FILM THAT RAISES QUESTIONS

ახალგაზრდა რეჟისორის, იოსებ (სოსო) ბლიაძის სრულმეტრაჟიან კინოსურათს, „ჩემი ოთახი“ (2022) ბოლო დროს გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო. იდეა, რის გარშემოც რეჟისორმა შექმნა ნამუშევარი, ცხადი და გასაგებია – საკუთარი თავის ძებნის პროცესში მყოფი ახალგაზრდა ქალი და ცხოვრებისეული მოულოდნელობები, არაერთი პრობლემა, რაც თანამედროვე ქართველის ცხოვრებაში არსებობს. კინოსურათის დადებითი და მნიშვნელოვანი დეტალები საქართველოშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც […]

FILM THAT RAISES QUESTIONS Read More »

FROM DIGNITY TO SILENCE

ნებისმიერი სოციალური დრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფუნქციადაკარგული და ადამიანური ღირსების შემლახველი ფაქტების მხატვრული ინტერპრეტაცია, ძალიან იოლად შეიძლება გარდაისახოს ტრაგედიად – ასეთია თანამედროვე სინამდვილის მიერ ნაკარნახევი და ჯერ კიდევ იტალიური ნეორეალიზმის ეპოქიდან შემორჩენილი, სინამდვილესთან ურთიერთობის განსაკუთრებული გზა, რომელიც კინოსთვის უცვლელად იძლევა ტრაგიკულ დასასრულამდე მისვლის შესაძლებლობებს. სოციალური დრამის ეს უნარი, თუნდაც იმის გამო უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური

FROM DIGNITY TO SILENCE Read More »

"I REMEMBER, I LOVED YOU. . ."

მარგო ზუბაშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათისადმი, „იძინებს მზე“ (2017) ინტერესი ორი მომენტით იყო გაპირობებული: მარგო ცნობილი კინოტელერეჟისორის შვილია და ამ ფილმში მთავარ როლს ასრულებს ნინო კასრაძე, მსახიობი, რომლის მონაწილეობა ჩემთვის წინაპირობაა ფილმის ან სპექტაკლისადმი განსაკუთრებული ინტერესისა, მითუმეტეს იგი უკვე ნანახი მყავდა მარგო ზუბაშვილის წინა ნამუშევარში, „დინოზავრი“, სადაც მხოლოდ ერთი ეპიზოდითა და  შთამბეჭდავი სამსახიობო ოსტატობით დაგვანახა პერსონაჟის ხასიათი,

"I REMEMBER, I LOVED YOU. . ." Read More »

BUSTLE DURING THE BREAK

დიდი ხანია კინო აღარ არის მასობრივი გასართობი სანახაობა. ის საზოგადოების ანარეკლია – ხან პროპაგანდისტული, ხან მკაცრი და ხანაც ფანტასტიკურად ნათელი, მაგრამ მან აშკარად უნდა აჩვენოს ზღვარი კარგსა და ცუდს, თეთრსა და შავს შორის და თუნდაც ეს იყოს ფილმი ნეგატიურ პერსონაჟზე, მის ადგილას ყოფნის სურვილი არ უნდა გაუჩნდეს მაყურებელს. კინო სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თანამედროვეობის

BUSTLE DURING THE BREAK Read More »

GENRE OF OUR LIFE: DRAMA OR BLACK COMEDY?

სოსო ბლიაძის ფილმი, „ოთარის სიკვდილი“ (2021) უცნაური ნამუშევარია. მთავრდება კინოსურათი და ვერ იგებ – მოგეწონა? არ მოგეწონა? რას გვეუბნება? იდეა ახლა მოდაში აღარ არის, მაგრამ თანამედროვე ენით – რა არის მისი მესიჯი? რომელია დადებითი გმირი? უარყოფითი? ვის უნდა უთანაგრძნოს მაყურებელმა? ამბავი იმის შესახებ, როგორ დაარტყა მანქანა 16 წლის ახალგაზრდამ სოფლის ბნელ შარაგზაზე მოხუცს და მოკლა,

GENRE OF OUR LIFE: DRAMA OR BLACK COMEDY? Read More »

A SHORT TRIP INTO THE PAST AND PRESENT

ყოველდღიურ რუტინაში ადამიანები კარგავენ მნიშვნელოვან ღირებულებებს, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობებს. ის თითქოს ახუნებს გრძნობებსა და ემოციებს, არ გვაძლევს საშუალებას დავფიქრდეთ, რამდენ დროს ვხარჯავთ ფუჭ ქმედებებსა და მატერიალურ ღირებულებების მოსაპოვებლად. მხოლოდ ცხოვრების დასასრულის მოახლოების შეგრძნება გაიძულებს, სამყაროს შეხედო ახალი თვალით და დაინახო თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი თავისუფლება. ნინო ჟვანიას სადებიუტო ფილმი, „აღლუმი“ (2018) მოგვითხრობს ერთ

A SHORT TRIP INTO THE PAST AND PRESENT Read More »

A NOVEL ABOUT WOMEN

ფილმის, „ანას ცხოვრება“ შემდეგ ნათლად გამოჩნდა, რომ მასში მოთხრობილ ამბავს გაგრძელება ექნებოდა. დღეს ნინო ბასილიას ეს კინოსურათი და შემდგომი ორი ნამუშევარი – „პერსონა №2“ და „ქიმიური ქორწილი“ კინოტრილოგიად შეიძლება მივიჩნიოთ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მათში ერთი და იგივე მსახიობები მონაწილეობენ. დრამატურგის, რეჟისორის, მწერლის, ნინო ბასილიას რომანს, „პლასტმასის ნერვს“ ამგვარი მინაწერი აქვს: „მდედრობითი სქესის რომანი“.

A NOVEL ABOUT WOMEN Read More »

FATHER IN THE AGE OF "FATHERLESSNESS"

დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „მამა“ (2015) ამ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. მსგავსი (ან დაახლოებითი) სახელწოდებით მსოფლიოში, ალბათ, ათობით ფილმი გადაღებულა. მამობა ან უმამობა ბევრი ნაწარმოების მთავარი სათქმელია. ასეთი მთავარი სათქმელით შემოვიდა კინოში დავით ფირცხალავაც. თან იმდენად საინტერესოდ, რომ 2015 წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჟიურიმ მისი ფილმი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა და პრიზიც გადასცა. ფილმს „მამა“ კი ქვია, მაგრამ,

FATHER IN THE AGE OF "FATHERLESSNESS" Read More »

AWAKENING

ზამთარი. სეზონი, როცა დრო ჩერდება. ადამიანები თბილ სახლებში იკეტებიან და გარე სამყაროსთან კონტაქტს თითქმის წყვეტენ. ისინი იქამდე არიან მოშორებული ყველაფერს, სანამ მზე ისევ არ მოვა მათ ფანჯრებთან ან მერცხლის ხმას არ გაიგონებენ. ამ პერიოდში დეპრესიის გაჩენის უზარმაზარი შანსია. შენ, როგორც პიროვნება, რჩები მარტო საკუთარ თავთან და უფრო მეტი დრო გაქვს ემოციების გამოსახატად, ცხოვრებაში გასარკვევად. დეპრესია

AWAKENING Read More »

FROM HUMANITY TO ANIMAL

ხშირად გამოყენებული გამოთქმა, ყველაზე დიდი ცხოველი ადამიანი არისო, ზუსტად ასახავს ამირან დოლიძის ფილმის, „ცხოველი“ (2019) შინაარსს. კინოსურათისათვის უფრო შესაბამისი იქნებოდა ამგვარი სათაური – „ადამიანი, როგორც ცხოველი“. რეჟისორი ყურადღებით აკვირდება მთავარ გმირს, რომლის სახელსაც მთელი ფილმის განმავლობაში ვერ ვიგებთ. ეს უკანასკნელი მიზნის მისაღწევად მზად არის გამოიყენოს აკრძალული ხერხები. როგორ შეიძლება ადამიანი დეგრადირდეს ამ დონემდე, ის ხომ

FROM HUMANITY TO ANIMAL Read More »