CAUSE OF DISASTER – BULLET THAT MISSED THE TARGET

ხათუნა ვაშაძის სადებიუტო კინოსურათი, „ტყვია“ (2022) საკმაოდ მრავლისმთქმელი და დასამახსოვრებელია, რომელიც უტოვებს მაყურებელს საფიქრალს. იგი აჩვენებს სასტიკ სამყაროს, სადაც ერთმა უნებლიე ქმედებამ შეიძლება მთელი ცხოვრება გაანადგუროს. როდესაც პიკნიკზე მყოფ პატარა ბიჭს ბრმა ტყვია ხვდება, ბედნიერი ოჯახის ცხოვრება ნადგურდება, ოდესღაც იდეალური არსებობა წამებად იქცევა. მამა ცდილობს როგორმე გადარჩინოს ოჯახი, დედა გლოვობს, პოლიცია კი უძლურია, არც ერთი […]

CAUSE OF DISASTER – BULLET THAT MISSED THE TARGET Read More »

RETURN TO LIFE

როცა მშობელს კარგავ, ობოლი ხდები, თუ მეუღლეს – ქვრივი, მაგრამ როცა ბავშვი კვდება, ეს იმდენად საშინელია, რომ ხალხმა ამას სახელიც კი ვერ მოუძებნა. ძნელია ამ ტრაგედიის ანალოგის პოვნა და მშობლის ადგილას თავის წარმოდგენა. თინათინ ემირიძე თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, „შავი ზღვა“ (2021) ცდილობს მაყურებლამდე მიიტანოს ამ ტრაგედიის სრული სიღრმე და მასშტაბურობა. ეს არის ამბავი ოჯახზე, რომელმაც

RETURN TO LIFE Read More »

LOVELY AND SPECTACULAR

როდესაც რეჟისორები მრავალმხრივი იდეის გამოსახატავად ეძებდნენ უნიკალურ ტექნიკასა და საავტორო სტილს, სწორედ ამ დროს შეიქმნა იგავური თხრობა კინოში. ადგილისა და დროის დაუკონკრეტებლად, შეფარვით, ისე რომ ერთ პერსონაჟში მრავალი ადამიანის სახე ასახო, არ აწყენინო არავის და, ამავდროულად, გააკრიტიკო ყველა. ამის მშვენიერი მაგალითია თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი, „მოქალაქე წმინდანი“ (2023) – ფილოსოფიური იგავი რწმენაზე, შიშზე, ადამიანებსა და მათ

LOVELY AND SPECTACULAR Read More »

IN PURSUIT OF A DREAM

ემიგრაციის თემა ფართოდ განიხილება კინოში. ეს პრობლემა მუდმივად აქტუალურია, მასზე იქმნება არა მხოლოდ მხატვრული, არამედ დოკუმენტური ფილმებიც. ასახო შიშები იმ ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან დატოვონ სამშობლო და წავიდნენ უკეთესი ცხოვრების საძიებლად, ამის გულწრფელი ჩვენება დოკუმენტურ ფილმებში უფრო კარგადაა შესაძლებელი, რადგან ადამიანი თავად ყვება საკუთარ ამბავს, განვლილ გზას, ზედაპირზე ამოაქვს შინაგანი ემოციები, რითაც უფრო ზუსტადაა შესაძლებელი

IN PURSUIT OF A DREAM Read More »

TEENAGE ON THE POVETRY LINE

თაობათა კონფლიქტი ხელოვნებაში ერთ-ერთი მარადიული და მნიშვნელოვანი თემაა. მშობლებსა და შვილებს შორის გაუგებრობები არც ისე იშვიათია და რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო ხშირი ხდება. ამის შესახებ უამრავი წიგნი დაიწერა და ასობით ფილმი გადაიღეს, ამიტომ ძალიან რთულია რაიმე უნიკალური შექმნა. სოსო ბლიაძის კინოსურათი, „სამი საფეხური“ (2017) ამ კატეგორიის ერთი რიგითი წარმომადგენელია. წარმოიდგინეთ, როგორი ძნელია მოზარდისთვის,

TEENAGE ON THE POVETRY LINE Read More »

MYTH AS A COLLISION WITH REALITY

მითოლოგიური სიმბოლოების გამოყენება მსოფლიო კინოში ნამდვილად არ არის ახალი. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ქართულ კინოშიც მოიძებნება რამდენიმე მსგავსი ნიმუში. ერთ-ერთი მათგანია სანდრო სულაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „გუშაგები“ (2021), რომელიც ამ საკითხს განსხვავებული კუთხით განიხილავს. ქართული მრავალფეროვანი მითოლოგიური პერსონაჟები თემის მრავალმხრივ წარმოჩენის საშუალებას იძლევიან. ყველა კუთხეს ხომ თავის სიმბოლო ჰყავს: მთიანეთში – ფუძის ანგელოზი, იახსარი, ჭინკა, მეგრულში –

MYTH AS A COLLISION WITH REALITY Read More »

RELATIONSHIPS ON THE VERGE OF APOCALYPSE

გლობალური კატასტროფისა და მთელი პლანეტის სიკვდილის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ამჟამინდელ კრიზისულ სამყაროში ის უფრო მიმზიდველია. მასზე საუბრები განსაკუთრებით გახშირდა 2012 წელს, როდესაც მაიას კალენდრის მიხედვით გლობალური კატასტროფა იყო მოსალოდნელი. ახლა ეს უკვე წარსულია და მას კინოში ბევრი ნამუშევარი მიეძღვნა. ამ თემას არაერთმა რეჟისორმა მიმართა. მათ შორის არიან სტივენ სპილბერგი და ლარს ფონ ტრიერი.

RELATIONSHIPS ON THE VERGE OF APOCALYPSE Read More »

DAM – SYMBOL OF HOPE OR HOPELESSNESS

  ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ის ჯერ კიდევ სისხლმდინარე, მოუშუშებელი ტკივილია. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ცდილობენ, ეს მტკივნეული საკითხი ასახონ თავიანთ შემოქმედებაში: არსებობს ამის გადმომცემი არაერთი მუსიკალური, ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული ნიმუში, გადაღებულია არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური კინოსურათი. ომი სამუდამოდ რჩება ხალხის მეხსიერებაში, თუნდაც მისი დასრულებიდან ათწლეულები იყოს გასული, ამიტომაც ის მუდამ აქტუალურია და

DAM – SYMBOL OF HOPE OR HOPELESSNESS Read More »

HISTORY OF ONE CRIME

მოკლემეტრაჟიანი კინოს ერთ-ერთ ამოცანად გვევლინება ახალგაზრდა რეჟისორების წარმოჩენა. ეს ფორმატი აძლევს საშუალებას ავტორს, ფართო აუდიტორიას გააცნოს თავისი მხატვრული ენა, მიგნებები და შეხედულებები. მცირე ბიუჯეტით, ნაკლებ დროში მან შეიძლება შექმნას ისეთი ფილმი, რითაც თავი დაამახსოვროს კინოს მოყვარულებს. რაც უფრო ექსპერიმენტული იქნება ამგვარი კინოსურათი, მით უფრო მეტად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს კინოკრიტიკოსებისთვის. ქართველი კინორეჟისორები ბოლო პერიოდში მეტად გააქტიურდნენ

HISTORY OF ONE CRIME Read More »

ESCAPE FROM LONELINESS OR ITS CONSTANT QUEST

არის თემები, რომლებსაც კინოს შემქმნელები მისი დაარსების დღიდან იყენებენ, რასაც ბევრმა ბანალურიც კი შეიძლება უწოდოს. მათ შესახებ არაერთი ფილმია გადაღებული. ესენია – ურთიერთობის დეფიციტი, საკუთარი „მეს“ მუდმივი ძიება, გაუგებრობები, სკანდალები. ეს არის ის, რასაც ყოველდღე აწყდება საზოგადოება და ზოგჯერ ვერც ამჩნევს, რის დაფასებასაც წყვეტს ადამიანი და რა დროსაც კარგავს საკუთარ თავს. მსგავსი თემები მარადიულია და,

ESCAPE FROM LONELINESS OR ITS CONSTANT QUEST Read More »