საერთო მომავალს, ოცნებებსა და ცხოვრების ჩვეულ სტილს. განშორებისას მას სიცარიელისა და უიმედობის განცდა ეუფლება. ასეთ დროს პირველი და ყველაზე მძაფრი ემოცია მწუხარებაა. ის ღრმა

დაკარგული ცხოვრება Read More »

რწმენის მოლოდინში

ადამიანური ფუნდამენტის მთავარი ქვაკუთხედი ურთიერთობებია. ეს ურთიერთობები ერთმანეთთან და შემდეგ საკუთარ თავთან გვაკავშირებს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გამოჩენილ ძვირფას ადამიანებს, სხვადასხვანაირად, განსაკუთრებული ადგილი უკავიათ ყველასათვის. და-ძმის ურთიერთობას ხშირად შეიძლება ბეწვის ხიდზე გადიოდეს. რთული წარმოსადგენი არაა, თუ რამდენად კომპლექსურია ურთერთობა, სადაც ერთ ჭერქვეშ, ერთ გარემოში, ერთ ოჯახში იზრდება ორი ადამინი და მხოლოდ ასეთ ცხოვრებას არიან მიჩვეული. მოულოდნელად,

რწმენის მოლოდინში Read More »

წარმოსახვებიდან გამოღვიძება

ხშირად ადამიანებს ფიქრების ზღვაში ჩაძირვა სჩვევიათ. თითქოს ეს თითოეული მათგანის თანდაყოლილი მახასიათებელია. ეს ზედმეტი ფიქრი კი საკუთარი შიშების, კომპლექსების ან თუნდაც შინაგანი სურვილებისგან შეიძლება იყოს განპირობებული. მათ აქვთ უნარი, შეიპყრონ ადამიანის გონება ნებისმიერ დროს ან ადგილას და სწორედ აქ იწყება შიშებთან შეხვედრაც – მაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის არა რეალურ პრობლემას, არამედ იმ ვერსიას, რომელიც საკუთარ

წარმოსახვებიდან გამოღვიძება Read More »

ზაფხულის ზარხუფი

ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი თავის 1982 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში, „გვამი“ წერდა: „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოუთქმელიცაა. ამგვარი აზრის თუ განცდის გამჟღავნებას ვერიდებით, რადგან სიტყვები მის მნიშვნელობას აკნინებს. რაც ადრე უმნიშვნელოვანესი გვეჩვენებოდა, როგორც კი ვინმეს გავუზიარებთ, წამსვე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად იქცევა.“ სტივენ კინგის აღნიშნული ციტატის დაკავშირება კინოს, როგორც მედიუმის, ბუნებასთან შეიძლება. კინოხელოვნების ძვირფასი მხარე ისაა, რომ

ზაფხულის ზარხუფი Read More »

მივიწყებულ მიწაზე დაბრუნებისას

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სანამ საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდებოდა, ქართველები წარმართები იყვნენ. არსებობდა უამრავი ღვთაება, კერპი, ტრადიცია თუ ლოცვა-რიტუალი, რასაც ხალხი გულმოდგინედ ემსახურებოდა და ასრულებდა, თუმცა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წარმართული ტრადიციები ბოლომდე არც მივიწყებულა. საქართველოს გარკვეულ სოფლებსა თუ რაიონებში დღემდე არის შემორჩენილი ის პატარ-პატარა რიტუალები თუ შელოცვები, რაც ხალხს, წინაპრებიდან მოყოლებული, თან სდევს. იბერიულ-კავკასიური მითოლოგია აერთიანებს

მივიწყებულ მიწაზე დაბრუნებისას Read More »

ცეკვა ვნების გარეშე

ადამიანების უმეტესობას სმენითი მეხსიერება აქვს – გარკვეული ფრაზები, მელოდიები და ჰანგები მარტივად ამახსოვრდება, მათი დიდი ხნის შემდეგ გაგონება კი ნოსტალგიურ გრძნობას ბადებს. რა შეგრძნება დაგეუფლებოდათ ახლა რომელიმე ძველ ქართულ რადიოს რომ მოუსმინოთ? თავისი გადაცემების შესავლებითა და ნაცნობი წამყვანის ხმებით. ეს რაღაც ძალიან შორეულ და ნოსტალგიურ ქმედებად იქცა, ვინაიდან ახლა ადამიანების უმეტესობა მანქანაში, ბლუთუზის მოწყობილობის საშუალებით,

ცეკვა ვნების გარეშე Read More »

ნისლით დაფარული სათქმელი

თინათინ ემირიძის დოკუმენტური ფილმი, „ნისლის ფარდა“ (2019) ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის ამბავს მოგვითხრობს. უფრო სწორად, ეს ფილმი ერთგვარი აღწერა უფროა, ვიდრე თხრობა და, ალბათ, მისი მთავარი პრობლემაც სწორედ ამაშია. სანამ რეჟისორის ჩანაფიქრი მაყურებლამდე მიაღწევს, მან ნისლიანი პეიზაჟები (საკმაოდ დიდ ნაწილს რომ იკავებს), პირველივე წუთიდან პერსონაჟების სიუხვე და მათი შორიდან გაცნობით გამოწვეული დაბნეულობა, სიუჟეტის მოულოდნელი ცვლილება

ნისლით დაფარული სათქმელი Read More »

კინემატოგრაფი – იარაღი პროპაგანდისათვის

თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა, რომელიც იწვევს ფილტვების დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებსა და სიმსივნეს. ნიკოტინი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს დამოკიდებულებას, რაც რთულს ხდის მის შეწყვეტას. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი აგრძელებს მოწევას სტრესის შესამსუბუქებლად თუ სხვა მიზნებისათვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას და მოწევის შემცირებას. მსგავსი გლობალური პრობლემისადამი მიძღვნილი კინოსცენარის შექმნა მარტივი, მაგრამ არცთუ ისე

კინემატოგრაფი – იარაღი პროპაგანდისათვის Read More »