UNTIL A MILLESTONE IS AROUND OUR NECK

Human life is nothing but a constant expectation of something. It is a wait for the weekend, summer, new year, to start over, when a new job will appear, when you will find the love of your life, when you will go on a cherished journey, when all your dreams will come true, and it is from this wait that we exist till the next wait although the hardest ...

UNTIL A MILLESTONE IS AROUND OUR NECK Read More »

MISSIONARIES WITH NEON CROSSES

არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ შოულობენ მას. ჯვრის სიმბოლო ამ საქმისთვის ჯერჯერობით ყველაზე პოპულარული და საუკეთესო გზაა ამ მიზნის მისაღწევად. ეს უძველესი სიმბოლო ადამიანისთვის გზის გამკვლევი იყო, რომელიც დედამიწის ოთხ ძირითად წერტილს ასახავდა. შემდგომში ის დროებით სიკვდილმისჯილთა მთავარი „ეშაფოტი“ გახდა, რამაც გამოიწვია მესამე და უმთავრესი რელიგიური დატვირთვა. ქრისტეს ჯვარცმამ, შეიძლება

MISSIONARIES WITH NEON CROSSES Read More »

SPRING ON NEW YEAR'S EVE

ნოსტალგია არის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და თბილი განცდა, რამაც შეიძლება ყველა  ყოფითი პრობლემა რამდენიმე ხნით გვერდზე გადაგადებინოს და ტკბილ-მწარე მოგონებებში ჩაგძიროს. წარსულში განცდილი შეგრძნებები და „კადრები“ ერთიანად ამოტივტივდება ხოლმე რეტრო სიმღერის მოსმენისას, სადღაც რომელიმე ძველი ქუჩის კუთხეში, სახლის კედლებისა თუ აივნების ხილვისას, ვისიმე ხმის ინტონაციის გაგონებისას, განსაკუთრებით კი, ნაცნობი ან ერთ დროს ძალიან ცნობილ ადამიანებთან

SPRING ON NEW YEAR'S EVE Read More »

A STRANGE ENCOUNTER OF THE PAST AND THE PRESENT

ადამიანს იზიდავს, რაც რეალობას მიღმაა, იდუმალია და ამოუხსნელია და ის ისწრაფვის თვალხილული გახდეს, მზერა გამჭოლად აქციოს და დაინახოს, რასაც „შეუიარაღებელი“ თვალი ვერ ხედავს. კაცობრიობის მეხსიერება ბევრ ინფორმაციას ინახავს, რაც თაობებს გადაეცემა. ხსოვნა ცნობიერებას აყალიბებს. წარსულის ექო აღწევს დღემდე და თანამედროვეობაზე მოქმედებს. ამგვარი „ცოდნით“ აღჭურვილი, მოაზროვნე ადამიანი ძიებას, პირველ რიგში, საკუთარ თავში იწყებს (საიდან მოვედით? ვინ

A STRANGE ENCOUNTER OF THE PAST AND THE PRESENT Read More »

A STORY THAT IS READ, SEEN AND HEARD

XX საუკუნის 20-იან წლებში, სოციალისტური ცენზურა და იდეოლოგია დროდადრო უცნაური დათმობით მოქმედებდა ავანგარდული ფორმის ავტორების მიმართ. უკვე არსებობდა ბოლშევიკური მიუღებლობის ისტერიაც, რომელმაც საბოლოოდ 1930-იან წლებში შექმნა არარსებული ფაქტების ცენზურა. იგივე, თუმცა ბევრად უფრო პირდაპირი, არანაკლებ უვიცი ლექსიკითა და უცოდინარობის განცდით გამოირჩეოდა გერმანული ნაციზმის მიერ, განსხვავებული და ფილოსოფიასთან, რწმენით და სხვა ღირებულებებთან ახლოს მდგარი მწერლებისა თუ

A STORY THAT IS READ, SEEN AND HEARD Read More »

UNFIRED BULLET

ქართული მოკლემეტრაჟიანი კინო ხშირად ახერხებს იმაზე მეტის თქმას, ვიდრე დიდი ბიუჯეტისა და ხანგრძლივი ქრონომეტრაჟის ფილმები. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთია საკმარისი იმისთვის, რომ მაყურებელი ფიქრებში ჩაძირო. ისეთ კითხვებზე დააფიქრო, რომლებზეც პასუხი მარტივად არ არსებობს. სწორედ ასეთია გიორგი უბილავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გისოსებს მიღმა“ (2023). ეს არ არის უბრალოდ შურისძიებაზე გადაღებული ფილმი. სინამდვილეში, ესაა ამბავი ადამიანებზე, რომლებმაც წლები

UNFIRED BULLET Read More »

BLOOD IS THICKER THAN WATER

თანამედროვეობაში ერთ-ერთ საკამათო საკითხს ადამიანის არსი და ბუნება წარმოადგენს – არის თუ არა ინდივიდი სულიერი არსება, თუ მისი ცხოვრება მხოლოდ ბიოლოგიურ და სოციალურ არსებობამდე დაიყვანება? ხოლო თუ ადამიანი მართლაც სულის მქონე არსებაა, ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: არსებობს თუ არა ინდივიდებს შორის სულიერი კავშირები? არსებობს თუ არა უხილავი ძალა, აუხსნელი ფაქტორი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს? სწორედ

BLOOD IS THICKER THAN WATER Read More »

AZURE OR LIKE A ROSE IN THE RAIN-WASHED SAND

რა არის ადამიანის ცხოვრება თანამედროვე სამყაროში თუ არა ფუტლიარით აღსავსე ურთიერთობები და ნოსტალგიითა და სევდით გაჯერებული ტრფიალი დიდებული წარსულის მიმართ, თუმცა მაინც რაში მდგომარეობს წარსულის „დიდებულება“ ან რატომ იყო ბავშვობა უფრო ტკბილი, ვიდრე დღევანდელობა?! ნია ჟვანიას სტუდენტური ფილმი, „გადახვევა“ (2023) სწორედ ამ თემებს ეხება, მსუბუქი და სახასიათო ესთეტიკით, რომელიც, ერთ შეხედვით, კომერციული ჟანრის კინოს მოგვაგონებს

AZURE OR LIKE A ROSE IN THE RAIN-WASHED SAND Read More »

HELLO, JAQO!..

ქართული კლასიკა, ეროვნული ლიტერატურა გადატანილი სცენასა და, გამორჩეულად, ეკრანზე – ბუნებრივად იწვევს საზოგადოების ინტერესსა და ყურადღებას იზიდავს. ეს ტრადიცია არ დარღვეულა, როდესაც დათო ჯანელიძემ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ გადაიღო 2009 წელს. ფილმი – რომანის მოტივებზე, თავისი და ვაჟა გიგაშვილის სცენარით. პირველად ქართულ კინოში. დათო ჯანელიძემ ჯაყოს ხიზნების „ხიზნობის“ იდეა, ალეგორიული ფორმით, ადრეც გამოიყენა, „ჯაყოს ხიზნების“

HELLO, JAQO!.. Read More »

HAPPY START

პატიება ხშირად ყველაზე მარტივია, ხშირად კი ყველაზე ძნელი, თუკი საქმე ოჯახის წევრს ეხება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომუნიკაცია თითქმის არ არსებობს და ყოველგვარი ემოცია – ბრაზი თუ წყენა სადღაც ერთი ადამიანის გულში თავს იყრის და გროვდება. უთქმელობა ძალიან დიდ პიროვნულ კრიზისსა და კატასტროფას იწვევს, რომელიც შემდგომში სხვადასხვა სახით ვლინდება და, სამწუხაროა, რომ მსგავს შემთხვევაში ადამიანი თვითგვემისაკენ

HAPPY START Read More »