THE GIRL BY THE LAKE

  ყველა ადამიანს განსხვავებული ოცნებები, სურვილები და მიზნები აქვს. სამწუხაროა, იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც არ აქვს არცერთი მათგანი და მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის. ასეთები, ფაქტია, არც სხვის კომფორტსა და უფლებებზე ფიქრობენ და მათ ირიბად თუ აშკარად არღვევენ ხოლმე. მათი მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გამოდგეს როგორც დღეს, ასევე ხვალ ან თუნდაც კვირის ბოლოს. არჩილ სიჭინავას სტუდენტური […]

THE GIRL BY THE LAKE Read More »

WHAT WOULD O. HENRY HIMSELF SAY?

  ჭეშმარიტ ხელოვნებას მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება არ მოაქვს. მას ხანდახან ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია და ადამიანთა ურთიერთკავშირის განმტკიცებისძალა აქვს. ადამიანები ხშირად კარგავენ გადარჩენის რწმენასა და იმედს, სწორედ ამ დროს ჩნდება მათ ცხოვრებაში ის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის მხსნელად მოევლინება ხოლმე, მაგრამ ხშირად სწორედ, რომ მხსნელი მსხვერპლად ეწირება სხვის გადარჩენას, თითქოს ეს თავისი ცხოვრებისეული ვალი იყო. გიორგი

WHAT WOULD O. HENRY HIMSELF SAY? Read More »

FORGOTTEN PROFESSION

რა არის პროფესია? ბავშვობის ოცნების ასრულება თუ ზრდასრულ ასაკში რაციონალური არჩევანის გაკეთება? ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ბაღის ან სკოლის ასაკის მოზარდისთვის ეხება სწორედ პროფესიას. მცირეწლოვანები ხშირად ოცნებობენ ექიმობაზე, მსახიობობაზე, კოსმონავტობაზე, მფრინავობაზეც კი, თუმცა არსებობს ისეთი პროფესიებიც, რომლებიც არა მარტო ბავშვების, არამედ უფროსების ინტერესის მიღმა რჩება. ასეთი პროფესიები არანაკლებ მნიშვნელოვანია. მათ გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელი იქნებოდა.

FORGOTTEN PROFESSION Read More »

ETERNAL QUEST

ადამიანი, რომელიც მარტოობისა და შინაგანი სიცარიელის მსხვერპლია, ხშირად ხდება საკუთარი თავის ტყვე, ირგვლივ აღიმართავს ხელოვნურ ბარიერებს და გააზრებულად თუ გაუაზრებლად განიზიდავს ყველას და ყველაფერს, რათა ქვეცნობიერმა დაიცვას პოტენციური საფრთხისაგან. მიუხედავად ამისა, მსგავსი ინდივიდები ყველანაირად საჭიროებენ თვითგანკურნებას და ხშირად დახმარებას ღებულობენ იქიდან, საიდანაც არც კი ელიან. ეგზისტენციალიზმის ეს პრობლემა მრავალი საუკუნეა კაცობრიობის ყურადღების ცენტრშია და უამრავი

ETERNAL QUEST Read More »

THE DAZZLING ATTRACTION OF HOLY ELECTRICITYl

სახელი – ტატო კოტეტიშვილი ქართულ კინოში, პირველად, ხმამაღლა 1987 წელს გაისმა, როდესაც მან (მაშინ ახალგაზრდა რეჟისორმა) პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, „ანემია“ გადაიღო. მეორედ კი, სულ ახლახან, 2024 წელს, ასევე ხმამაღლა, ასევე ახალგაზრდა რეჟისორის, ასევე პირველ სრულმეტრაჟიან ფილმთან, „წმინდა ელექტროენერგია“ დაკავშირებით. მეორე პირველის ძმისშვილია, რომელმაც კინოსამყარო, საქართველოშიც და მის გარშემოც (თავის დროზე, ბიძამისივით) ახალ ქართულ კინოსა

THE DAZZLING ATTRACTION OF HOLY ELECTRICITYl Read More »

UNAVAILING PROMISE

There comes a moment in every person’s life when they lose the ability to face great hopelessness, disappointment, and setbacks. At such times, we make decisions that we are not proud of. Often we justify this by saying that we are in trouble, “that’s what life brings,” and so on. At some point, such a gap appears among people that it is difficult to recognize who is right. Is everything in the world divided into good and bad?

UNAVAILING PROMISE Read More »

HOPE LOCKED UP IN THE BOX

ადამიანის ბუნებაში მჭიდროდ ჩაჭედილი ლურსმანივითაა გამჯდარი კომფორტის ძიება და უკეთესისკენ სწრაფვა. როგორც წესი, როცა ჩიხში მოქცეული ინდივიდი ალყაშემორტყმული კედლების გარღვევას ვერაფრით ახერხებს, ნაცვლად იმისა, რომ სრულ სასოწარკვეთას მიეცეს, გამალებით აცეცებს ხელებს ღრიჭოების საპოვნელად – ეგებ შენიშნოს თავისუფალი სივრცეები, რომელთა ამოვსებაც მის წინააღმდეგ ამხედრებულ ცხოვრებას გამორჩა და მათზე ფეხის დადგმითა და ბაწრად დაწნულ უკანასკნელ ოცნებაზე ჩაჭიდებით

HOPE LOCKED UP IN THE BOX Read More »

BIRD HAS FLOWN AWAY

თამაში და როლის მორგება რომ ადამიანების მოგონილია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვინ ვის როლს ირგებს და რომელს ამჯობინებს, ამას უკვე თავად სინდისი კარნახობს. ალბათ, უმეტესობა სიტუაციის შესაბამისად უცებ შედის როლში, ხოლო ზოგს მხოლოდ ერთი ნიღაბი აქვს მორგებული და ისე აქვს შესისხლხორცებული და მიწებებული, რომ საკმაოდ დიდი დრო გჭირდება იმისთვის, რათა ეს მიტმასნილი ნიღაბი

BIRD HAS FLOWN AWAY Read More »

VISIBLE AND INVISIBLE

გარემოვაჭრეები არიან ის ადამიანები, რომელთა შრომა რამდენადაც ხილული, ამდენადვე უხილავია. ხილულია იმ მხრივ, რომ ისინი თითქოს განუყოფელ დეტალს წარმოადგენენ ქუჩებისა და ქალაქების ექსტერიერისათვის. უხილავობაც ზუსტად ამ ყოველდღიური გადაკვეთისა და ნახვის შესაძლებლობის გაცვეთილი სურათებიდან გამომდინარეობს, რომელსაც რამდენადმე უსწორდება თვალი, ჩაუვლის ფიზიკური სხეული გვერდს თუ შეიძენს მისგან ყოველდღიურ საჭირო პროდუქტებს, იმდენადვე გაგრძელებს მის გზას, შეუმჩნევლად მოიტოვებს უკან

VISIBLE AND INVISIBLE Read More »

 YOU ARE INVITED TOO 

ათწლეულების წინ, ინდონეზიაში, სულავესის კუნძულის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე ნახატებს მიაგნეს. უახლესი ტექნიკის გამოყენებით აღმოჩნდა, რომ ნახატები 51 200 წლის წინ არის შექმნილი და უძველესი ნარატიულიხელოვნების ნიმუშებია, რაც კი აქამდე აღმოუჩენიათ. მკვლევართა აზრით, ასეთ ნახატებს ადრეული ჰომო საპიენსისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კედლებზე ასახულია ღორებზე ნადირობის სცენა – ასე ამცნომსოფლიოს ერთმა სტატიამ უძველესი ხელოვნების შესახებ. მოდი, დრო ავაჩქაროთ,

 YOU ARE INVITED TOO  Read More »