ზამთარი ჩვენი მარტოობისა

სამხრეთის ქვეყნებისთვის თოვლი იშვიათი და ცოტა მისტიკური მოვლენაა, მათ შორის საქართველოსთვისაც. ის თითქოს დროს აჩერებს და ამ გაჩერებულ დროში ადამიანებს სამყაროსგან განცალკავებისა და მარტოობის განცდა ეუფლება.  ბაკურ ბაკურაძის ფილმში, „თოვლი ჩემს ეზოში“ (2024) მძიმე და სველი ფიფქებით თოვს. თოვლი მოდის და დროსთან ერთად გმირების „გაჩერებული“ ცხოვრების მოწმეებად აქცევს მაყურებელს. მთავარი გმირი ლევანია (ლევან გოგოლაძე), ოდესღაც […]

ზამთარი ჩვენი მარტოობისა Read More »

WHEN THE BLACKBERRY BLOSSOMED

ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია თაობების მიერ გამოცდილ-გადამოწმებული მზა სქემებით ცხოვრობს, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული, რომელ ასაკში როგორ უნდა გამოიყურებოდე, რა გაინტერესებდეს, რისკენ ისწრაფვოდე და რა მოვალეობები გეკისროს. განსაკუთრებით დაუნდობელი ეს დაუწერელი სქემა-კანონები არის ქალების მიმართ, რომელთა ცხოვრების გზა მკაცრად განისაზღვრება ასაკით. თითქმის ყველა, 30 წელს გადაცილებული, გაუთხოვარი ქალისთვის ნაცნობია შეგრძნება, როდესაც ერთ დღეს აღმოაჩენს,

WHEN THE BLACKBERRY BLOSSOMED Read More »

LOST IN TIME HERO

„გამარჯობა ქალბატონო, რამე ვაკანსია ხომ არ გაქვთ?“ – ისმის კადრსმიღმა ხმა ჯერ კიდევ შავი ეკრანისა და ტიტრების ფონზე – ასე იწყებს რეჟისორი კეკო ჭელიძე თავისი ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირის გაცნობას მაყურებლისთვის. სადღაც მეოთხე წუთზე შემოდის მუსიკა და უკვე გარკვევით ჩანს თავად გმირიც – გზაჯვარედინზე მდგომი პატარა გამხდარი კაცი, დიდი გიტარით ხელში, რომელსაც

LOST IN TIME HERO Read More »