REVENGE

უცნაური რამაა ეს ცხოვრება. არასდროს იცი, რა დროს რას უნდა მოელოდე მისგან. ხანდახან განცდა გაქვს, რომ ვიღაც შენს ყოველდღიურობას თვალს ადევნებს და ზუსტად ისეთ მომენტში გიქმნის პრობლემას, როცა ყველაზე ნაკლებად ელი და ყველაზე ნაკლებად ხარ მზად მის მოსაგერიებლად; როდესაც გგონია, რომ უკვე სამშვიდობოს ხარ გასული და წინა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები შენზე გავლენას ვეღარ იქონიებენ; როცა […]

REVENGE Read More »

IMITATION – AID OR HINDERING FACTOR NEEDS

თანამედროვე საავტორო კინოში გვხვდება რამდენიმე სპეციფიკური ნიშანი, რომელსაც ახალგაზრდა რეჟისორებიც მიმართავენ და ხშირად ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ფილმს ეს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ შეიქმნა კონკრეტული სტანდარტი და ეს სტანდარტი „აუცილებლად“ გასათვალისწინებელია. ამდენად, ხშირადაა ფილმებში მიბაძვა. ერთი მხრივ, მიბაძვა შესწავლის და განვითარების პროცესია, ხოლო მეორე მხრივ, ის რეჟისორისთვის, განსაკუთრებით კი დამწყები რეჟისორისთვის, ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება.

IMITATION – AID OR HINDERING FACTOR NEEDS Read More »

WHY ISN'T LIFE AS SWEET AS CHOCOLATE?!

ხშირ შემთხვევაში, რეჟისორი იმას იღებს, რაც აწუხებს, რაც უნახავს, რაც გადაუტანია, კინოსურათს პირადი დეტალებით ავსებს და არ არიდებს თავს სუბიექტურობას. ლუკა კოპალეიშვილის სტუდენტური დოკუმენტური კინოსურათი, „ცოტა რამ მამაჩემის შესახებ“ (2022), აშკარად, პირადი ნამუშევარია, სადაც ავტორი მამამისის შესახებ გვიყვება. დიახ, ეს სუბიექტური ნამუშევარია, რეჟისორის ოჯახის ამბავია – რთული, სამწუხარო, მაგრამ საინტერესო მოცემულობა, რომელშიც ის ცხოვრობს. რეჟისორის

WHY ISN'T LIFE AS SWEET AS CHOCOLATE?! Read More »

LIFE SACRIFICED TO PERSONAL INTERESTS

იყო ადამიანი, ეს ნიშნავს იმას, რომ იყო დაუნდობელი, სასტიკი, ეგოისტი არსება, რომელიც ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციასა და მდგომარეობაში საკუთარ თავსა და პირად ინტერესებს დააყენებს ყველაფერზე წინ. ამ სისასტიკეში არ არის აუცილებელი მოიაზრებოდეს მაინცდამაინც რაიმე სახის ძალადობა, არამედ სულ უბრალო გულგრილობა, უმოქმედობაც კი. მაშინ, როდესაც ადამიანი ხელოვანია, თანაც შემოქმედებით კრიზისში მყოფი, სისასტიკედ ქცეული გულგრილობა და გარემოებების მიმართ

LIFE SACRIFICED TO PERSONAL INTERESTS Read More »

LOST ON THE BRIDGE OF TWO TIMES

ბავშვობიდან ზრდასრულობამდე გამავალ ხიდზე ჩასაფრებულ გარდაუვალ ცვლილებებს გვერდს ვერავინ აუვლის. ბავშვობის მეგობრებთან თითქოს უხილავი გაუცხოება ერთ დღეს თავს იჩენს და ზრდასრულობის წნეხით დამძიმებულ ადამიანებს, საკუთარი თავის პოვნას საზოგადოების მუდმივად ფხიზელი თვალის დაკვირვების ქვეშ მყოფნი რომ ცდილობენ, მისთვის თვალის გასწორება მოუწევთ. ორ ნაპირს შორის გადებული ხიდი ნელ-ნელა ტყდება, მასზე მდგომ ახალგაზრდებს კი მრავალწახნაგოვანი ფიქრები ამძიმებენ –

LOST ON THE BRIDGE OF TWO TIMES Read More »

FIRST VICTORY

2020 წელს საქართველოს ისტორიაში პირველად საფეხბურთო კლუბმა მოახერხა უეფას ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო კლუბში მოხვედრა. ეს შეძლო ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთი“. აღნიშნული მოვლენა საქვეყნო ყურადღებისა და სიხარულის მიზეზი გახდა. ელენე და ნატალია ადამაშვილები თავიანთ სტუდენტურ დოკუმენტურ ფილმში „ლანჩხუთი“ სამი წლის შემდეგ“ (2023) წარმოგვიდგენენ ამ კლუბის ცხოვრებას სამი წლის შემდეგ. ამასთანავე, ამ კინოსურათში ნაჩვენებია ფეხბურთელების

FIRST VICTORY Read More »

THAT INVISIBLE FORCE WHICH CONTROLS US

ეკრანიზაციები ყოველთვის განსაკუთრებულად იპყრობდა მაყურებელთა ყურადღებას და დღესაც ძალიან დიდი ინტერესით სარგებლობს კინოაუდიტორიაში. ეს ლოგიკურიცაა – ადამიანებს აინტერესებთ ის, თუ როგორ შეძლებენ რეჟისორები მათი საყვარელი რომანების, მოთხრობების, პერსონაჟების თავგადასავლების ეკრანზე ასახვას. მაყურებელში ამდენად დიდი მოლოდინებიდან გამომდინარე კი, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟისორსა და მის გადამღებ ჯგუფს, ვინაიდან მეტია კრიტიკა ფილმის მიმართ

THAT INVISIBLE FORCE WHICH CONTROLS US Read More »

DEEPLY HIDDEN IDEA OR LACK OF IDEA?

„ნისლის ფარდა“ (2019) თინათინ ემირიძის მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმია. როცა საქმე ამგვარ ნამუშევარს ეხება, ზოგ საკითხში რეჟისორს რიგ შეცდომებს პატიობენ, რადგან დროთა განმავლობაში პროფესიული გამოცდილება თავისას შვება და მისი მომდევნო ნამუშევრებიც ნელ-ნელა იხვეწება, თუმცა არის საკითხები, რომლებიც ამ კონკრეტულ ფილმში თვალშისაცემ პრობლემებად იკვეთება. კინოს ყველა სახეობას თავისი მკვეთრად განსხვავებული სპეციფიკა აქვს, მათ შორის, დოკუმენტურ კინოსაც. მასში

DEEPLY HIDDEN IDEA OR LACK OF IDEA? Read More »

AN UNATTAINABLE RELATIONSHIP WITH THE AUDIENCE

ერთი ნახვით შეყვარების ფენომენი, მის მიერ ცხოვრების კალაპოტის სამუდამოდ შეცვლა და ამ სიყვარულის დაკარგვით დაღდასმული ადამიანის ერთფეროვანი, აუტანელი ყოფა – ეს ის თემებია, რომლებიც თავიდანვე მოექცა კინემატოგრაფის ინტერესში, იქამდე კი საუკუნეთა განმავლობაში იპყრობდა მკითხველთა გულებს. რადგან სიყვარული ასეთ კონცეპტუალურ, შეუცვლელ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, რადგან მკითხველთა თუ მაყურებელთა თვალს უნახავს და გონებაში ჩაუბეჭდავს მრავალფეროვან ამბავთა

AN UNATTAINABLE RELATIONSHIP WITH THE AUDIENCE Read More »

FOR US AND ONLY FOR US

ნიკოლოზ გაბუნიას სტუდენტური ფილმი, „სამშობლოსთვის და სტალინისთვის” (2019) აღწერს ერთ დღეს განვითარებულ მოვლენებს, სადაც საკვანძო ფიგურა არის მთავარი პერსონაჟის ბაბუის ფეხი. ის ერთგვარი ატრიბუტია რეჟისორისთვის, რათა ორი სამყარო, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი და თანამედროვე საქართველო ან საზოგადოება დაუპირისპიროს ერთმანეთს. ფილმში არ იკვეთება რაიმე მორალისტური, „ჭკუის სასწავლებელი“ გაკვეთილი. ნიკოლოზ გაბუნია უბრალოდ ასახავს მოვლენებს, ნეიტრალურობას ირჩევს, არ

FOR US AND ONLY FOR US Read More »