AWAKENING FROM IMAGINATIONS

ხშირად ადამიანებს ფიქრების ზღვაში ჩაძირვა სჩვევიათ. თითქოს ეს თითოეული მათგანის თანდაყოლილი მახასიათებელია. ეს ზედმეტი ფიქრი კი საკუთარი შიშების, კომპლექსების ან თუნდაც შინაგანი სურვილებისგან შეიძლება იყოს განპირობებული. მათ აქვთ უნარი, შეიპყრონ ადამიანის გონება ნებისმიერ დროს ან ადგილას და სწორედ აქ იწყება შიშებთან შეხვედრაც – მაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის არა რეალურ პრობლემას, არამედ იმ ვერსიას, რომელიც საკუთარ […]

AWAKENING FROM IMAGINATIONS Read More »

THE CHARM FULL OF GLORY

ჭადრაკის, არა როგორც სპორტის სახეობის, არამედ როგორც თავისთავად არსებული ინტელექტუალური რესურსის მაჩვენებლის კვლევა ერთია, მასთან დაკავშირებული ადამიანების პერსონალური პორტრეტების ძიება და ჩვენი ქვეყნის საჭადრაკო ფენომენად ქცევის ისტორია კი სხვა მოვლენაა დღევანდელ სამყაროში. დღეს ყოველი მხრიდან ვაწყდებით და აღვიქვამთ რეალობას, სადაც გამონათქვამი „ავტორიტეტების მსხვრევა“, პრიმიტიულ თვითმიზნად არის გამოცხადებული.  საჭადრაკო ფენომენად ქცეულ ქვეყანაში, სადაც ქალები ათწლეულების მანძილზე

THE CHARM FULL OF GLORY Read More »

SUMMER TREASURE

ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი თავის 1982 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში, „გვამი“ წერდა: „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოუთქმელიცაა. ამგვარი აზრის თუ განცდის გამჟღავნებას ვერიდებით, რადგან სიტყვები მის მნიშვნელობას აკნინებს. რაც ადრე უმნიშვნელოვანესი გვეჩვენებოდა, როგორც კი ვინმეს გავუზიარებთ, წამსვე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად იქცევა.“ სტივენ კინგის აღნიშნული ციტატის დაკავშირება კინოს, როგორც მედიუმის, ბუნებასთან შეიძლება. კინოხელოვნების ძვირფასი მხარე ისაა, რომ

SUMMER TREASURE Read More »

SHE IS DIFFERENT

„ნამე“ (2017) თანამედროვე ქართული კინოში ნამდვილი ფურორი აღმოჩნდა. ამ ფილმმა იშვიათი გამოხმაურება და სიყვარული დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან. ის მოულოდნელი გაკვირვების საგნად იქცა ქართველი აუდიტორიისათვის. ეს კინოსურათი ნათელი მაგალითი გახდა იმისა, თუ რა შეუძლია საინტერესო სცენარს, ამ სცენარის სწორ რეჟისურას და გადამღები ჯგუფის გულმოდგინებას. ზაზა ხალვაში, რომელიც ფილმის რეჟისორობასთან ერთად სცენარისტიცაა, მითიური ამბის თავისუფალ ადაპტაციას გვთავაზობს.

SHE IS DIFFERENT Read More »

WHILE RETURNING TO THE FORGOTTEN LAND

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სანამ საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდებოდა, ქართველები წარმართები იყვნენ. არსებობდა უამრავი ღვთაება, კერპი, ტრადიცია თუ ლოცვა-რიტუალი, რასაც ხალხი გულმოდგინედ ემსახურებოდა და ასრულებდა, თუმცა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წარმართული ტრადიციები ბოლომდე არც მივიწყებულა. საქართველოს გარკვეულ სოფლებსა თუ რაიონებში დღემდე არის შემორჩენილი ის პატარ-პატარა რიტუალები თუ შელოცვები, რაც ხალხს, წინაპრებიდან მოყოლებული, თან სდევს. იბერიულ-კავკასიური მითოლოგია აერთიანებს

WHILE RETURNING TO THE FORGOTTEN LAND Read More »

WE REMEMBER

დრამატული სიუჟეტური განაცხადების კვალდაკვალ, ქართული კინოს უახლეს პერიოდში, შეინიშნება სწორედ დრამატურგიული სისავსის პრობლემა, რაც რამდენიმე ტიპის მიზეზით შეიძლება აიხსნას: სათქმელისა და მხატვრული ხედვის ერთიანობის თანხვედრის არარსებობა; ის, რაც ხმოვანებას რეალობის განცდას უკარგავს; ის, რაც თავისთავად განვითარებად თხრობას უშლის ხელს – მსახიობისა და რეჟისორის ამოცანათა შორის, უცებ აღმოჩენილი, ნაკლებად ორგანული მეტაფორები. „მემენტო მორი“ (2022) გიორგი ქადაგიძის

WE REMEMBER Read More »

THE STORY OF FATHERS AND SONS

„მამაშენს ალცჰაიმერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოუვლის. არც კი ახსოვს, რომ მისი შვილი ხარ…“ – ეუბნებიან ნადერს, ასღარ ფარჰადის სულისშემძვრელი დრამის, „ოსკაროსანი“ ირანული ფილმის, „განქორწინება“ (2011) მთავარ პერსონაჟს. მამაკაცი, რომელიც ავადმყოფ მამას არ ტოვებს და მისი ბანაობისას ბავშვივით ტირის, ასე პასუხობს: „მე ხომ მახსოვს, რომ მამაჩემია…“ . არაა გამორიცხული, რომ ათასში ერთხელ ნადერს შეიძლება

THE STORY OF FATHERS AND SONS Read More »

CHAPLIN IN GEORGIAN

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოს შექმნის პროცესში? სცენარი, რეჟისურა, ვიზუალური გადაწყვეტა, მუსიკალური გაფორმება თუ სამსახიობო შესრულება? თითოეულ ამ კომპონენტს საკუთარი მნიშვნელობა და წონა აქვს, მაგრამ მათი სინთეზი, მათი შერწყმა ქმნის ნამუშევარს, რომელსაც კინოხელოვნებას ვუწოდებთ. კინოს სამყაროში არ არსებობს უმნიშვნელო დეტალი. ყველა ელემენტი მნიშვნელოვანია, დაწყებული კადრის კომპოზიციიდან, დამთავრებული პერსონაჟის მიერ სცენაში თვალის ერთი მოძრაობით. სწორედ ამიტომაა

CHAPLIN IN GEORGIAN Read More »

UNTIL WE MEET AGAIN

დრო სწრაფად გადის და ყველაფერს ნელ-ნელა ანადგურებს. ის მატარებელს ჰგავს, რომელსაც უკან უნდა გამოეკიდო. ვინც ვერ დაეწევა, იკარგება და ცხოვრებას ვეღარ აგრძელებს. ხელოვანი ადამიანებისთვის ეს ტემპი უფრო სწრაფია. ისინი მუდამ ცდილობენ, სიახლე მოძებნონ და კვლავ დააინტერესონ საზოგადოება. რა ხდება მაშინ, როცა ცხოვრება სურვილების მიხედვით არ გრძელდება და როცა მდინარის საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა წყდება? გადარჩენის რამდენიმე

UNTIL WE MEET AGAIN Read More »

SELF-EXPRESSION OR ART BEYOND THE LIMITS

თანამედროვე კინოში დიდი პოპულარობით სარგებლობს დამოუკიდებელი კინო, რომელიც თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართველი კინორეჟისორებიც ცდილობენ, არ ჩამორჩნენ ამ ტენდენციას და ერთმანეთის მიყოლებით ქმნიან ექსტრავაგანტულ ნამუშევრებს. ამის მაგალითად გამოდგება გიგა ლიკლიკაძის ფილმი, „ღორი“ (2019), რომელმაც გამოიწვია დიდი გამოხმაურება. მაყურებლების უმრავლესობამ ის უარყოფითად შეაფასა, თუმცა აღმოჩდნენ ისეთი კინოკრიტიკოსები, რომლებმაც მასში რაღაც ამოუცნობი და ღრმა დაინახეს, რითაც ფილმს

SELF-EXPRESSION OR ART BEYOND THE LIMITS Read More »