SMALL SACRIFICE FOR PERSONAL PARADISE

ადამიანის ცხოვრება ბევრი დაბრკოლებით, უიმედობით, სირთულეებითა და ხშირი დაღმასვლებით არის სავსე. მთელი ჩვენი არსებობის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ, რაიმე ღირებულის შექმნას, ან თუნდაც წარმატების მოპოვებას, ან, იქნებ, უბრალოდ, ბედნიერად ცხოვრებას. სამყარო ძალიან მრავალფეროვანია, ასეთივე მრავალფეროვნები არიან ადამიანებიც, თავიანთი ინდივიდუალური ხასიათით, ინდივიდუალური სურვილებითა და მისწრაფებებით. განსხვავებულია ასევე თითოეულის დამოკიდებულება მიზნებისა და გეგმებისადმი. ყველას გვაქვს ოცნება, მაგრამ […]

SMALL SACRIFICE FOR PERSONAL PARADISE Read More »

LIFE AS SEEN FROM THE ELEVATOR

კინო დაბადების პირველივე დღეებიდანვე ცდილობდა (და ცდილობს) თავისი მთავარი „ამოცანის“ რეალიზაციას – თვითმყოფადი და ორიგინალური აუდიოვიზუალური ხერხებით ამბის საინტერესოდ მოყოლას. ლოგიკურია, რომ არსებობის პერიოდში კინემატოგრაფიული თხრობისა და გადმოცემის ხერხებმა, ფორმებმა და შინაარსმა ფართომასშტაბიანი განვითარება და ტრანსფორმაცია განიცადა. უჩვეულო ისიც არაა, რომ ფილმების მთავარი გმირები, რომლებიც არა მარტო ექცევიან ყურადღების ცენტრში, არამედ თავადაც ხდებიან „მთხრობელნი“, არა

LIFE AS SEEN FROM THE ELEVATOR Read More »

CONTENT SACRIFICED TO TECHNOLOGY

კოტე ჩაბაკაურის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმს, „სათამაშო ცხენი“ (2019) ჰყავს სამი პერსონაჟი: გიორგი (თედო ბექაური), დედა (ნინო კვიტატიანი) და ქეთო (ქეთი ჩხარტიშვილი). რეჟისორი აღწერს მთავარი გმირის, გიორგის ცხოვრების ერთ ნაწილს, რომელიც, შესაძლოა, ამ პერსონაჟის რუტინის გარდამტეხ მომენტადაც იყოს მიჩნეული. გიორგი, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული ადამიანია. იგი ყოველ დილით მიდის სამსახურში, სადურგლოში, საღამოს ბრუნდება შინ და ასე

CONTENT SACRIFICED TO TECHNOLOGY Read More »

IN THE CAPTIVITY OF HIS OWN DREAM

დავით ჭადაშვილის მოკლემეტრაჟიან სტუდენტურ ფილმში, „სემი“ (2021) საკმაოდ უცნაური ამბავია ნაჩვენები: მთავარი პერსონაჟი, სემი (ვახტანგ ვახტანგაძე), რომლის სახელსაც მისი ცოლისგან (მარია გიორგობიანი) ვიგებთ, დიდ გასაჭირშია ჩავარდნილი – მას გაღვიძება არ შეუძლია. იგი რამდენჯერმე იღვიძებს, თუმცა არცერთი არაა რეალური, რადგან ყოველი მათგანი სიზმარია. თავდაპირველად, ეს სიზმრები შედარებით მოკლეა, ხოლო შემდეგ ამ „ზმანებების“ ხანგრძლივობაც იზრდება.პერსონაჟი ჩვეულებრივად აღიქვამს,

IN THE CAPTIVITY OF HIS OWN DREAM Read More »

CHOICE OF “THE KILLER”

რეზო ხობუას მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური ფილმი, „ქილერი“ (2018) გადმოსცემს ამბავს დაქირავებულ მკვლელზე, რომელიც დაქირავებული ნამდვილად არის, თუმცა მკვლელი, როგორც ჩანს, არა. სიუჟეტი მთავარი პერსონაჟის ფსიქოლოგიას ეხება, მაგრამ იმდენად ზედაპირულია, რომ 10-წუთიანი ფილმის ბოლოს პასუხზე მეტი კითხვა რჩება და არც ეს კითხვებია ისეთი, მაყურებელს პასუხების პოვნის სურვილი ან საშუალება რომ მისცეს. ფილმის მთავარი ხარვეზი დრამატურგიაა. როდესაც ისეთი

CHOICE OF “THE KILLER” Read More »

FAMILY PORTRAIT IN PREPARATION FOR BIRTHDAY

მერაბ კოკოჩაშვილის სტუდენტურმა კინოსარეჟისორო სახელოსნომ გააერთიანა საინტერესო პოტენციალის ახალგაზრდები, რომელთა ნამუშევრებში იკითხება ყოველდღიური, ერთი შეხედვით, ბანალურ ამბებსა და სივრცეებში იმ ნაპერწკლის, ესთეტიკის, სილამაზისა და, თუნდაც, ღირებულის დანახვის მცდელობა, რაც დაგვაფიქრებს გარშემო მყოფ მოვლენებზე და არათუ სხვანაირად დაგვანახებს მათ მნიშვნელობას, შეიძლება პატარა ცხოვრებისეული რჩევაც კი მოგვცეს.ილია ასიტაშვილის ფილმი, „სამზადისი“ სწორედ ამას გვთავაზობს – თანამედროვე ოჯახში, კონკრეტულად

FAMILY PORTRAIT IN PREPARATION FOR BIRTHDAY Read More »