THE KISS OF JUDAS

Modern Georgian cinema has been particularly political in recent years. All this serves the aim of rethinking and seeing Georgian-Russian relations from a new perspective over the past 30 years. Rusudan Glurjidze began talking about the Abkhazian war with her very first film, “House of Others” (2016) and with her latest film, “The Antique” (2024), she touched on the most recent political relations between Russia and Georgia. The director based the film on a true story - the mass ....

THE KISS OF JUDAS Read More »

WHERE IS MY HOME?

კაცმა ცხოვრებაში სამი რამ უნდა მოასწროს: ჰყავდეს შვილი, დარგოს ხე, ააშენოს სახლი. სანამ კაცი ამას ასწრებს, ქალი რას შვრება? პიროვნების იდენტობის, დამოუკიდებელი ადამიანის საკითხი ხელოვნებისათვის, ალბათ, მაინც ყველაზე საინტერესო თემას წარმოადგენს, ვინაიდან ის მოიაზრებს ძიების პროცესს, წინააღმდეგობას, დრამატულობას, დაძაბულობას, მოლოდინს და თითქმის ყველაფერს, რაც ასე ძლიერ უყვარს ხელოვნებას. ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი, „ჩემი

WHERE IS MY HOME? Read More »

“HANDLOCKED” ROAD WON’T LEAD TO OUR LADY CATHEDRAL

არსებობენ გენიალური რეჟისორები, რომელთა შემოქმედებაში ძნელია გამოარჩიო ერთმანეთზე უკეთესი ფილმი და მას „Magnum opus“ უწოდო. რაც არ უნდა ხშირად ნახო საუკეთესო რეჟისორების კარგი ფილმები, შეიძლება რომელიმე გამორჩეულად შეიყვარო, მაგრამ „აღიარო“, რომ ყველა თავისებურად შედევრია. არ არსებობენ დიდი რეჟისორები რომელთა შემოქმედებაში არ ყოფილა თუნდაც ისეთი ფილმი, რომელზეც ფიქრობ, რომ მის ნიჭსა და შესაძლებლობას ბევრად ჩამოუვარდება, მაგრამ

“HANDLOCKED” ROAD WON’T LEAD TO OUR LADY CATHEDRAL Read More »

THE TRUTH HIDDEN IN THE SNOW

გვანცა მეფარიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფსიქოლოგიური ფილმი, „ნომერი 26” (2021) მოგვითხრობს ამბავს არა მხოლოდ ფიზიკურ ტრაგედიაზე, არამედ ადამიანურ გაურკვევლობაზე, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩნდება სინდისსა და დუმილში. აქ არ არის გამოხატული ბოროტება ისე, როგორც კლასიკურ ფილმებშია. მთავარი აქ შეკითხვებია – როგორ იქცევა ადამიანი შიშის დროს? როდემდე დაიმალება სიმართლე? სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედია ახალგაზრდა მწვრთნელის, ნიკას (30 წლის)

THE TRUTH HIDDEN IN THE SNOW Read More »

THE PAST THAT REMAINS IN THINGS

ფილმების უმეტესობა ომს აჩვენებს ხმაურით, მოქმედებით, დაპირისპირებით, მაგრამ არსებობს სხვა გზაც – ნელი, ჩუმი, ნივთებზე დაფუძნებული. ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმი „ნივთები“ (2017) ამ განსხვავებული ენის წარმომადგენელია. იგი საუბრობს საგნებით, წარსულის არქივითა და დუმილით. ეს არ არის მხოლოდ დევნილობის ქრონიკა, ეს არის კინემატოგრაფიული მცდელობა, აღადგინოს სახლის იდეა იმ სივრცეში, სადაც სახლი აღარ არსებობს, მაგრამ საგნები ჯერ

THE PAST THAT REMAINS IN THINGS Read More »

THE ALTAR BEHIND BARS

დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ქართულ კინოში გამოიკვეთა სხვადასხვა თემატიკის ფილმები. უმეტესად, მათში იგულისხმება სოციალურ საკითხებს, ისეთები, რაც მასისათვის უფრო ნაცნობი და ჩვეულია. მაგალითად, აფხაზეთის ომის შედეგები საზოგადოებაზე, ქუჩა, ნარკოტიკები, გაჭირვება და ა.შ. მათ შორის არის ციხე ან ციხიდან რეაბილიტირებული ადამიანები. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლებიც“ (2014), მეტწილად, ამ საკითხს ეხება, თუმცა ეს ნამუშევარი გამოირჩევა იმით, რომ ნაცნობ

THE ALTAR BEHIND BARS Read More »

THE UNBEARABLE BURDEN OF EXISTENCE

საზოგადოება ქმნის სტანდარტებს. ადამიანები მიჰყვებიან მოდას და სხვებსაც აიძულებენ, ასე მოიქცნენ. თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების განვითარებამ ფულის მოთხოვნილება კიდევ უფრო გაზარდა. სპეციალობებთან ერთად, გაჩნდა სხვადასხვა სოციალური ფენაც. ვინც დროს ფეხი აუწყო, ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება, ხოლო ვინც ჩამორჩა – სადღაც წარსულში ჩაიკარგა. არც ერთი სამსახური სამარცხვინო არ არის. უნდა ერიდებოდე ყველას მაშინ, როცა ცხოვრებისათვის არაფერს აკეთებ და

THE UNBEARABLE BURDEN OF EXISTENCE Read More »

APRIL'S SADNESS

2024 წლის 7 სექტემბერი ქართული კინო ისტორიისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან დღედ იქცა. დეა კულუმბეგაშვილის „აპრილს“ (2024) გადაეცა ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი. ამავდროულად, ის ნომინირებული იყო მთავარი პრიზის „ოქროს ლომის“ ჯილდოზეც.  ეს ახალგაზრდა რეჟისორი ჯერ კიდევ 2020 წელს გაეცნო მაყურებელს თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმით, „დასაწყისი“. ოთხი წლის შემდეგ მან „აპრილით“ განაგრძო ის სარეჟისორო გზა,

APRIL'S SADNESS Read More »

SORROW OF SEPARATION

განქორწინება, რაც არ უნდა რთული ურთიერთობებისგან თავის დაღწევის საუკეთესო გზა იყოს, მაინც იწვევს სიცარიელის, უიმედობის, მომავლის შიშისა და შფოთვის განცდას. ცოლ-ქმარი, რომელიც ერთ სისხლად და ხორცად მოიაზრებოდა, იხლიჩება და მათი გეგმებიმსწრაფლ იცვლის მიმართულებას. ერთი სიტყვით, ყველაფერი ყირამალა დგება. ამ ქაოსით გამოწვეული შფოთვა საკმაოდ დიდხანს გრძელდება მანამდე, სანამ ორივე არ მოერგება ახალი ცხოვრების რიტმს და თავიდან

SORROW OF SEPARATION Read More »

NUREMBERG TRIALS IN THE SCHOOL CAFETERIA

არსებობს ძალიან საინტერესო ლათინური გამოთქმა: ,,სასჯელი კოჭლობით მოდის“, ანუ არა არს დანაშაული, რომელიც დაუსჯელი დარჩება, რაოდენ დიდი დროც არ უნდა გავიდეს, თუნდაც ცამეტი წელი. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ადამიანს ბავშვობის დროინდელი ცოდვები აქვს მოსანანიებელი. „სალამი, ჩემო ტანჯულო ბავშვობავ“ – ამ სიტყვებით შედიან სასკოლო ბუფეტში ცამეტი წლის უნახავი თანაკლასელი ბიჭები, ერთ-ერთი მათგანის, ლაშა ციციშვილის, მეტსახელად „ციცის“

NUREMBERG TRIALS IN THE SCHOOL CAFETERIA Read More »