AWAKENING FROM IMAGINATIONS

ხშირად ადამიანებს ფიქრების ზღვაში ჩაძირვა სჩვევიათ. თითქოს ეს თითოეული მათგანის თანდაყოლილი მახასიათებელია. ეს ზედმეტი ფიქრი კი საკუთარი შიშების, კომპლექსების ან თუნდაც შინაგანი სურვილებისგან შეიძლება იყოს განპირობებული. მათ აქვთ უნარი, შეიპყრონ ადამიანის გონება ნებისმიერ დროს ან ადგილას და სწორედ აქ იწყება შიშებთან შეხვედრაც – მაშინ, როდესაც ადამიანი განიცდის არა რეალურ პრობლემას, არამედ იმ ვერსიას, რომელიც საკუთარ […]

AWAKENING FROM IMAGINATIONS Read More »

SUMMER TREASURE

ცნობილი ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი თავის 1982 წელს გამოქვეყნებულ მოთხრობაში, „გვამი“ წერდა: „რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოუთქმელიცაა. ამგვარი აზრის თუ განცდის გამჟღავნებას ვერიდებით, რადგან სიტყვები მის მნიშვნელობას აკნინებს. რაც ადრე უმნიშვნელოვანესი გვეჩვენებოდა, როგორც კი ვინმეს გავუზიარებთ, წამსვე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ამბად იქცევა.“ სტივენ კინგის აღნიშნული ციტატის დაკავშირება კინოს, როგორც მედიუმის, ბუნებასთან შეიძლება. კინოხელოვნების ძვირფასი მხარე ისაა, რომ

SUMMER TREASURE Read More »

WHILE RETURNING TO THE FORGOTTEN LAND

ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ სანამ საქართველოში ქრისტიანობა გავრცელდებოდა, ქართველები წარმართები იყვნენ. არსებობდა უამრავი ღვთაება, კერპი, ტრადიცია თუ ლოცვა-რიტუალი, რასაც ხალხი გულმოდგინედ ემსახურებოდა და ასრულებდა, თუმცა ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ წარმართული ტრადიციები ბოლომდე არც მივიწყებულა. საქართველოს გარკვეულ სოფლებსა თუ რაიონებში დღემდე არის შემორჩენილი ის პატარ-პატარა რიტუალები თუ შელოცვები, რაც ხალხს, წინაპრებიდან მოყოლებული, თან სდევს. იბერიულ-კავკასიური მითოლოგია აერთიანებს

WHILE RETURNING TO THE FORGOTTEN LAND Read More »

DANCING WITHOUT PASSION

ადამიანების უმეტესობას სმენითი მეხსიერება აქვს – გარკვეული ფრაზები, მელოდიები და ჰანგები მარტივად ამახსოვრდება, მათი დიდი ხნის შემდეგ გაგონება კი ნოსტალგიურ გრძნობას ბადებს. რა შეგრძნება დაგეუფლებოდათ ახლა რომელიმე ძველ ქართულ რადიოს რომ მოუსმინოთ? თავისი გადაცემების შესავლებითა და ნაცნობი წამყვანის ხმებით. ეს რაღაც ძალიან შორეულ და ნოსტალგიურ ქმედებად იქცა, ვინაიდან ახლა ადამიანების უმეტესობა მანქანაში, ბლუთუზის მოწყობილობის საშუალებით,

DANCING WITHOUT PASSION Read More »

A STORY COVERED IN FOG

თინათინ ემირიძის დოკუმენტური ფილმი, „ნისლის ფარდა“ (2019) ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრის ამბავს მოგვითხრობს. უფრო სწორად, ეს ფილმი ერთგვარი აღწერა უფროა, ვიდრე თხრობა და, ალბათ, მისი მთავარი პრობლემაც სწორედ ამაშია. სანამ რეჟისორის ჩანაფიქრი მაყურებლამდე მიაღწევს, მან ნისლიანი პეიზაჟები (საკმაოდ დიდ ნაწილს რომ იკავებს), პირველივე წუთიდან პერსონაჟების სიუხვე და მათი შორიდან გაცნობით გამოწვეული დაბნეულობა, სიუჟეტის მოულოდნელი ცვლილება

A STORY COVERED IN FOG Read More »

CINEMA – WEAPON FOR PROPAGANDA

თამბაქოს მოწევა ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხეა, რომელიც იწვევს ფილტვების დაავადებებს, გულ-სისხლძარღვთა პრობლემებსა და სიმსივნეს. ნიკოტინი და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები იწვევს დამოკიდებულებას, რაც რთულს ხდის მის შეწყვეტას. მიუხედავად ამისა, ბევრი ადამიანი აგრძელებს მოწევას სტრესის შესამსუბუქებლად თუ სხვა მიზნებისათვის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები ცდილობენ ცნობიერების ამაღლებას და მოწევის შემცირებას. მსგავსი გლობალური პრობლემისადამი მიძღვნილი კინოსცენარის შექმნა მარტივი, მაგრამ არცთუ ისე

CINEMA – WEAPON FOR PROPAGANDA Read More »

THE STRUGGLE FOR ACQUIRING MEANING

თუ ჩავწვდებით XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, არტურ შოპენჰაუერის ლიტერატურული ნაშრომის, „სამყარო როგორც ნება და იდეა“ დედააზრს, მივხვდებით, რომ სწორედ ეს ორი ცნება წარმოადგენს კაცთა მოდგმის არსის საფუძველს, მის დაუოკებელ სურვილსა და ბუნებრივ მისწრაფებას სიცოცხლისადმი. აქედან გამომდინარე ნებისმიერი დაბრკოლება, რასაც ინდივიდი აწყდება გადალახვადია თუ, რა თქმა უნდა, არსებობს მოტივი და სურვილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ეფლობა აბსურდში

THE STRUGGLE FOR ACQUIRING MEANING Read More »

SILENT HEALER

  ადამიანურ იზოლაციას თავისი ენა აქვს – გონებასა და გარე სამყაროს შორის ერთდროულად ჩუმი და ადამიანის იდენტობისათვის გამანადგურებლად ხმაურიანი, მახრჩობელა დიალოგის ფორმა. სალომე ვეფხვაძის სტუდენტური ფილმი, „მე, ისინი და მამა“ (2014) ამ ენას ოსტატურად მიმართავს და მაყურებელს მთავარი გმირების, 12 წლის გოგონასა და მისი ფსიქიკურად ავადმყოფი მამის წარმოსახვით სამყაროში ინტერესით ითრევს. კინოსურათმა ბულგარეთში, სოფიაში გამართულ

SILENT HEALER Read More »

AND GOD LABOURED ON THE SEVENT DAY TOO

  XX საუკუნის შემოქმედებითი სფეროს ერთ-ერთი განსაკუთრებული წარმომადგენილი, დეივიდ ბოუი ხშირად უკავშირებდა თავის შემოქმედებას სულიერებასა და ღმერთის არსებობის კონცეფციას. მან 1997 წლის ინტერვიუში ახსენა კიდეც, რომ ღმერთის ძიება არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სიცოცხლის ცხოვრებად ქცევისათვის. სწორედ ამ გენიალური მუსიკოსის ცნობილი სიმღერით, “Space Oddity”-ით იწყება გიორგი ფსიტიძის სტუდენტური ფილმი, „A4 ღმერთი სამსახურშია” (2022). გვესმის გიტარის პირველი

AND GOD LABOURED ON THE SEVENT DAY TOO Read More »

THE GIRL BY THE LAKE

  ყველა ადამიანს განსხვავებული ოცნებები, სურვილები და მიზნები აქვს. სამწუხაროა, იმ ადამიანის ცხოვრება, რომელსაც არ აქვს არცერთი მათგანი და მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის. ასეთები, ფაქტია, არც სხვის კომფორტსა და უფლებებზე ფიქრობენ და მათ ირიბად თუ აშკარად არღვევენ ხოლმე. მათი მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გამოდგეს როგორც დღეს, ასევე ხვალ ან თუნდაც კვირის ბოლოს. არჩილ სიჭინავას სტუდენტური

THE GIRL BY THE LAKE Read More »