HISTORY OF ONE CRIME

მოკლემეტრაჟიანი კინოს ერთ-ერთ ამოცანად გვევლინება ახალგაზრდა რეჟისორების წარმოჩენა. ეს ფორმატი აძლევს საშუალებას ავტორს, ფართო აუდიტორიას გააცნოს თავისი მხატვრული ენა, მიგნებები და შეხედულებები. მცირე ბიუჯეტით, ნაკლებ დროში მან შეიძლება შექმნას ისეთი ფილმი, რითაც თავი დაამახსოვროს კინოს მოყვარულებს. რაც უფრო ექსპერიმენტული იქნება ამგვარი კინოსურათი, მით უფრო მეტად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს კინოკრიტიკოსებისთვის. ქართველი კინორეჟისორები ბოლო პერიოდში მეტად გააქტიურდნენ […]

HISTORY OF ONE CRIME Read More »

DISTANCE FROM POLAND TO GEORGIA

მოგონებები არასდროს ტოვებენ ადამიანებს. ისინი მხოლოდ ცოტა ხნით დავიწყებას მიეცემიან და შემდეგ უეცრად ისევ ზედაპირზე ამოდიან. ეს წარსულის ფრაგმენტები ხანდახან სასჯელია, ხანდახან საჩუქარი – გააჩნია რისი გახსენება სურს გონებას და ცხოვრების რა ნაწილი მიეცა დავიწყებას. მათ დრო და სივრცე არ აქვთ. წარსულში მომხდარი ამბები ცნობიერს არაცნობიერში გადააქვს და მის შემოკლებულ, შედარებით დამახინჯებულ ინფორმაციას იქ ინახავს.

DISTANCE FROM POLAND TO GEORGIA Read More »

NANA + SIMON = HAPPY FAMILY

უცხოეთში, კინოფესტივალზე ქართული ფილმის პრემიერაზე დასწრება ძალიან ამაღელვებელი და დაუვიწყარი ამბავია, მითუმეტეს თუ ეს პრემიერა წარმატებული აღმოჩნდება. საბედნიეროდ, მსგავსი ფაქტების მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ორი ასეთი პრემიერა კინორეჟისორებს – ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს უკავშირდება. ასე იყო 2013 წელს, „ბერლინალეზე“, პირველი ჩვენება ფილმისა „გრძელი ნათელი დღეები“, რასაც მოჰყვა კინოჯილდოც და შემდეგი მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალი შესაბამისი პრიზებით,

NANA + SIMON = HAPPY FAMILY Read More »

"HEY, DADDY, TELL ME, WHERE ARE YOU?"

დიდი ხანია წავიდა ის დრო, როდესაც ახალი ქართული ფილმის ეკრანებზე გამოსვლა განსაკუთრებული მოვლენა ხდებოდა. დაწყებული თბილისიდან, სადაც ოცზე მეტი კინოთეატრი იყო, დამთავრებული მაღალმთიანი სოფლებით, სადაც ფუნქციონირებდა მოძრავი კინოდანადგარი, რომელიც მანქანით (დიდთოვლობისას კი – ურმით) აჰქონდათ მომლოდინე მაყურებლისთვის. დღეს ახალი ფილმის პრემიერა წარმატებულად ჩაივლის ხოლმე დედაქალაქის ერთი ხელის თითებზე ჩამოსათვლელი კინოდარბაზებიდან რომელიმეში, მოივლის უცხოეთის კინოსაფესტივალო ეკრანებს

"HEY, DADDY, TELL ME, WHERE ARE YOU?" Read More »

ESCAPE FROM LONELINESS OR ITS CONSTANT QUEST

არის თემები, რომლებსაც კინოს შემქმნელები მისი დაარსების დღიდან იყენებენ, რასაც ბევრმა ბანალურიც კი შეიძლება უწოდოს. მათ შესახებ არაერთი ფილმია გადაღებული. ესენია – ურთიერთობის დეფიციტი, საკუთარი „მეს“ მუდმივი ძიება, გაუგებრობები, სკანდალები. ეს არის ის, რასაც ყოველდღე აწყდება საზოგადოება და ზოგჯერ ვერც ამჩნევს, რის დაფასებასაც წყვეტს ადამიანი და რა დროსაც კარგავს საკუთარ თავს. მსგავსი თემები მარადიულია და,

ESCAPE FROM LONELINESS OR ITS CONSTANT QUEST Read More »

FADED LOVE

სიყვარული მარადიული გრძნობა არ არის. ის დროთა განმავლობაში იცრიცება და ოჯახური პრობლემების ჭაობში იკარგება. ცდილობენ ხოლმე ადამიანები ურთიერთობის გადარჩენას, მაგრამ, ხანდახან, ყველა მცდელობა კრახით მთავრდება. საერთოდ, რა არის ან როგორია სიყვარული? ალბათ, ელდარ შენგელაიას ფილმის, „შერეკილები“ პერსონაჟი, ქრისტეფორე მგალობლიშვილი მის დასაცავად იტყოდა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, მაგრამ, ზოგჯერ, ასე საერთოდ არც არის. ის

FADED LOVE Read More »

KHARAGAULI WAITING FOR GODOT

დიდი ამბიციები, მასშტაბური პროექტები, სოფლის მოსახლეობა, მთავრობის არასწორი ნაბიჯები და დაუსრულებელი  მოლოდინი. ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში, „გვირაბი“ (2019) არის ცხადი მტკიცებულება იმისა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის. „გვირაბი“ ხარაგაულის რაიონში, მოლითის სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დაუსრულებელ ციკლს ასახავს. მთავრობისა და „საქართველოს რკინიგზის“ ეს მასშტაბური და პომპეზური პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დღის წესრიგს

KHARAGAULI WAITING FOR GODOT Read More »

JOURNEY IN THE DARK

  „ბოროტმოქმედი“ – ასე ჰქვია დიმიტრი მამულიას ფილმს, რომელიც გადაღებულია 2019 წელს. რეჟისორი სათაურით უკვე ქმნის განწყობას და მოლოდინს. მთავარი გმირი ავტორის მიერ იდენტიფიცირებული და შერაცხულია ბოროტმოქმედად. კეთილისა და ბოროტის ჭიდილში მხარე გარკვეულია. მაყურებელმა წინასწარ იცის, ვისთან ექნება საქმე. ბოროტებასთან შესახვედრად მას დიდხანს ლოდინი არ უწევს. ფილმი იწყება მკვლელობის ეპიზოდით, რომლის მოწმეც მთავარი გმირი გიორგი

JOURNEY IN THE DARK Read More »

OASIS ON THE LANDFILL

„რესპუბლიკები იქმნება მოქალაქეთა სათნოებით, საზოგადოებრივი სულითა და გონიერებით“ – ეს სიტყვები ეკუთვნის მე-19 საუკუნის პოლიტიკოსს, ჯოზეფ სთორის, რომელმაც განსაზღვრა მთლიანად რესპუბლიკის იდეა და რომელიც 21-ე საუკუნის ბათუმის ნაგავსაყრელზე შექმნილი კომუნისათვისაც ზედგამოჭრილია. „რესპუბლიკა“ (2021) ხვიჩა და თინათინ ემირიძეების დოკუმენტური ფილმია, რომელშიც ნაჩვენებია ბათუმის ნაგავსაყრელზე უკანონოდ დასახლებული ადამიანის, დათოს ცხოვრება. იგი ერთადერთი არ არის. მის გარშემო, ფაქტობრივად,

OASIS ON THE LANDFILL Read More »

THE HOUSE IN WHICH THE WAR CONTINUES

ომზე ფილმების შექმნა კინოს დაარსებიდანვე დაიწყეს. სხვადასხვა თაობის რეჟისორებმა ეკრანზე ასახეს უაზრო სისხლისღვრის დამღუპველი შედეგები, რათა შეგვახსენონ, რომ ომში არ არიან გამარჯვებულები. ომის თემა უკვე ყველა მხრიდანაა ნაჩვენები, შიგნიდანაც და გარედანაც, მაგრამ ყველა ომი ადრე თუ გვიან მთავრდება და აუცილებლად ჩნდება კითხვა, რა ხდება შემდეგ? რა თქმა უნდა, მშვიდობიანი ცხოვრება, მაგრამ როგორი იქნება ის? როგორი

THE HOUSE IN WHICH THE WAR CONTINUES Read More »