SONS OF SIN

სკოლა, ადგილი, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებენ ადამიანები. გაიცნობენ სხვებს, უმეგობრდებიან, ჩხუბობენ კიდეც, უშვებენ შეცდომებს და შემდეგ ეს ყველაფერი მთელი ცხოვრების მანძილზე მიყვებათ. თითოეული არასწორად გადადგმული ნაბიჯი თუ შეუსაბამო ქცევა სხვებზე ახდენს გავლენას. იარები, რომლებიც სკოლიდან აქვთ ადამიანებს ზოგჯერ ხილულია, ხშირად უხილავი და მათ ანადგურებს. „სალამი, ჩემო ტანჯულო ბავშვობავ!“ – ფრაზა, რომელმაც მთელი კინოსურათი დაიტია. […]

SONS OF SIN Read More »

NEIGHBORHOOD EXCHANGED FOR MONEY

კინო მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალურ განვითარებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. ფილმებს, რომლებიც მოგვითხრობენ სოციალურ პრობლემებზე, შეუძლიათ მათზე ყურადღების მიპყრობა და მათ მოგვარებაში დახმარება. გარდა ამისა, მათ ძალუძთ, გავლენა მოახდინონ საზოგადოების კულტურულ ღირებულებებზე და შთააგონონ ადამიანები მაღალი ზნეობის გამოვლენისაკენ. გიგიშა (გრიგოლ) აბაშიძის სადებიუტო ფილმი, „მეზობლები“ (2018) ასახავს ღარიბი და საშუალო კლასის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას თბილისი „იტალიურ

NEIGHBORHOOD EXCHANGED FOR MONEY Read More »

BRIDES IN THE VOID

მხატვრული კინოსთვის დამახასიათებელი, განწყობის ილუზიის ყველაზე უჩვეულო ფორმებიც კი რეალობის მტკიცე მოცემულობას ემორჩილება – დამოუკიდებლად იმისაგან, რა ფერითი და კომპოზიციური ექსპერიმენტირების ხარისხზეა საუბარი. პირობითობის ყველაზე უკიდურეს ფორმებშიც, შუქ-ჩრდილისა და ფერის კომპოზიციური ხასიათის საფუძველი სინამდვილეა – სიურრეალისტურიდან რეალისტურის ყველაზე მკვეთრ გამოხატულებაშიც კი. ამ მოცემულობას დიდად ვერ ვცვლით. სამაგიეროდ, არსებობს კინოს უჩვეულოდ მძაფრი უნარი, ნებისმიერი ილუზიიდან სინამდვილემდე

BRIDES IN THE VOID Read More »

SPECIFIC TIME AND WHOLE LIFE

რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს პანდემიისას, მკაცრი შეზღუდვის პირობებში? ყველაზე ნაკლები ალბათობით, შესაძლოა, ფილმი გადაიღოს. გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი „10:45“ (2021) კინოკომპანია „სიბლერ ფილმის“ შემოქმედებითმა გუნდმა სწორედ პანდემიის დროს გადაიღო. უფრო მეტიც – შეიძლება ითქვას, რომ პანდემია გახდა მოტივატორიც, ინსპირატორიც და მოქმედების ადგილის განმსაზღვრელიც. ეს ნამუშევარი პროდუქტია იმ პერიოდისა, როდესაც მილიარდობით ადამიანი საკუთარ რამდენიმე ათეულ კვადრატულ

SPECIFIC TIME AND WHOLE LIFE Read More »

SORROWFUL IS THE TIME WITH THE PARADE

If the tradition of Georgian cinema repeats itself thematically and develops artistic-thematic interpretations interestingly, then this refers to the versions of man's search for himself most clearly and obviously; dysfunctionality, or adaptation and spiritual crisis that originate in the themes interpreted by the 1960s continue for decades. They find various manifestations - in the Georgian cinema of the 1980s-1990s, 2000s and of the most recent period.

SORROWFUL IS THE TIME WITH THE PARADE Read More »

REJECTED NEGATIVES - FILM DISCUSSION AND MORE

„თან არსებობენ და თან არ არსებობენ“- ასე უხსნის ნიკას დაჩი, რა არის უარყოფითი რიცხვები. ნიკა და დაჩი არასრულწლოვანთა კოლონიის პატიმრები არიან ისევე, როგორც იქ მყოფი მათი თანატოლები – საზოგადოებისაგან და, ზოგჯერ, ოჯახისაგანაც კი უარყოფილები. „უარყოფითი რიცხვები“ (2019) უტა ბერიას ფილმია, რომელსაც პროექტის, „კინო სკოლაში“ ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უჩვენებენ ბავშვებს და შემდეგ საუბრობენ მასზე. კარგი

REJECTED NEGATIVES - FILM DISCUSSION AND MORE Read More »

FADED SUN IN THE CONFLICT ZONE

თანამედროვეობის უფერულ სივრცეში გადაშლილი უსამართლობის სახე ერთი სოფლის მკვიდრის ბიბლიურ განზოგადებად შეიძლება თურმე აღვიქვათ, თუ ბედნიერების, კაცთმოყვარების და სიმართლის ჩაგვრის ნამდვილ ამბავს შევქმნით. რეჟისორისა და სცენარის ავტორის, ბესო სოლომანაშვილის მხატვრული ფილმი, ,,ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (2021) 2008 წლის ომის ტრაგედიას ასახავს. ასეთი კონკრეტული და დრამატული, მთელი თავისი არსით, ადამიანთა უბედურება, როგორც ჩანს, იოლად შეიძლება განზოგადდეს, თუ

FADED SUN IN THE CONFLICT ZONE Read More »

FILM THAT RAISES QUESTIONS

ახალგაზრდა რეჟისორის, იოსებ (სოსო) ბლიაძის სრულმეტრაჟიან კინოსურათს, „ჩემი ოთახი“ (2022) ბოლო დროს გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო. იდეა, რის გარშემოც რეჟისორმა შექმნა ნამუშევარი, ცხადი და გასაგებია – საკუთარი თავის ძებნის პროცესში მყოფი ახალგაზრდა ქალი და ცხოვრებისეული მოულოდნელობები, არაერთი პრობლემა, რაც თანამედროვე ქართველის ცხოვრებაში არსებობს. კინოსურათის დადებითი და მნიშვნელოვანი დეტალები საქართველოშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც

FILM THAT RAISES QUESTIONS Read More »

FROM DIGNITY TO SILENCE

ნებისმიერი სოციალური დრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფუნქციადაკარგული და ადამიანური ღირსების შემლახველი ფაქტების მხატვრული ინტერპრეტაცია, ძალიან იოლად შეიძლება გარდაისახოს ტრაგედიად – ასეთია თანამედროვე სინამდვილის მიერ ნაკარნახევი და ჯერ კიდევ იტალიური ნეორეალიზმის ეპოქიდან შემორჩენილი, სინამდვილესთან ურთიერთობის განსაკუთრებული გზა, რომელიც კინოსთვის უცვლელად იძლევა ტრაგიკულ დასასრულამდე მისვლის შესაძლებლობებს. სოციალური დრამის ეს უნარი, თუნდაც იმის გამო უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური

FROM DIGNITY TO SILENCE Read More »

"I REMEMBER, I LOVED YOU. . ."

მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათისადმი, „იძინებს მზე“ (2017) ინტერესი ორი მომენტით იყო გაპირობებული: მარგო ცნობილი კინოტელერეჟისორის შვილია და ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს ნინო კასრაძე, მსახიობი, რომლის მონაწილეობა ჩემთვის წინაპირობაა ფილმის ან სპექტაკლისადმი განსაკუთრებული ინტერესისა, მითუმეტეს იგი უკვე ნანახი მყავდა მარგო ზუბაშვილის წინა ნამუშევარში, „დინოზავრი“, სადაც მხოლოდ ერთი ეპიზოდითა და  შთამბეჭდავი სამსახიობო ოსტატობით დაგვანახა პერსონაჟის ხასიათი,

"I REMEMBER, I LOVED YOU. . ." Read More »