JOURNEY IN THE DARK

  „ბოროტმოქმედი“ – ასე ჰქვია დიმიტრი მამულიას ფილმს, რომელიც გადაღებულია 2019 წელს. რეჟისორი სათაურით უკვე ქმნის განწყობას და მოლოდინს. მთავარი გმირი ავტორის მიერ იდენტიფიცირებული და შერაცხულია ბოროტმოქმედად. კეთილისა და ბოროტის ჭიდილში მხარე გარკვეულია. მაყურებელმა წინასწარ იცის, ვისთან ექნება საქმე. ბოროტებასთან შესახვედრად მას დიდხანს ლოდინი არ უწევს. ფილმი იწყება მკვლელობის ეპიზოდით, რომლის მოწმეც მთავარი გმირი გიორგი […]

JOURNEY IN THE DARK Read More »

SPECIFIC TIME AND WHOLE LIFE

რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს პანდემიისას, მკაცრი შეზღუდვის პირობებში? ყველაზე ნაკლები ალბათობით, შესაძლოა, ფილმი გადაიღოს. გიორგი გოგიჩაიშვილის მოკლემეტრაჟიანი კინოსურათი „10:45“ (2021) კინოკომპანია „სიბლერ ფილმის“ შემოქმედებითმა გუნდმა სწორედ პანდემიის დროს გადაიღო. უფრო მეტიც – შეიძლება ითქვას, რომ პანდემია გახდა მოტივატორიც, ინსპირატორიც და მოქმედების ადგილის განმსაზღვრელიც. ეს ნამუშევარი პროდუქტია იმ პერიოდისა, როდესაც მილიარდობით ადამიანი საკუთარ რამდენიმე ათეულ კვადრატულ

SPECIFIC TIME AND WHOLE LIFE Read More »

FATHER IN THE AGE OF "FATHERLESSNESS"

დავით ფირცხალავას მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „მამა“ (2015) ამ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. მსგავსი (ან დაახლოებითი) სახელწოდებით მსოფლიოში, ალბათ, ათობით ფილმი გადაღებულა. მამობა ან უმამობა ბევრი ნაწარმოების მთავარი სათქმელია. ასეთი მთავარი სათქმელით შემოვიდა კინოში დავით ფირცხალავაც. თან იმდენად საინტერესოდ, რომ 2015 წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჟიურიმ მისი ფილმი ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარა და პრიზიც გადასცა. ფილმს „მამა“ კი ქვია, მაგრამ,

FATHER IN THE AGE OF "FATHERLESSNESS" Read More »