FAMILY OF THREE GENERATIONS

2006 წელს კინორეჟისორმა, ილო ღლონტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „ხუთი ვარიაცია“ წარუდგინა მაყურებელს და საკმაო წარმატებაც ხვდა წილად. სუბიექტური კამერით გადაღებული ეს ნამუშევარი მოგვითხრობს ხუთი პერსონაჟის მიერ დანახული ერთი ოჯახის თავგადასავალს. მართალია, კინოს არსებობის მანძილზე, ამ პრინციპით, არაერთი ფილმი შეუქმნიათ, მათ შორის, დიდ რეჟისორებსაც. მაგალითად, იაპონელი აკირა კუროსავას კინოსურათმა, „რაშომონი“ (1950) პირველად მიმართა ახლებურ ხედვას (რამდენიმე ადამიანის […]

FAMILY OF THREE GENERATIONS Read More »

LIFE AS SEEN FROM THE ELEVATOR

კინო დაბადების პირველივე დღეებიდანვე ცდილობდა (და ცდილობს) თავისი მთავარი „ამოცანის“ რეალიზაციას – თვითმყოფადი და ორიგინალური აუდიოვიზუალური ხერხებით ამბის საინტერესოდ მოყოლას. ლოგიკურია, რომ არსებობის პერიოდში კინემატოგრაფიული თხრობისა და გადმოცემის ხერხებმა, ფორმებმა და შინაარსმა ფართომასშტაბიანი განვითარება და ტრანსფორმაცია განიცადა. უჩვეულო ისიც არაა, რომ ფილმების მთავარი გმირები, რომლებიც არა მარტო ექცევიან ყურადღების ცენტრში, არამედ თავადაც ხდებიან „მთხრობელნი“, არა

LIFE AS SEEN FROM THE ELEVATOR Read More »

BETWEEN TWO WORLDS

ქართული კინოს ისტორიაში, პოეტური და მეტაფორული მხატვრული აზროვნების კვალდაკვალ, მუდმივად იცვლება როგორც ხედვის მახასიათებლები, ასევე ის, რასაც დღეს ეწოდება ფაქტებად და მოვლენებად აღქმული თანამედროვეობა, რომელიც ყოველთვის თანმდევია თავისთავადი, გარდატეხებით თუ ომებითა და პანდემიებით გამოწვეული ეგზისტენციალური კრიზისით.ამ ფონზე ხელოვნება, დროდადრო, საკუთარ თავთან დიალოგსაც მიმართავს, რაც სრულიად პროზაულ ფორმაშიც შეიძლება გამოიხატოს. გიორგი ოვაშვილის ფილმში, ,,მშვენიერი ელენე“ (2022)

BETWEEN TWO WORLDS Read More »

CONTENT SACRIFICED TO TECHNOLOGY

კოტე ჩაბაკაურის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმს, „სათამაშო ცხენი“ (2019) ჰყავს სამი პერსონაჟი: გიორგი (თედო ბექაური), დედა (ნინო კვიტატიანი) და ქეთო (ქეთი ჩხარტიშვილი). რეჟისორი აღწერს მთავარი გმირის, გიორგის ცხოვრების ერთ ნაწილს, რომელიც, შესაძლოა, ამ პერსონაჟის რუტინის გარდამტეხ მომენტადაც იყოს მიჩნეული. გიორგი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ადამიანია. იგი ყოველ დილით მიდის სამსახურში, სადურგლოში, საღამოს ბრუნდება შინ და ასე

CONTENT SACRIFICED TO TECHNOLOGY Read More »

IN THE CAPTIVITY OF HIS OWN DREAM

დავით ჭადაშვილის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმში, „სემი“ (2021) საკმაოდ უცნაური ამბავია ნაჩვენები: მთავარი პერსონაჟი, სემი (ვახტანგ ვახტანგაძე), რომლის სახელსაც მისი ცოლისგან (მარია გიორგობიანი) ვიგებთ, დიდ გასაჭირშია ჩავარდნილი – მას გაღვიძება არ შეუძლია. იგი რამდენჯერმე იღვიძებს, თუმცა არცერთი არაა რეალური, რადგან ყოველი მათგანი სიზმარია. თავდაპირველად, ეს სიზმრები შედარებით მოკლეა, ხოლო შემდეგ ამ „ზმანებების“ ხანგრძლივობაც იზრდება.პერსონაჟი ჩვეულებრივად აღიქვამს,

IN THE CAPTIVITY OF HIS OWN DREAM Read More »

LOST IN TIME HERO

„გამარჯობა ქალბატონო, რამე ვაკანსია ხომ არ გაქვთ?“ – ისმის კადრსმიღმა ხმა ჯერ კიდევ შავი ეკრანისა და ტიტრების ფონზე – ასე იწყებს რეჟისორი კეკო ჭელიძე თავისი ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირის გაცნობას მაყურებლისთვის. სადღაც მეოთხე წუთზე შემოდის მუსიკა და უკვე გარკვევით ჩანს თავად გმირიც – გზაჯვარედინზე მდგომი პატარა გამხდარი კაცი, დიდი გიტარით ხელში, რომელსაც

LOST IN TIME HERO Read More »

CHOICE OF “THE KILLER”

რეზო ხობუას მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი, „ქილერი“ (2018) გადმოსცემს ამბავს დაქირავებულ მკვლელზე, რომელიც დაქირავებული ნამდვილად არის, თუმცა მკვლელი, როგორც ჩანს, არა. სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის ფსიქოლოგიას ეხება, მაგრამ იმდენად ზედაპირულია, რომ 10-წუთიანი ფილმის ბოლოს პასუხზე მეტი კითხვა რჩება და არც ეს კითხვებია ისეთი, მაყურებელს პასუხების პოვნის სურვილი ან საშუალება რომ მისცეს. ფილმის მთავარი ხარვეზი დრამატურგიაა. როდესაც ისეთი

CHOICE OF “THE KILLER” Read More »

MOTHER AND FATEFUL HAVOC

ლანა ღოღობერიძეს 60 წელზე მეტია ქართულ კინოში გამორჩეული ადგილი უკავია. მისი შემოქმედების დასაწყისიდანვე, პირველ მხატვრულ ფილმში, „ერთი ცის ქვეშ“ გამოიკვეთა ქალთა ბედით, მათი პრობლემებით დაინტერესება, რაც მთელი მისი შემოქმედების თანმდევია, მაგრამ ამ თემის რეფლექსია კონცეტრირდება ტოტალიტარული ქვეყნის ავბედით დრამატულ თარიღზე – 1937 წელზე, რომელმაც გაანადგურა ქვეყნის გამორჩეული, მოაზროვნე, შემოქმედი ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების უდიდესი

MOTHER AND FATEFUL HAVOC Read More »