ამაღლებული ოცნების „შერეკილები“
არაერთ გამოჩენილ მწერალს შეუნიშნავს, რომ პროზას მხოლოდ იმის წყალობით უკავია თავისი კუთვნილი ადგილი მხატვრულ ლიტერატურაში, თუ რამდენად მოიცავს იგი პოეზიას. იგივე ითქმის ფილმის შესახებაც, რომელიც თავისი „ჩვეულებრივი“ სპეციფიკით პროზაულია, ხოლო მისი კუთვნილი ადგილი კინოხელოვნებაში იმის მიხედვით განიზომება, თუ რამდენად „არაჩვეულებრივია“ იგი თავისი პოეტური ფორმით. ფილმი, რომელ ჟანრსაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, ვერ იქცევა ჭეშმარიტი ხელოვნების …