LOST IN THE LABYRINTH OF MEMORIES

„სამოციანელები“ ეწოდება რეჟისორთა ერთ თაობას, რომლის წარმომადგენლებმაც ყველაზე მეტად მოახერხეს დაპირისპირებოდნენ „მამებს“ თავიანთი ეროვნული, დემოკრატიული ღირებულებებით, თავისუფლებისაკენ სწრაფვითა და ინდივიდუალიზმით. ფაქტობრივად, ქართული კინოს განვითარების შემდგომ ეტაპებზე ვერც ერთმა თაობამ ვერ მოახერხა მათი ჩანაცვლება, მათთან დაპირისპირება, პირიქით, სწორედ „სამოციანელების“ ხელოვნებამ „ასაზრდოვა“ შემდეგი თაობების კინო. ლანა ღოღობერიძე იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საბჭოთა კავშირში არსებული ძლიერი ცენზურის […]

LOST IN THE LABYRINTH OF MEMORIES Read More »

WHEN THE BLACKBERRY BLOSSOMED

ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია თაობების მიერ გამოცდილ-გადამოწმებული მზა სქემებით ცხოვრობს, სადაც ზუსტად არის განსაზღვრული, რომელ ასაკში როგორ უნდა გამოიყურებოდე, რა გაინტერესებდეს, რისკენ ისწრაფვოდე და რა მოვალეობები გეკისროს. განსაკუთრებით დაუნდობელი ეს დაუწერელი სქემა-კანონები არის ქალების მიმართ, რომელთა ცხოვრების გზა მკაცრად განისაზღვრება ასაკით. თითქმის ყველა, 30 წელს გადაცილებული, გაუთხოვარი ქალისთვის ნაცნობია შეგრძნება, როდესაც ერთ დღეს აღმოაჩენს,

WHEN THE BLACKBERRY BLOSSOMED Read More »

BLOWS AND BENEFITS THAT DEATH BRINGS

ბოლო პერიოდში, ქართულსა და მსოფლიო კინოში იგავის განახლებული ფორმების, იგავური თხრობისკენ მიბრუნების შემთხვევები იკვეთება. იქმნება ატმოსფერო, რომელიც პირობითობასა და ქვეტექსტებს ეფუძნება, შეიცავს მაყურებლისათვის განკუთვნილ გზავნილთა სისტემას და ავტორის მკაფიო პოზიციას ამჟღავნებს. მიანიშნებს, მაგრამ არ განმარტავს. აქვს სიმბოლოთა სისტემით გადმოცემული ფარული აზრი. არ ძალადობს მაყურებელზე და სათქმელის, მოვლენების პირადულად ახსნის პირობას, აღქმის, შეფასების, წაკითხვის სრულ თავისუფლებას

BLOWS AND BENEFITS THAT DEATH BRINGS Read More »

RELATIONSHIPS ON THE VERGE OF APOCALYPSE

გლობალური კატასტროფისა და მთელი პლანეტის სიკვდილის იდეა ახალი არ არის, მაგრამ ამჟამინდელ კრიზისულ სამყაროში ის უფრო მიმზიდველია. მასზე საუბრები განსაკუთრებით გახშირდა 2012 წელს, როდესაც მაიას კალენდრის მიხედვით გლობალური კატასტროფა იყო მოსალოდნელი. ახლა ეს უკვე წარსულია და მას კინოში ბევრი ნამუშევარი მიეძღვნა. ამ თემას არაერთმა რეჟისორმა მიმართა. მათ შორის არიან სტივენ სპილბერგი და ლარს ფონ ტრიერი.

RELATIONSHIPS ON THE VERGE OF APOCALYPSE Read More »

WHEN YOU CAN'T WAIT TO TELL, WHAT YOU WANT TO TELL

„კარგი სვანური ისტორია“ – ასე ითარგმნება სვანურიდან ქართულად მარიამ ხაჭვანის 2017 წელს გადაღებული მხატვრული ფილმის სათაური. მაყურებელი ამ კინოსურათს იცნობს სათაურით –  „დედე“ (სცენარის ავტორები – მარიამ ხაჭვანი, ვლადიმერ კაჭარავა). მისი მთავარი გმირი ქალია – დინა (ნათია ვიბლიანი). ფილმის რეჟისორი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ აქ თხრობა სავსებით რეალურ ფაქტებს ეყრდნობა და დინას მსგავსი ამბავი, ისევე,

WHEN YOU CAN'T WAIT TO TELL, WHAT YOU WANT TO TELL Read More »

ANNOTATION OF ONE DESTINY OF MANY SOULS

1980-1990-იანი წლების საქართველომ „ანდერგრაუნდის“ მუსიკოსთა თუ მხატვართა თაობაში ბევრი საინტერესო და, ამასთანავე, ისეთი ბედი შვა, რომელსაც მომავლისკენ მიპყრობილ მზერაშივე გაუჩნდა შიშისმომგვრელი ფიქრი. კეკო ჭელიძის ფილმის, „მკვდარი სულების არდადეგების“ (2020) მთავარი გმირი, მუსიკოსი ლევან სვანიძე ერთ-ერთი იმათგანია, ვინც დროსა და სიცარიელეში ჰპოვა მოჩვენებითი სიმშვიდე. ინტერესი 45 წლის მუსიკოსისადმი, ფაქტობრივად, უმუშევარი რომ არის, დედასთან ერთად რომ ცხოვრობს

ANNOTATION OF ONE DESTINY OF MANY SOULS Read More »

LIFE AS A MASQUERADE

პატარა, საცოდავი არსებაა ადამიანი. იგი მხოლოდ თავის კეთილდღეობაზე ფიქრობს. მას აქვს დიდი ეგო, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში აკმაყოფილებს, კვებავს, საკუთარი თავის იქით არ იყურება, არ აინტერესებს, სხვას რა დაემართება და როგორ იქნება, არ სურს გრძნობები გააშიშვლოს და მეორე ადამიანზე იზრუნოს, არ აღიარებს სხვის პრობლემას იქამდე, სანამ უშუალოდ მას არ შეეხება ეს. იგი ფიქრობს, რომ რაც

LIFE AS A MASQUERADE Read More »

Beyond the "Horizon"

იყო პერიოდი, როცა მსოფლიო კინემატოგრაფში, და რასაკვირველია, ქართულ კინოშიც, თითებზე ჩამოსათვლელი იყვნენ კინორეჟისორი ქალები. კინორეჟისურა, სრულიად უსაფუძვლოდ, მამაკაცების საქმედ უფრო ითვლებოდა. დღევანდელ ქართულ კინოში, მართლაც, წარმატებულია მრავალი კინორეჟისორი ქალი. მათი ფილმების უმეტესობაში მთავარი პერსონაჟები ქალები არიან, მათ გარშემო ტრიალებს სამყარო ყოველდღიური და, არა მხოლოდ ყოველდღიური, პრობლემებით. თინათინ ყაჯრიშვილის კინოსურათის, „ჰორიზონტი“ (2018) მთავარი გმირი, ამჯერად, მამაკაცია

Beyond the "Horizon" Read More »

DAM – SYMBOL OF HOPE OR HOPELESSNESS

  ქართულ-აფხაზური კონფლიქტიდან 30 წელი გავიდა, თუმცა ის ჯერ კიდევ სისხლმდინარე, მოუშუშებელი ტკივილია. ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები ცდილობენ, ეს მტკივნეული საკითხი ასახონ თავიანთ შემოქმედებაში: არსებობს ამის გადმომცემი არაერთი მუსიკალური, ლიტერატურული თუ კინემატოგრაფიული ნიმუში, გადაღებულია არაერთი მხატვრული თუ დოკუმენტური კინოსურათი. ომი სამუდამოდ რჩება ხალხის მეხსიერებაში, თუნდაც მისი დასრულებიდან ათწლეულები იყოს გასული, ამიტომაც ის მუდამ აქტუალურია და

DAM – SYMBOL OF HOPE OR HOPELESSNESS Read More »

WORLD HEROES BOUND BY THE BURDEN OF FREEDOM

თანამედროვე სამყაროს არსებობის ერთ-ერთი, ყველაზე დიდი და, ამასთანავე, რთულად მისაღები უცნაურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ტოლერანტულად მოაზროვნე საზოგადოების კომპლექსით შეპყრობილი, თავად ასეთი საზოგადოება ვერ და არ ეგუება სიცოცხლის გარდაუვალ ჭეშმარიტებებს. ფილმი „შაშვი, შაშვი მაყვალი“ (2023, რეჟ. ელენე ნავერიანი) ამავე სახელწოდების მოთხრობის ეკრანიზაციაა. საერთოდ, ეკრანიზაციის ტრადიციიდან გამომდინარე, მასში, პირველ რიგში, ,,ახალ ხედვას“ ან რეჟისორის ამოკითხულ ქვეტექსტებს

WORLD HEROES BOUND BY THE BURDEN OF FREEDOM Read More »