BEING ONES FOREVER

დოკუმენტური ფილმი მაყურებელს საშუალებას აძლევს, ჩაიძიროს რეალურ ამბებში, ისწავლოს რაიმე ახალი და საინტერესო. მას შეუძლია საზოგადოებაზე პროპაგანდა და ზემოქმედება. ჯონ გრირსონს, რომელიც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი იყო, ვინც დიდი გავლენა მოახდინა დოკუმენტური კინოს ბედზე, მიაჩნდა, რომ დედამიწის შორეული ეგზოტიკური სამყაროს ჩვენებას უმჯობესია მაყურებელმა დაინახოს ის, რაც მის ცხვირწინ ხდება, ყოველდღიური ცხოვრება, მშრომელი კაცის მუშაობის პროცესი, რომელსაც …

BEING ONES FOREVER Read More

ROYAL TREASURER OF GEORGIA

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმები განსაკუთრებით პოპულარულია მაყურებელში. ადამიანისთვის ბევრად საინტერესოა არა სუპერმენის მიერ ერთი ხელით გადარჩენილი მსოფლიო, არამედ რეალური ადამიანის ღვაწლი, ადამიანისა, რომელიც რთულ მომენტში არ დანებდა და ბოლომდე მიჰყვა მიზანს, ამიტომ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ნამდვილ ამბებზე დაფუძნებული ფილმების გადაღება, რაც ძალიან კარგია. მსგავსი კინოსურათები იძლევა შესაძლებლობას, ახლებურად შევხედოთ და განსხვავებული თვალით შევაფასოთ …

ROYAL TREASURER OF GEORGIA Read More

ON KINDNESS, FAITH AND MIRACLES 

თუ გადავხედავთ ქართულ კინოს (და არა მხოლოდ), ფილმების აბსოლუტური უმრავლესობა შექმნილია იმისთვის, რომ მაყურებელი გაერთოს, დაისვენოს იმ მოკლე პერიოდში, რაც ეკრანს შესცქერის და აღარ იფიქროს რეალობაზე, მაგრამ კინო, ხომ არა მხოლოდ გასართობი, არამედ საგანმანათლენლო საშუალებაცაა. ხელოვნების არცერთ სხვა დარგს არ აქვს ისეთი ძლიერი გავლენა ახალგაზრდობის მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებაში, როგორც კინოს. მას, როგორც ყველაზე დემოკრატიულ საზოგადოებრივ …

ON KINDNESS, FAITH AND MIRACLES  Read More

FAMILY OBLIGATIONS

სიბერე თავისი გარდაუვალი გაჭირვებით მარადიული თემაა, რომელსაც კინოში საკმაოდ ხშირად ეხებიან და არსებობს არაერთი კინემატოგრაფიული შედევრი, რის გამოც მსგავს თემატიკაზე ახალი ნამუშევრის შექმნა საკმაოდ სარისკოა, თუნდაც ფილმი კარგად იყოს გადაღებული, პრობლემის მასშტაბურობა თითქმის ყველა მაყურებელს ეხება, შესაბამისად, იგი მეტად განხილვადი ხდება. თორნიკე ბზიავას ფილმი, „ბუდე“ (2011) ასახავს მამა-შვილის უჩვეულო ურთიერთობებს. ერთ დროს გამოჩენილ ქიმიკოსს ხანდაზმულობაში …

FAMILY OBLIGATIONS Read More

TWO MOTHERS, TWO CHILDREN

სალომე ლაცაბიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „აუზი“ (2021) ყვება კინოსათვის კარგად ნაცნობ თემაზე – გაუცხოებაზე, დედასა და ქალიშვილს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე. ამ თემაზე მუშაობა ბევრისათვის საინტერესოა, ამიტომაც თითქმის ყველა რეჟისორის ფილმოგრაფიაში მოიძებნება მსგავსი ნამუშევარი. შესაბამისად, რაიმე განსხვავებულისა და დასამახსოვრებლის შექმნა არც ისე მარტივია. რეჟისორმა სცადა მეტაფორებისა და სიმბოლოების გამოყენებით ორიგინალურად წარმოეჩინა თავისი კინოსურათი. ახალგაზრდა ქალი, ექვსი …

TWO MOTHERS, TWO CHILDREN Read More

AND WHAT REALLY HAPPENED?

მისტიკური კინო მსოფლიო კონოინდუსტრიისთვის ერთ-ერთი მოთხოვნადი ჟანრია. მისი წარმოება დიდი ხანია დაიწყო და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყოველწლიურად მსოფლიოში ასობით ასეთი ფილმი იქმნება. მისტიკა თავის თავში გულისხმობს იმას, რომ იგი უნდა შეიცავდეს გამოგონილ ამბებს პარანორმალური მოვლენებით, მანიაკებისა და მკვლელების თავგადასავლებით და ა. შ., თუმცა, შესაძლებელია, მისტიკაში არსებობდეს შემზარავი სცენების მინიმალური რაოდენობა. ამ შემთხვევაში, მაყურებელი შიშს …

AND WHAT REALLY HAPPENED? Read More

CAUSE OF DISASTER – BULLET THAT MISSED THE TARGET

ხათუნა ვაშაძის სადებიუტო კინოსურათი, „ტყვია“ (2022) საკმაოდ მრავლისმთქმელი და დასამახსოვრებელია, რომელიც უტოვებს მაყურებელს საფიქრალს. იგი აჩვენებს სასტიკ სამყაროს, სადაც ერთმა უნებლიე ქმედებამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაანადგუროს. როდესაც პიკნიკზე მყოფ პატარა ბიჭს ბრმა ტყვია ხვდება, ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ნადგურდება, ოდესღაც იდეალური არსებობა წამებად იქცევა. მამა ცდილობს როგორმე გადარჩინოს ოჯახი, დედა გლოვობს, პოლიცია კი უძლურია, არც ერთი …

CAUSE OF DISASTER – BULLET THAT MISSED THE TARGET Read More

RETURN TO LIFE

როცა მშობელს კარგავ, ობოლი ხდები, თუ მეუღლეს – ქვრივი, მაგრამ როცა ბავშვი კვდება, ეს იმდენად საშინელია, რომ ხალხმა ამას სახელიც კი ვერ მოუძებნა. ძნელია ამ ტრაგედიის ანალოგის პოვნა და მშობლის ადგილას თავის წარმოდგენა. თინათინ ემირიძე თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, „შავი ზღვა“ (2021) ცდილობს მაყურებლამდე მიიტანოს ამ ტრაგედიის სრული სიღრმე და მასშტაბურობა. ეს არის ამბავი ოჯახზე, რომელმაც …

RETURN TO LIFE Read More

LOVELY AND SPECTACULAR

როდესაც რეჟისორები მრავალმხრივი იდეის გამოსახატავად ეძებდნენ უნიკალურ ტექნიკასა და საავტორო სტილს, სწორედ ამ დროს შეიქმნა იგავური თხრობა კინოში. ადგილისა და დროის დაუკონკრეტებლად, შეფარვით, ისე რომ ერთ პერსონაჟში მრავალი ადამიანის სახე ასახო, არ აწყენინო არავის და, ამავდროულად, გააკრიტიკო ყველა. ამის მშვენიერი მაგალითია თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი, „მოქალაქე წმინდანი“ (2023) – ფილოსოფიური იგავი რწმენაზე, შიშზე, ადამიანებსა და მათ …

LOVELY AND SPECTACULAR Read More

IN PURSUIT OF A DREAM

ემიგრაციის თემა ფართოდ განიხილება კინოში. ეს პრობლემა მუდმივად აქტუალურია, მასზე იქმნება არა მხოლოდ მხატვრული, არამედ დოკუმენტური ფილმებიც. ასახო შიშები იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან დატოვონ სამშობლო და წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ამის გულწრფელი ჩვენება დოკუმენტურ ფილმებში უფრო კარგადაა შესაძლებელი, რადგან ადამიანი თავად ყვება საკუთარ ამბავს, განვლილ გზას, ზედაპირზე ამოაქვს შინაგანი ემოციები, რითაც უფრო ზუსტადაა შესაძლებელი …

IN PURSUIT OF A DREAM Read More