FIRST ENCOUNTER WITH ADULTHOOD

როგორი განცდა ჩნდება მაშინ, როდესაც პირველი სერიოზული ნაბიჯი უნდა გადავდგათ? ერთდროულად, სასიამოვნო, შიშისმომგვრელი, ცხოველი ინტერესის გამომწვევი და სიამაყის შეგრძნება, რომ უკვე დიდი ხარ, იმდენად დიდი, რომ სახლში მარტო დარჩენასაც გაუმკლავდები. უკვე შეგიძლია ან უნდა შეძლო, უპატრონო შენს გვერდით მყოფ ადამიანებს. ამ დროს თითქოს წელში კარგად იმართები, სიმაღლეც გემატება, თავდაჯერებულობაც და ხვდები, რომ უკვე დიდი ადამიანი […]

FIRST ENCOUNTER WITH ADULTHOOD Read More »

THE RELATIONSHIP BETWEEN NATURE AND MAN

„კინოს საფუძველში ფიზიკური რეალობა დევს და კინოს მასალა ფირზე აღბეჭდილი რეალობაა.“ (ზიგფრიდ კრაკაუერი). ეს სიტყვები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტური რეალობის ასახვა დოკუმენტურ კინოში. ის უნდა იყოს აღმწერი, ეძიოს მნიშვნელოვანი, ნამდვილი პრობლემა, აჩვენოს და გააერთიანოს ფაქტები და მაყურებლამდე „რეალური რეალობა“ მიიტანოს. თანამედროვე ქართული დოკუმენტური კინო აშკარა პროგრესს განიცდის, რადგან ბოლო წლების ნამუშევრები

THE RELATIONSHIP BETWEEN NATURE AND MAN Read More »

WHY ISN'T LIFE AS SWEET AS CHOCOLATE?!

ხშირ შემთხვევაში, რეჟისორი იმას იღებს, რაც აწუხებს, რაც უნახავს, რაც გადაუტანია, კინოსურათს პირადი დეტალებით ავსებს და არ არიდებს თავს სუბიექტურობას. ლუკა კოპალეიშვილის სტუდენტური დოკუმენტური კინოსურათი, „ცოტა რამ მამაჩემის შესახებ“ (2022), აშკარად, პირადი ნამუშევარია, სადაც ავტორი მამამისის შესახებ გვიყვება. დიახ, ეს სუბიექტური ნამუშევარია, რეჟისორის ოჯახის ამბავია – რთული, სამწუხარო, მაგრამ საინტერესო მოცემულობა, რომელშიც ის ცხოვრობს. რეჟისორის

WHY ISN'T LIFE AS SWEET AS CHOCOLATE?! Read More »

KHARAGAULI WAITING FOR GODOT

დიდი ამბიციები, მასშტაბური პროექტები, სოფლის მოსახლეობა, მთავრობის არასწორი ნაბიჯები და დაუსრულებელი  მოლოდინი. ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმში, „გვირაბი“ (2019) არის ცხადი მტკიცებულება იმისა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე არ არის. „გვირაბი“ ხარაგაულის რაიონში, მოლითის სარკინიგზო სადგურის მშენებლობის დაუსრულებელ ციკლს ასახავს. მთავრობისა და „საქართველოს რკინიგზის“ ეს მასშტაბური და პომპეზური პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის დღის წესრიგს

KHARAGAULI WAITING FOR GODOT Read More »

FILM THAT RAISES QUESTIONS

ახალგაზრდა რეჟისორის, იოსებ (სოსო) ბლიაძის სრულმეტრაჟიან კინოსურათს, „ჩემი ოთახი“ (2022) ბოლო დროს გადაღებულ ფილმებს შორის ყველაზე დიდი ყურადღება დაეთმო. იდეა, რის გარშემოც რეჟისორმა შექმნა ნამუშევარი, ცხადი და გასაგებია – საკუთარი თავის ძებნის პროცესში მყოფი ახალგაზრდა ქალი და ცხოვრებისეული მოულოდნელობები, არაერთი პრობლემა, რაც თანამედროვე ქართველის ცხოვრებაში არსებობს. კინოსურათის დადებითი და მნიშვნელოვანი დეტალები საქართველოშიც და საერთაშორისო მასშტაბითაც

FILM THAT RAISES QUESTIONS Read More »